x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
“ყადაღას რომ ამხსნის, მერე გადავიხდი და ეგეთი აფერისტობები არ მიიღება” - ირაკლი ოქრუაშვილი ბიძინა ივანიშვილზე

image


თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ ეროვნული ნაკრებისთვის დაპირებული 30 მილიონის გადახდას სოციალურ ქსელში ეხმაურება და "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს დანაპირების შესრულებისკენ მოუწოდებს:


"ჯგუფიდან გასვლაზე 30 მილიონს თუ დაპირდა, ესპანეთთან მოგებაზე 50-ზე ნაკლებად ვერ გამოვა "ი" კაცი. ამერიკის სახაზინო დეპარტამენტი ყადაღას რომ ამხსნის მერე გადავიხდი და ეგეთი აფერისტობები არ მიიღება."- წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მიერ მიღწეული წარმატების შემდეგ ფონდმა „ქართუმ“ 23 აპრილს განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით 30 მილიონი ლარი გადაეცემოდა, ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ კი, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის ეროვნული ნაკრები დამატებით 30 მილიონი ლარით დაჯილდოვდება.


„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს უდიდეს გამარჯვებას ულოცავს. "ქართული ოცნების" პრესსამსახურის ინფორმაციით, ეროვნულ გუნდს დაწესებული ჯილდო, 30 მილიონი ლარი გადაეცემა. ამასთანავე, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, ესპანეთთან მერვედფინალურ შეხვედრაში მოგებისა და შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯილდოს სახით დამატებით კიდევ 30 მილიონ ლარს მიიღებს.


ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალიასთან 2:0 მოიგო და ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდა.








0
578
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
578