საზოგადოება მერაბ კოსტავა : გამარჯობა რუსუდან..გწერ წერილს და... 28 ივნისი, 12:53 მერაბ კოსტავას შიმშილობის 90-ე დღე იყო, როდესაც მისი ვაჟის, ირაკლი კოსტავას დაღუპვის ამბავი შეატყობინეს... მერაბი "სასჯელს" კარცერში იხდიდა....
შიმშილისგან დაუძლურებულ - დაოსებული გამოიყვანეს მერაბი და შვილის სიკვდილი მიახალეს. მერე კი ისევ კარცერში დააბრუნეს.... ტრაგიკული ამბის გაგების შემდეგ, პირველი წერილი მეუღლეს...
"გამარჯობა, რუსუდან... გწერ წერილს და გისურვებ გამძლეობას და ამტანობას, ჩვენთვის ამ ყველაზე მძიმე დღეებში. მოიკრიბე ძალა და გაიათმაგე ნებისყოფა. არა მარტო მინდა ეს, გთხოვ კიდეც. ისე ატარე ეს დიდი მწუხარება, რომ გააკეთილშობილოს ირგვლივ ყველაფერი. ჩვენი შვილი ირაკლისთვის, მისი ნათელი ხსოვნისთვის გააკეთე ეს.უკიდურესი სასოწარკვეთითა და უიმედობით ნუ ავნებ მის სახელს. იმედი მაქვს შენ ამ ძალებს იპოვნი.
ვარ იგივე მდგომარეობაში.. შენ თვითონ გესმის, რომ ჩვენი უბედურების მიზეზი ჩემთვის ბნელით არის მოცული და ასე დარჩება, ვიდრე შევხვდებით.
შევხვდებით კი ოდესმე?! გკოცნი, მერაბი..."
4 შეფასება არ არის
|