თუ ნორვეგია ხსენებისას მხოლოდ მთებთან ასოცირდება, მაშინ ძალიან ცოტა იცით ვიკინგების შესანიშნავი სამშობლოს შესახებ. სინამდვილეში, ეს საოცარი ქვეყანა ცნობილია თავისი განსაცვიფრებელი ფიორდებით, მოსახერხებელი ქალაქებით, შესანიშნავი თევზაობით და დანაშაულის წარმოუდგენლად დაბალი მაჩვენებლით. ამ სტატიაში ნახავთ ინფორმაციულ და საინტერესო რჩევებს, რომლებიც საშუალებას მოგცემთ უკეთ გაეცნოთ ადგილობრივი ცხოვრების თავისებურებებს.
1. "კლდე-კათედრა" არის ერთ-ერთი ულამაზესი კლდე მსოფლიოში და ნორვეგიის მთავარი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობა. ეს გიგანტური კლდე, რმელიც ამაყად დგას ლიზეფიორდის 604 მეტრზე.
2. ნორვეგიის ნავთობის პლატფორმა ქარიშხლის დროს
3. მონადირეებმა კარგად შემონახული ვიკინგების ხმალი აღმოაჩინეს მუდმივი ყინვის მოძრაობის კვალით, ზღვის დონიდან 1640 მ სიმაღლეზე. რელიქვია იდო ქვებს შორის დაბლა და იქ იყო ათას წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
4. ფილადელფიის მსგავსი რბილი ყველი. სახელი სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც "ახალი, როგორც თოვლი"
5. აქ იყიდება უკვე გამოსაცხობად გამზადებული კარტოფილი
6. გიგანტური ფოლადის ხარირემი, შექმნილი ნორვეგიელი მხატვრის ლინდა ბაკეს მიერ. ქანდაკება არის პროექტის ნაწილი, რომლის მიზანიც იყო საგზაო შემთხვევების რაოდენობის შემცირება.
7. ნორვეგიელი სათხილამურო მხტომელი, ჩემპიონი და პიონჩანგის ოლიმპიადის ორგზის ბრინჯაოს მედალოსანი რობერტ იოჰანსონი.
მას სურდა, რომ მისი მიღწევები ისეთივე შთამბეჭდავი ყოფილიყო, როგორც მისი ულვაში.
8. ხმლები კლდეში მონუმენტი, რომელიც ასევე ნორვეგიულად ცნობილია როგორც Sverd i fjell , ნორვეგიის მნიშვნელოვანი ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობაა.
ის ემსახურება როგორც ნორვეგიის გაერთიანების მძლავრ სიმბოლოს მეფე ჰარალდ ფეირჰარის მეთაურობით მისი გამარჯვების შემდეგ ჰაფრსფიორდის ბრძოლაში 872 წ. ძეგლი ამ ისტორიული მოვლენის აღსანიშნავად 1983 წელს დაიდგა.
9. ჰარდანჯერის დაკიდული ხიდი.
ხიდი აკავშირებს ჰარდანგერფიორდის ორ ნაპირს წყლიდან 50 მეტრ სიმაღლეზე. ხიდის სიგრძე 1300 მეტრზე მეტია. საინტერესოა, რომ ორივე ნაპირზე ხიდისკენ მიმავალი პანდუსები უშუალოდ კლდის სისქეში გაყვანილი მრავალი კილომეტრიანი გვირაბებიდან არის გაკეთებული.
10. Stavkirka in Borgunn არის ერთ-ერთი უძველესი შემორჩენილი კარკასულო ეკლესია ნორვეგიაში.
მდებარეობს სოფელ ბორგუნდში, სოგნ ოგ ფიორდანეს პროვინციაში. სავარაუდოდ აშენებულია 1150 და 1180 წლებში.
11. ულამაზესი კერაგის პლატო ამოდის ლიზეფიორდის ზემოთ. სწორედ აქ მდებარეობს ცნობილი ჩამოკიდებული ქვა Kjeragbolten
12. ლოფოტენის კუნძულები, სოფელი ჰენინგსვაერი და ცნობილი სტადიონი
Henningsvaer Stadium ეკუთვნის ადგილობრივ საფეხბურთო გუნდს Henningsvaer IL. ამ ველისთვის კუნძულზე ყველაზე ბრტყელი ზედაპირი აირჩიეს. სტადიონის მოედანი ხელოვნურია, ირგვლივ არის თაროები თევზის გასაშრობად.
13. მსოფლიოში ყველაზე დიდი კოცონის რიტუალი ნორვეგიის ქალაქ ალესუნდში ზაფხულის მზებუდობის დაწყების აღსანიშნავად.
14. პირველი მეფის ჰარალდ I ჰორფაგერის ქანდაკება.
ჰარალდი, ვესტფოლდის მეფე, ნორვეგიის პირველი მეფე. ინგლინგების ოჯახის წარმომადგენელი, დინასტიის დამაარსებელი, რომელიც მართავდა ნორვეგიას მე-14 საუკუნემდე.
15. თქვენ იცით, რომ ცხოვრობთ ნორვეგიაში, როცა მანქანის გასაღებს საკეტში ტოვებთ ორი კვირით და როცა დაბრუნდებით მანქანას და გასაღებს იმავე ადგილას პოულობთ.