x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
შემაძრწუნებელი კონტრასტი: როგორ დავამტკიცოთ მზის მავნე ზემოქმედება კანზე ერთი ფოტოს მაგალითით
დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ ულტრაიისფერი გამოსხივება ჩვენს კანს სერიოზულ ზიანს აყენებს. ბევრი ამ საფრთხეს აღიქვამს, როგორც აბსტრაქტულს და არც ისე აშკარას. იმის საჩვენებლად, რომ მზის სხივების მავნე ზემოქმედება კანზე რეალურია, სოციალური ქსელის Reddit მომხმარებელმა ხელისა და ფეხის ფოტო გამოაქვეყნა.



image



ქალმა ფოტოზე აჩვენა, როგორ გამოიყურება მისი ფეხი, რომელიც თითქმის ყოველთვის დამალულია მზის პირდაპირი სხივებისგან და მისი ხელი, რომელიც მუდმივად მზის სხივების ქვეშაა. ფოტოს გაუკეთა წარწერა: „მზის უარყოფითი გავლენა კანზე ჩემი ხელის და ფეხის მაგალითზე“.



image




ზოგიერთმა კომენტატორმა ფოტოს ავთენტურობა ეჭვქვეშ დააყენა და გამოთქვა ვარაუდი, რომ ხელი და ფეხი სხვადასხვა ასაკის ქალებს ეკუთვნით. საკუთარ ხელებსა და ფეხებზე დაკვირვების და კონტრასტის აღმოჩენის შემდეგ მაინც დაეთანხმნენ, რომ ასეთი ფენომენი შესაძლებელია.



მომხმარებელმა სახელით wigg1es ამბობს, რომ თავისი 35 წლის ასაკიდან სულ მცირე 15 წელი მუშაობს ღია ცის ქვეშ და მისი ხელები არ გამოიყურება იმაზე უკეთ, ვიდრე სურათზე აღბეჭდილია. არიან ისეთებიც, რომლებიც თვლიან, რომ მზე კანს აბერებს, მაგრამ ბევრი სხვა მავნე ფაქტორიც არსებობს.



image



ხელის კანს ასევე აზიანებს მუდმივი მუშაობა წყალში, სარეცხ საშუალებებთან და სხვა ქიმიკატებთან. კანზე ნეგატიურად მოქმედებს ნიადაგთან, ნავთობპროდუქტებთან და ბევრ სხვა ნივთიერებასთან კონტაქტი, რომელთან შეხებაც უწევთ სამსახურის ან შემთხვევის გამო.



Reddit-ის მომხმარებლები მხოლოდ ერთ რამეზე შეთანხმდნენ - კანი უნდა დავიცვათ მზის პირდაპირი სხივებისგან და ამისთვის საუკეთესოა მზისგან დამცავი საშუალება და დამატენიანებელი კრემი. ასე არა მხოლოდ კანის ახალგაზრდობას შეინარჩუნებთ, არამედ მელანომის, საშიში ონკოლოგიური დაავადების, განვითარების რისკს საგრძნობლად შეამცირებთ.



ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ გადავურჩეთ ზაფხულის სიცხეს ქალაქში? - ჩინური მედიცინის 7 წესი

შეიძლება თუ არა ავად გახდეთ კონდიციონერის გამო? - ექსპერტების პასუხი

მზის გარეშე რამდენიმე კვირის შემდეგ გუგები გამიფართოვდა: გოგონა მთელი თვე მზეს ერიდებოდა

მელატონინი - ხანგრძლივი ცხოვრების მიზეზი, როგორ გავზარდოთ მისი დონე

დაიმსხვრა მითი, რომ დღეში 10 000 ნაბიჯის გავლა აუცილებელია

0
53
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
53