x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135661
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
"ზელენოგრადელი ჩიკატილო", 22 წლიან სასჯელს იხდიდა, მაგრამ მანიაკი ციხიდან გამოიყვანეს და უკრაინაში უკრეს თავი

image
"რუსეთს უზარმაზარი რესურსი აქვს, რუსეთი დაუმარცხებელია, რუსეთს ვერავინ დააჩოქებს"-ასეთი კომენტარებითაა რუსული ინტერნეტ საიტები გადაჭედილი.
რუსეთს საბრძოლო მასალის დეფიციტი, რომ შეექმნა სწორედ ამიტომ გარბი-გამორბიან ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის.
ამოულეველი საბრძოლო მარაგი არ არსებობს, როგორი დიდიც არ უნდა იყოს ქვეყანა, უკრაინაში ომის დაწყების მერე გააფართოვა სარაკეტო წარმოება ამერიკამ, ევროპამ მთლიანად დაიწყო გადაიარაღება.

იარაღი იარაღად, მაგრამ რუსეთმა იმხელა ზარალი განიცადა დაღუპულების და დასახიჩრებულების სახით, იძულებული გახდა უკრაინასთან ომში ციხიდან გამოყვანილი მანიაკებიც კი გამოიყენოს.
ერთერთი ასეთი მანიაკი, რომელიც ცნობილია, როგორც "ზელენოგრადელი ჩიკატილო" 22 წლიან სასჯელს იხდიდა მოსკოვსა და მოსკოვის გარეუბნებში ქალების მასიური მკვლელობების გამო. იური გრიცენკო, ყოფილი მილიციელი გახლდათ, რომელიც ლოთობისთვის და მუდმივად კომფლიქტური სიტუაციების შექმნისათვის გააგდეს პოლიციიდან.

დადასურებულად გრიცენკომ კეფის არეში ჩაქუჩის ჩარტყმით მოკლა 5 ქალი და დაასახიჩრა 10 ქალი, გრიცენკოს პირველი მსხვერპლი იყო მეძავი ქალი, რომელიც თუჯის ტაფით მოკლა, შემდეგ კი მანიაკი უსაფრთხებოდა ქალებს და კეფაში ჩაქუჩის ჩარტყმით კლავდა მათ. მისი თქმით, მას მოსწონდა ის ხმა, რომელსაც გამოდცემდა კეფაზე ჩაქუჩის დარტყმის ხმა.

მართალია გრიცენკოს ვერ დაუმტკიცეს, მაგრამ როგორც საგამოძიებო ჯგუფი ამტკიცებდა, 5 მოკლულის გარდა გრიცენკოს მოკლული ჰყავდა არანაკლებ 10 ქალი.

მას 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მიუხედავად იმისა, რომ მას ხშირი ლოთობის და ნარკოტიკების მოხმარების საფუძველზე დაუდგინდა საკმაოდ მძიმე დაავადება შიზოფრენიის სახით.
მანიაკი სასჯელს იხდიდა მორთოვეთის მკაცრი რეჟიმის ციხეში, საიდანაც ის შემდგომში განთავისუფლების დაპირებით გადააგზავნეს უკრაინაში, მოიერიშე ჯგუფ "Штурм Z"-ში, სადაც ის არ მიიღეს რუსული მოიერიშე დანაყოფის მებრძოლებმა. იურა გადაიყვანეს დაჭრილების საევაკუაციო ოცეულში.

"ზელენოგრადელი ჩიკატილოს" დაკავების მერე დედამისი გამოასახლეს ბინიდან, რადგან ბინა არ იყო მათ სახელზე რეგისტრირებული, ახლა ეს მანიაკი ფიქრობს უკრაინაში მოაგროვოს საკმარისი ფული და ბინა შეიძინოს მოსკოვში, სადაც დედასთან ერთად იცხოვრებს.
საკითხავი ესაა, მანიაკს უკრაინელები მოკლავენ თუ თავად რუსები გააგორებენ, რადგან მანიაკის გვერდით ყოფნა არავის ანიჭებს დიდად სიამოვნებას.


.




0
162
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
162