საზოგადოება ,,დიასა“ 15 წლის ასაკში ალკოჰოლდამოკიდებული გახდა - „21 წლის ასაკში მეორედ დავიბადე…“ 26 ივნისი, 16:17
.
გიორგი დიასამიძე, იგივე დიასა, ხალხმა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ პროექტ „პრაიმ ჰაუსიდან“ გაიცნო და შეიყვარა. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ მას საკმაოდ მძიმე ბავშვობა აქვს გამოვლილი. თინეიჯერობის ასაკში მძიმე ფიზიკური შრომა უწევდა, იყო ალკოჰოლზე დამოკიდებული და შეხვდა უამრავი განცდა და ტკივილი. ამის შესახებ ის ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს.
,
ძალიან რთული ბავშვობა მაქვს გავლილი. სამი წლის ვიყავი, როცა ჩემი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. მამა რუსეთში წავიდა საცხოვრებლად, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი, დედაც ემიგრაციაში გაემგზავრა. ბებო და ბაბუ მზრდიდნენ, არაფერს მაკლებდნენ, მაგრამ მშობლების დეფიციტი სულ მქონდა. ბიჭისთვის მამა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ პაპამ ეს არ მაგრძნობინა და მამობა გამიწია. 13 წლიდან კი შრომაში ჩავერთე, ჩემით ვშოულობდი ფულს და ოჯახს ვეხმარებოდი. ღამით მიწევდა მისვლა „ლილოს“ ბაზრობაზე, ტრაილერებს ვცლიდით და არ დამავიწყდება, პირველი ხელფასი რომ ავიღე, 25 ლარი, წავედი სამგორში, „ნავთლუღის ბაზარში“ და პროდუქტი ვიყიდე სახლისთვის. ეს დღე არასდროს დამავიწყდება (იცინის). 16 წლამდე ვმუშაობდი „ლილოში“, მერე ცელოფნების ქარხანაში დავიწყე მუშაობა. . თქვი, დედა ემიგრაციაში იყოო და იქიდან არ გეხმარებოდათ? სამწუხაროდ, დედას უცხოეთში ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, სამი ოპერაცია გაიკეთა და აქედან ვუგზავნიდით ფულს, რის საშუალებაც გვქონდა. ამ ნერვიულობის ფონზე, 14 წლის ასაკიდან დავიწყე სმა და 15 წლისა უკვე ალკოჰოლზე დამოკიდებული გავხდი. ძალიან რთული პერიოდი მქონდა და მეგონა, ალკოჰოლი მავიწყებდა ამ ყველაფერს, მაგრამ დიდი ზიანი მივაყენე ჩემს თავს. ბევრი რამ შემეძლო, სხვანაირად გამეკეთებინა, მაგრამ ამის გამო ვერ გავაკეთე. რამდენი წელი იყავი ალკოჰოლდამოკიდებული და როგორ დაძლიე ეს რთული პერიოდი? ვინ დაგეხმარა? 21 წლის ასაკში, ფაქტობრივად, მეორედ დავიბადე. სიგარეტს და ალკოჰოლს თავი დავანებე. 35 წლის ვარ და დღემდე წვეთი არ გამისინჯავს და ალბათ, არც აღარასოდეს გავსინჯავ. იმ წლებმა დიდი შავი ლაქა დატოვა ჩემს ცხოვრებაში. რაც შეეხება თავის დანებებას, როცა უკან გავიხედე, გარდა იმისა, რომ ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედა, დედა და ბებია დამრჩა მარტო, მათ კი ჩემი იმედი ჰქონდათ და მივხვდი, რამე რომ მომსვლოდა, მათ ვუღალატებდი. მე ვიყავი მათი იმედი და ალბათ, ამან გადამაგორებინა ეს ყველაფერი. ჩემით ცოცხლობდნენ და არსებობდნენ და მე რომ რამე მომსვლოდა, არც კი ვიცი, მათ რა მოუვიდოდათ. ამიტომ, მათ გამო დავძლიე, ყველაფერს თავი დავანებე და ახალი ცხოვრება ახალი ფურცლით დავიწყე. რადიკალურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება ალკოჰოლის შემდეგ. სხვათა შორის, იმ პერიოდში თან ვმუშაობდი და ჩემი სმის გამო, სამსახურში პრობლემა არასოდეს შემქმნია. 205 შეფასება არ არის
|