x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138972
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
უნდა იყოს ასაკობრივი ზღვარი მანქანის მართვაში, უნგრეთის პრემიერის ესკორტის გერმანელი პოლიციელი ავარიის გამო დაიღუპა

image
მანქანის მართვისათვის გარკვეული ასაკობრივი შეზღუდვა უნდა იყოს დაწესებული, ძმასთან გერმანიაში ჩასულს ბევრჯერ მინახია მიუნჰენში ლამის 100 წელს მიღწეული მოხუცები ბრენდულ ავტომობილებს როგორ ატარებემ, ასაკოვანი ადამიანის რეაქცია შენელებულია, მხედველობა შემცირებული, რაც რიგ შემთხვევებში ავარიებს იწვეევს.
ასე მოხდა ამჟამადაც.

როგორც "Bild"-ი იუწყება, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ორბანი გერმანიაში ჩავიდა ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატზე, უნგრეთის ნაკრების თამაშის სანახავად. შტუტგარტის აეროპორტის გზაზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ესკორტი მოჰყვა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში ანუ გასაგებ ენაზე, რომ დავწერო ავარიაში.

ორბანის ესკორტი, რომელსაც 2 გერმანელი პოლიციელი მიაცილებდა სპეციალური საპოლიციო ციმციმათი აღჭურვილი ბაიკებით მოჰყვა ავარიაში, ესკორტის ბაიკებს დაეჯახა "BMW"-ს მარკის მანქანა რომელსაც 70 წლის მოხუცი მართავდა. ერთი პოლიციელი მძიმე ტრავმებით გადაიყვანეს კლინიკაში, მეორე კი ექიმების მცდელობის მიუხედავად კლინიკაში გარდაიცვალა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმების გამო.

მანქანის საჭესთან იჯდა ქალი, რომელმაც ვერ შეამჩნია "შლანგბაუმი" და მთელი სისწრაფით დაეჯახა უნგრეთის პრემიერის გერმანული ესკორტის წარმომადგენლებს.

imageimage


0
172
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
172