x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
ეს ნივთები ჯობია მაღაზიაში დატოვოთ, თუნდაც 90%-იანი ფასდაკლებით იყოს და მეორე საჩუქრად მოჰყვებოდეს
image



ბევრი ქალი რეკლამის გავლენით ან მეგობრების რჩევით უამრავ სპონტანურ შესყიდვას ახორციელებს. ბევრი თვლის, რომ შოპინგი ფსიქოთერაპიის 50 ელფერიდან ერთ-ერთია, მაგრამ ზოგიერთი შენაძენი მხოლოდ სინანულს იწვევს. გაგიმხელთ, რომელი ნივთები უნდა დატოვოთ მაღაზიის თაროზე.



მზისგან დამცავი სპრეი

image



ერთი შეხედვით, მსგავსი სპრეი მოსახერხებელი საშუალებაა, რომელიც ადვილად ისმება კანზე, მაგრამ სერიოზული საფრთხე შეიძლება გამოიწვიოს. პირველ რიგში, გაფრქვევისას უმეტესობა სპრეში შემავალი მავნე ნივთიერებების ჩასუნთქვის დიდი ალბათობაა.




მეორეც, ასეთი საშუალება არათანაბრად შეიძლება გადანაწილდეს, კანის ყველა უბანი მთლიანად ვერ დაფაროს და მცხუნვარე მზისგან სათანადო დაცვა ვერ უზრუნველყოს. როგორც ჩანს, ძველი კარგი მზისგან დამცავი კრემის გამოყენება უკეთესია.



ბრეტელებიანი კაბა

image



წვრილ ბრეტელებიანი კაბა, რომელიც ზურგს და მხრებს აშიშვლებს, ზაფხულისთვის იდეალურია, მაგრამ შესაფერისი და მოსახერხებელი ბიუსტჰალტერის არჩევა მარტივი არ არის. ყველასთვის კომფორტული არაა სილიკონის, უბრეტელო ბიუსტჰალტერის ტარება ან საერთოდ მასზე უარის თქმა.



ბიუსტჰალტერი ერთდროულად რამდენიმე მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს: მკერდის ფორმა უნდა დაიჭიროს, უკან უხილავი უნდა იყოს და სიარულისას არ ცურავდეს. მსუბუქი ქსოვილისგან შეკერილი კაბა უკეთესია.



ტუჩის პრაიმერი

image



მწარმოებლის იდეით, ტუჩსაცხის წასმამდე პრაიმერი უნდა წაისვათ, რომ დიდხანს არ დასკდეს და ფერი დაფიქსირდეს.



ღირს მისი ყიდვა, თუ შესაძლებელია იგივე ეფექტის მიღწევა ზედმეტი ხარჯის გარეშე? ჯერ წაისვით ტუჩის ბალზამი, რომელიც უფრო იაფი ღირს. შემდეგ გამოიყენეთ ცოტა ტონალური კრემი ან კონსილერი, ბოლოს ტუჩები ფანქრით შემოხაზეთ.



დახვეწილი მაჯის საათი

image



თითქოს, ქალის ხელისთვის საუკეთესო არჩევანია ელეგანტური საათი პატარა ციფერბლატით, თუმცა ეს ფორმა წარსულს ჩაბარდა. 2024 წელს მოდაშია მსხვილი მაჯის საათი ფართო სამაჯურით და დიდი ციფერბლატით, რომელიც შესაფერისია როგორც ქალებისთვის, ასევე კაცებისთვის. თუ არ გსურთ ძველმოდურად გამოიყურებოდეთ, პატარა საათი მაღაზიაში დატოვეთ.



ტონერი

image



ტონერი იყიდება თითქმის ყველა კოსმეტიკურ მაღაზიაში და არის გამჭვირვალე ან ნახევრად გამჭვირვალე სითხე, სხვადასხვა ფერში შეღებილი. ისინიც, რომლებიც ტონერს რეგულარულად იყენებენ, ბოლომდე ვერ ხვდებიან, რატომ აკეთებენ ამას. ტონერის მთავარი ამოცანაა კანის ნაზად განახლება, ბუნებრივი ტენიანობის დაკარგვის გარეშე.



ამ პროდუქტების უმეტესობა შეიცავს ალკოჰოლს, რომელიც კანს აღიზიანებს. საუკეთესო ვარიანტია ძილის წინ კანის დატენიანება და დილით გაწმენდა. რა თქმა უნდა, მზისგან დაცვა არ უნდა დაივიწყოთ.



წვრილი და მყიფე ბეჭედი

image



პატარა, ელეგანტური ბეჭდით განებივრების სურვილმა ბოროტად შეიძლება გეხუმროთ. თხელი სტრუქტურა (1, 6 დიამეტრით ან უფრო ნაკლები) ხშირად იბზარება და ტყდება. ზედმეტად პატარა კბილები ქვისთვის დეკორატიული ელემენტის ნორმალურ ფიქსაციას ვერ უზრუნველყოფს. უმჯობესია აირჩიოთ მსხვილი და საიმედო ბეჭედი.



საშუალება თმის გაყოფილი ბოლოებისთვის

image



ბევრს ქალს აწუხებს მშრალი, მტვრევადი თმის ბოლოები. ამას იწვევს თმის ხშირი გაშრობა ფენით, გასწორება და დახვევა. საშუალება თმის გაყოფილი ბოლოებისთვის უსარგებლო პროდუქტია. თმის უჯრედებში აქტივობა არ არის, მათი აღდგენა შეუძლებელია თუნდაც „სასწაული“ პროდუქტების გამოყენებით. პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა თმის შეჭრაა.



დამატენიანებელი სპრეი სახისთვის

image



ამბობენ, რომ სახის სპრეი მყისიერად ატენიანებს კანს და ბზინვარეს ხდის. ჩანთით მისი ტარება ადვილია, ნებისმიერ ადგილას და დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ. ზიანის მომტანი არ არის, მაგრამ დერმატოლოგები მის ხშირად გამოყენებას არ გირჩევენ. აი, სარგებელი თითქმის არ აქვს. გაფრქვეული ნაწილაკები უბრალოდ კანის ზედაპირზე რჩება, რადგან დამცავი ფენა შეწოვის საშუალებას არ აძლევს. პროფესიონალები გირჩევენ, რომ სპრეს ნაცვლად გამოიყენოთ შრატი ჰიალურონის მჟავით.



ფეხსაცმელი თხელ ძირზე ან უხეშ ტანგეტკაზე

image



სიცხეში გვინდა მსუბუქი ტანსაცმლის ჩაცმა, რომ ფეხები და ტერფები ღია გვქონდეს. თითქოს ფეხსაცმელი თხელ ძირზე ზაფხულში იდეალურია. მაგრამ არა. მასში ფეხი უფრო მოკლე ჩანს და სათანადო მხარდაჭერას ვერ უზრუნველყოფს.



სქელ და საიმედო ძირს ან დაბალქუსლიან ფეხსაცმელს უპირატესობა მიანიჭეთ. აი, მაღალქუსლიანი და უხეში ტანგეტკა არ გამოგადგებათ. უკიდურესად არასასიამოვნოა, ასევე წონასწორობას ადვილად დაკარგავთ.



კანის სკრაბი

image



სკრაბი სასარგებლო შეიძლება იყოს. კანს გლუვს ხდის და მკვდარი უჯრედებისგან წმენდს. მწარმოებლები გვთავაზობენ პროდუქციის ფართო არჩევანს: სახისთვის, ტანისთვის, ტუჩისთვის და ფეხისთვის. მათი ფასი არაგონივრულად მაღალია.



ასე აუცილებელია სკრაბი სხეულის სხვადასხვა ნაწილებისთვის? ირკვევა, რომ ერთი უნივერსალური პროდუქტით შეგიძლიათ შემოიფარგლოთ. სკრაბების უმეტესობას მარტივი ინგრედიენტები აქვს: ყავა, ზეითუნის ზეთი, თაფლი. ფული არ დახარჯოთ, თუ შეგიძლიათ სახლში გააკეთოთ.



მინი და მიკრო ჩანთები

image



2 წლის წინ მოდაში შემოვიდა პაწაწინა ჩანთები. ამ ტრენდს ბევრმა მოდის მიმდევარმა მხარი დაუჭირა: რიანა, კენდალ ჯენერი, ჯიჯი ჰადიდი. მოდა მოდაა, მაგრამ პრაქტიკული მხარეც მნიშვნელოვანია. მსგავსი ჩანთები უფრო იმიჯის აქსესუარია. ზოგიერთში საბანკო ბარათიც არ ეტევა, არაფერს ვამბობთ ტელეფონზე, საფულეზე და სახლის გასაღებებზე.



უფრო დიდი, მაგრამ ეფექტური ჩანთები უკეთესი ალტერნატივაა. მოდელებს გამძლე ჯაჭვით ყურადღება მიაქციეთ. ასევე მოდურია ჩანთები ცხოველური პრინტით, შოპერები და დიდი კლატჩები.



ასევე დაგაინტერესებთ:

10 რამ, რაც ონლაინ არ უნდა იყიდოთ, თუნდაც 70%–იანი ფასდაკლებით

შეცდომები, რომელთაც სუპერმარკეტში ვუშვებთ, შეიძლება მთელი ქონების ფასად დაგვიჯდეს

თეთრები თუ მილიონი: რის ყიდვას შეძლებთ 1 დოლარად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში


0
184
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
184