ქალი და მამაკაცი ადამიანები ყვებიან ყველაზე გიჟურ რამეებზე, რომელიც სექ@@ს გამო გააკეთეს 25 ივნისი, 10:06 ქსელის მომხმარებლებმა ისაუბრეს ყველაზე გიჟურ რამეებზე, რაც მათ გააკეთეს სექსისთვის. მათ თავიანთი ისტორიები Reddit-ის ფორუმზე გააზიარეს. ერთი კაცი წერს, რომ მავნე ჩვევა გოგოს გამო აიკიდა. "მოწევა დავიწყე. ლამაზი გოგონა ჩემი საერთო საცხოვრებლიდან გამუდმებით ეზოში გამოდიოდა მოსაწევად . მისი გაცნობა მინდოდა და სიგარეტის კოლოფი ვიყიდე, რომ მიზეზი მქონოდა. სამი წელი ვმეგობრობდით, 13 წელია ვეწევი. საბოლოოდ კი მასთან ურთიერთობა არ გამოვიდა." ფორუმის კიდევ ერთმა მონაწილემ გაიხსენა, როგორ მოუწია ბევრი ფეხის სიარული სექსის გამო: "16 წლის ვიყავი და ტაქსით წავედი ღამის გასათევად გოგოსთან, რომელიც ჩემგან 20 კილომეტრში ცხოვრობდა. მზის ამოსვლამდე უნდა უკან უნდა დავბურნებულიყავი, ავტობუსები არ დადიოდნენ და კიდევ 40 დოლარი არ მქონდა ტაქსისთვის. სახლში 20 კილომეტრი ფეხით მომიწია დაბრუნება . ორჯერ გავაკეთე ასე. საშინელებაა". მომხმარებელი afurrypotato ყვება, რომ სკოლაში სწავლის დროს მეგობართან ერთად კაფეტერიაში მუშაობდა. იქ ორი გოგონა მუშაობდა, რომლებთანაც ურთიერთობის დაწყება სურდათ. თუმცა მათი განრიგი ერთმანეთს არ ემთხვოდა და მხოლოდ რამდენიმე სიტყვას თუ გადაუგდებდნენ ერთმანეთს: "გადავწყვიტეთ წვეულების მოწყობა ყველა თანამშრომლისთვის (150-ზე მეტი ადამიანი). ორი კვირის განმავლობაში ყველასგან ვაგროვებდით ფულს (1, 5 ათას დოლარზე მეტი შევაგროვეთ), ვიყიდეთ ლუდი, მოვამზადეთ კოქტეილები და ვიპოვეთ სახლი, სადაც ყველაფერს მოვაწყობდით. სამკვირიანი მზადების შემდეგ გავმართეთ წვეულება იმ იმედით, რომ ამ გოგოებსაც კარგად გავიცნობდით (მათთან დაწოლის იმედით). წვეულება იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ ყოველწლიურ ტრადიციად იქცა, რომელიც სკოლის დამთავრების შემდეგაც გაგრძელდა. დიახ, იმ ღამეს მათთან ვიწექით" კიდევ ერთ მამაკაცს სექსის გამო მიმავალ გზაზე ავარია მოუვიდა. "ერთხელ ქალის მანქანა დავამტვრიე, რომელმაც მაღაზიაში პრეზერვატივის საყიდლად გამგზავნა (მეჩქარებოდა). უკან დაბრუნების დროს და ის მეუბნება: "დაზღვევა მაქვს, ასე რომ, არ მივცეთ უფლება, ამან ხელი შეგვიშალოს". მხოლოდ მამაკაცები არ აკეთებდნენ სიგიჟეებს სექსის გულისთვის. "არც ისე გიჟური, მაგრამ ერთხელ მანქანით ორი საათი ვიარე პენისისთვის. როცა მას ჩაეძინა, უკან გამოვიქეცი ღამის ორ საათზე საშინელ ჭექა-ქუხილში. როცა ტრასაზე გავედი, საშინელი წვიმა იყო. საერთოდ არაფერი ჩანდა. მერჩია იქ დავრჩენილიყავი". მეორე მომხმარებელმა გაიხსენა, რომ ის სამსახურიდან სექსის გამო გაიქცა. "სამსახურში ვიყავი და მენეჯერს ვუთხარი, რომ სასწრაფო საკითხზე სახლში უნდა წავსულიყავი. მერე დავბრუნდი და ცვლა ისე დავასრულე, თითქოს არაფერი მომხდარა." 685 2-ს მოსწონს
|