x
image
Yoona
Mediator image
უცნაური და უჩვეულო ცრურწმენები, რომლებიც დღემდე პოპულარულია
როცა ერთ ადამიანს აქვს სადავო იდეები, პროფესიონალები ამას უწოდებენ ობსესიურ-კომპულსიურ აშლილობას, მაგრამ თუ ამას აკეთებს ბევრი ან უმეტესობა ერთ ადგილას, უკვე საკულტო ცრურწმენად ითვლება. მსოფლიოში არსებობს ბევრი განსხვავებული ცრურწმენა, რომელთაც ამა თუ იმ ქვეყნის თითქმის ყველა მაცხოვრებელი იზიარებს. სხვადასხვა კულტურის უცნაურ ცრურწმენებს გიზიარებთ.



1. ცერა თითის წარმატებით დატრიალება

image



სტამბულში ხალხი რიგში დგება, რომ აია სოფიას მუზეუმი და სურვილების სვეტი ნახოს. ეს არის ბრინჯაოს სვეტი ჩაღრმავებით, რომელსაც ხალხი უახლოვდება ცერა თითის შესაყოფად და საათის ისრის მიმართულებით დასატრიალებლად. ამბობენ, წარმატებას იზიდავსო.



2. ცარიელი ბოთლები მაგიდაზე

image




მაგიდაზე ცარიელი ბოთლი სიღარიბის და უბედურების მოზიდვის სიმბოლოდ ითვლება. არსებობს კიდევ ერთი ვერსია. საფრანგეთში 1800-იან წლებში მიმტანები სტუმრების მიერ მაგიდაზე დატოვებულ ცარიელ ბოთლებს ითვლიდნენ ანგარიშის დასათვლელად. ხალხი სწრაფად მიხვდა, რომ შეეძლოთ ფულის დაზოგვა ცარიელი ბოთლების ნაწილის მაგიდის ქვეშ დამალვით.



3. ხეზე დაკაკუნება

image



ეს ცრურწმენა თითქმის მთელ მსოფლიოში გვხვდება. ხეზე დაკაკუნებით უბედურების თავიდან აცილებას ცდილობენ. პრაქტიკა ევროპაში შუა საუკუნეებში გაჩნდა, რადგან ზოგიერთი მღვდელი ამტკიცებდა, რომ ჰქონდათ ქრისტეს ჯვრის ფრაგმენტები და მათზე შეხებას წყევლისგან განკურნების ძალა ჰქონდა.



4. კურდღელი

image



გაერთიანებულ სამეფოსა და ჩრდილოეთ ამერიკაში ხალხს აქვს ჩვევა, რომ ყოველი თვის პირველი რიცხვის დილით თქვან „კურდღელი, კურდღელი“, რომ წარმატება მოიზიდონ.



5. ჩანთა იატაკზე

image



ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გავრცელებული ცრურწმენა ბრაზილიაში: თუ ჩანთას იატაკზე დატოვებთ, ფულს დაკარგავთ. იშვიათია, რომ ვინმემ ჩანთა იატაკზე დატოვოს. ძირითადად, კალთაზე, მაგიდაზე იდებენ ან სკამზე კიდებენ. რა თქმა უნდა, თუ საფულე შემთხვევით დაგივარდათ, ცუდ ნიშნად არ ითვლება. იმავე ბრაზილიაში არის კიდევ ერთი სასაცილო ცრურწმენა. თუ სახლში გყავთ სტუმარი, რომელსაც სტუმრობა გაუგრძელდა, კართან გარეთ ცოცხი უნდა დადოთ და წავა.



6. ცერა თითების დამალვა

image



ვინაიდან იაპონიაში სიტყვა „ცერა თითი“ ასევე ნიშნავს „მშობლის თითს“, იაპონელები სასაფლაოზე გავლისას თითებს მალავენ და ამით აფერხებენ მშობლების სიკვდილს.



7. სადღეგრძელო წყლით

image



ბერძნული მითოლოგია ამბობს, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანი ხვდება ჰადესის სამეფოში და უნდა დალიონ მდინარე ლეტეს წყალი, რომ წარსული ცხოვრება დაავიწყდეთ. ეს იდეა გერმანიაში ცრურწმენად იქცა და ამიტომაც გერმანელები არ ამბობენ სადღეგრძელოს წყლით, რომ უბედურებას ან თუნდაც სიკვდილს თავი აარიდონ.



8. წვერიანი ქალები

image



რუანდაში, აფრიკაში, ქალებს ეკრძალებათ თხის ხორცის ჭამა, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს სახეზე თმის ზრდა და ჯიუტი ხასიათი.



9. ციფრი 4

image



ციფრი ოთხის ჩინური სიტყვის გამოთქმა ძალიან ჰგავს სიკვდილის გამოთქმას, ამიტომ ჩინელები ხშირად გაურბიან ამ ციფრს.



10. ყვითელი ყვავილები

image



ცრურწმენა აღმოსავლეთიდან მოდის. ერთ-ერთი უძველესი ლეგენდის თანახმად, წითელი ყვავილი მოღალატე ცოლის ხელში ჩავარდნის შემდეგ გაყვითლდა, ამიტომაც ყვითელი ყვავილები ცოლ-ქმრულ ღალატთან ასოცირდება. მოგვიანებით, როცა ევროპაში „ყვავილების ენით“ აქტიურად დაინტერესდნენ, ყვითელი ფერის მცენარეს განშორების სიმბოლო მიანიჭეს.



11. მომაკვდინებელი ვენტილატორი

image



თუ ჭერის ვენტილატორი დაეცემა, ნამდვილად უსიამოვნო ავარია მოხდება. სამხრეთ კორეაში ითვლება, რომ ნებისმიერი სახის ჩართულ ვენტილატორთან დაძინება სიკვდილს იწვევს. თითქოს მოწყობილობა იწვევს ჰიპოთერმიას, გაუწყლოებას და დახრჩობას. უფრო სიცხისგან მოკვდებიან, ვიდრე ვენტილატორისგან.



12. წერილი ჯულიეტას

image



რომეოსა და ჯულიეტას ტრაგიკული ისტორიით შთაგონებული ხალხი ქალაქ ვერონას სტუმრობს, რომ დაათვალიეროს ჯულიეტას სახლი აივნით, მე-14 საუკუნის შენობა, რომელიც მუზეუმად გადაკეთებულია. ხალხი მოდის და წერს წერილს ჯულიეტას და იმედი აქვთ, რომ სიყვარულში იღბალს მოუტანს.



13. თორმეტი ჯიშის ყურძენი

image



ტრადიცია ესპანეთში წარმოიშვა. საახალწლო რეკვის დროს ხალხი ჭამს 12 ჯიშის ყურძენს, რომელიც წლის თვეებს ნიშნავს. ამან უნდა მოიტანოს იღბალი მთელი წლის განმავლობაში.



ასევე დაგაინტერესებთ:

ფულის რიტუალი დარიჩინიანი ყავით ხუთშაბათობით: როგორ მოვამზადოთ და რა ვთქვათ

რატომ ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ამულეტად ბედნიერების ღილი

წვრილმანები, რომლებიც სახლში წარმატებას მოგიტანთ და ენერგეტიკას გააუმჯობესებს: მარილის ნათურა, რკო

მეგობარმა სურათი კოლიბრით მაჩუქა: გამიკვირდა, მაგრამ მალე ფინანსური მდგომარეობა გამიუმჯობესდა

10 ნივთი, რომლებიც სახლის ენერგეტიკას ანადგურებს და წარუმატებლობას იზიდავს


0
197
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
197