x
მეტი
  • 28.06.2024
  • სტატია:135635
  • ვიდეო:351961
  • სურათი:509989
მეცნიერებმა ახსნეს კოშმარების დანიშნულება - მათ გარეშე იოლად ვერ გავალთ
ყველას ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოუცდია კოშმარული სიზმრები. თუ არ გავითვალისწინებთ ცრურწმენებს, მათი ბუნების ახსნა ადვილი არ არის. უძველესი დროიდან ადამიანები ამ კითხვაზე ფიქრობდნენ, ხოლო პასუხის პოვნა მხოლოდ ახლახან შვეიცარიელმა მეცნიერებმა შეძლეს. გაირკვა, რომ კოშმარები უაზრო არ არის და გვესიზმრება ჩვენდა სასიკეთოდ.



image



ჟენევის უნივერსიტეტის ნეიროფიზიოლოგებმა აღმოაჩინეს კოშმარული სიზმრების მნიშვნელობა. კვლევაში საფუძვლად აიღეს საფრთხის მოდელირების თეორია, რომელიც აცხადებს, რომ ნებისმიერი სიზმარი არის პროცესი, რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი ნეირობიოლოგიური ფუნქცია.



ჰიპოთეზა არის ის, რომ კოშმარები ჩვენი ნერვული სისტემის ერთგვარი ვარჯიშია, რომელიც აუცილებელია ჩვენი ქცევითი რეაქციების დასამუშავებლად სხვადასხვა ექსტრემალურ პირობებში. სხვა სიტყვებით, ასეთი სიზმრები არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას და რეალური საფრთხის შემთხვევაში ქცევითი რეაქციების „ტონუსში“ შენარჩუნებას ხელს უწყობს.




image



ამ მიმართულებით კვლევითი სამუშაო ორი ეტაპისგან შედგებოდა. პირველ რიგში, ნეიროფიზიოლოგებმა გამოიკვლიეს 18 მოხალისე ძილის დროს ელექტროენცეფალოგრაფიის (EEG) გამოყენებით. ძილის დროს მოხალისეებს უზომავდნენ ტვინის სხვადასხვა უბნის აქტივობას, ამავდროულად ძილი პერიოდულად წყდებოდა.



ექსპერიმენტის მონაწილეებს ძილის დროს რამდენჯერმე აღვიძებდნენ და ეკითხებოდნენ, რას ხედავდნენ გაღვიძების მომენტში. ამრიგად, ექიმებმა შეძლეს EEG მონაცემების შედარება ადამიანების ისტორიებთან და განსაზღვრეს, ტვინის რომელი უბანი იყო აქტიური გარკვეული სიზმრების დროს.



image



აღმოჩნდა, რომ კოშმარებით გამოწვეული შიში სათავეს იღებს წინა ცინგულარული ქერქიდან (ACC) და ინსულარული ქერქიდან. ეს ზონები პასუხისმგებელნი არიან ჩვენს სოციალურ ქცევასა და ცნობიერებაზე. გარდა ამისა, მათში იქმნება რეაქციები რეალურ საფრთხეებზე, სანამ ვიღვიძებთ.



კვლევის მეორე ნაწილისთვის 89 მოხალისე მიიწვიეს. მათ დაავალეს 1 კვირის განმავლობაში დღიურში ჩაეწერათ, რა ნახეს სიზმარში. ამავე დღიურში აღწერდნენ ნანახით გამოწვეულ ემოციებს და განცდებს. ეს შეიძლება იყოს შიში, სიხარული, იმედგაცრუება, შფოთვა და სხვა, უფრო რთული გრძნობა.



შემდეგ მოხალისეებს ეკრანზე აჩვენეს საშინელი სანახაობები, მაგალითად, ცუნამი ან სამხედრო მოქმედება. ვიდეოს ყურებისას ჩაუტარდათ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. მიღებულმა შედეგებმა აჩვენა, რომ კვლევის მონაწილეები, რომლებიც ხშირად ხედავდნენ კოშმარებს, უფრო მომზადებულნი აღმოჩნდნენ ნეგატივისთვის და ნაკლებად ნერვიულობდნენ.



image



კვლევის ავტორმა ვირჯინია სტირპენიჩმა ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა თავისი გუნდის მუშაობის შედეგებზე:



„ემოციები სიზმარში და სიცხადეში ააქტიურებს მსგავს ნერვულ მექანიზმებს. ექსპერიმენტებმა აჩვენეს ემოციური აგზნების დაქვეითება მუქარის სტიმულებზე მათში, ვინც ხშირად ხედავდა კოშმარებს. ღამის კოშმარები ნერვული სისტემისთვის კარგი სავარჯიშოა.“



image



მოუტანა ამ აღმოჩენამ სარგებელი თანამედროვე მედიცინას? რა თქმა უნდა. მეცნიერებმა თავიანთი აღმოჩენის გამოყენების მეთოდი იპოვეს - ისინი გეგმავენ ძილის გამოყენებას დეპრესიის და მშფოთვარე მდგომარეობის სამკურნალოდ. ნეიროფიზიოლოგები ტვინის გარკვეულ უბნებზე ზემოქმედებას მოახდენენ, რომ პაციენტმა ნახოს კოშმარი და ამით რეალობაში ნეგატივისადმი ნაკლებად მგრძნობიარე გახდეს.



ასევე დაგაინტერესებთ:

ბედი მოატყუა: ბეთჰოვენის დნმ–ის ანალიზმა აჩვენა მისი სუსტი მუსიკალური შესაძლებლობები

კომპონენტი, რომელიც ბავშვის გონებაზეა პასუხისმგებელი, დედის რძეში იპოვეს

ქალების ისტერიკას მეცნიერული გამართლება უპოვეს: ისინი უბრალოდ ცდილობენ, არ მოკვდნენ

სტრესს ხსნის და გემო დიდხანს რჩება: რატომ გვიყვარს ჩიფსის და ვაშლის ხრაშუნი

მეცნიერების კვლევა: სუნები და მუსიკა დემენციის რისკს ამცირებენ




0
57
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
57