x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ამერიკელები უდაბნოში გაურბიან გეებს და სამყაროს აღსასრულს- გაიცანით ქალაქი- უტოპია ექიმებისა და ელექტროენერგიის გარეშე
image

აშშ-ში უდაბნოში გაჩნდა დასახლება გეების, ექიმებისა და ელექტროენერგიის გარეშე




ამერიკის შტატ იუტას უდაბნო არ არის ყველაზე სტუმართმოყვარე ადგილი, მაგრამ ბოლო დროს იქ ხალხი მიემართება.


Riverbed Ranch-ის დასახლება იზიდავს კონსერვატიულ ამერიკელებს, რომლებსაც ეშინიათ თანამედროვე ცხოვრების. ისინი მზად არიან გადაიხადონ დიდი ფული უდაბნოს შუაგულში მდებარე პაწაწინა მიწის ნაკვეთებში, სადაც არ არის მაღაზიები, საავადმყოფოები ან თუნდაც ელექტროენერგია. ისინი აცხადებენ, რომ აპოკალიფსს არ ელოდებიან, მაგრამ მაინც აგროვებენ საკვებს ყოველი შემთხვევისთვის.



Riverbed Ranch-ის თემის ხალხი ცხოვრობს ელექტროენერგიის, მობილური ტელეფონის და სამედიცინო მომსახურების გარეშე.


Riverbed Ranch-ის პირველი მოსახლეა 74 წლის ფილიპ გლისონი, იგი სამი წლის წინ გადავიდა აქ საცხოვრებლად. ახლა 504 ჰექტარ ფართობზე მუდმივად 120-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და მოსახლეობა დღითი დღე იზრდება. ყველა მათგანმა დათმო კომფორტი და ცივილიზაცია

image

Riverbed Ranch-ზე მისვლა შესაძლებელია მხოლოდ ხრეშიანი გზის საშუალებით. იქ ნამყოფი Deseret News-ის ჟურნალისტი ხუმრობდა, რომ გზა არ შეკეთებულა იმ დროიდან, როცა ამ ადგილებში ცხენები გადაადგილების მთავარი საშუალება იყოო.


უახლოესი მაღაზია თითქმის ას კილომეტრშია. ფოსტა ორი საათის სავალზეა. არ არის დენი, კანალიზაცია, ფიჭური კავშირი, მაგრამ გლისონი და მისი მიმდევრები ამას პრობლემად არ თვლიან. რა თქმა უნდა, სამუშაოც არ არის.


ზოგიერთმა ახალმოსახლემ სამუშაო იპოვა ახლომდებარე ქალაქში, რის გამოც დღეში ოთხ საათს ატარებს გზაზე. სხვები ყიდულობენ Starlink-ის სატელიტურ ტერმინალებს და ცდილობენ დისტანციურად იმუშაონ,


ხალხი მოდის Riverbed Ranch-ში საცხოვრებლად, რადგან მათ აშინებს თანამედროვე ამერიკა, თქვა გლისონმა. „მათ სჭირდებათ უსაფრთხო ადგილი და უსაფრთხო საკვები ბავშვების აღსაზრდელად “, განუმარტა მან The Salt Lake Tribune-ს.


ზოგიერთს, ამბობს გლისონი, არ სჯერა, რომ ჩვეულებრივ საკვები და წყალი უსაფრთხოა. ამბობს გლისონი. სხვებს უფრო მარტივი ინტერესები აქვთ: Riverbed Ranch-ის ერთ-ერთი მცხოვრები გაიქცა უდაბნოში მას შემდეგ, როდესაც შეიტყო, რომ მის შვილს გეი მასწავლებელი ასწავლიდა კალიფორნიის ერთ-ერთ სკოლაში.

image

თავად გლისონს ეშინია სამყაროს აღსასრულის. როგორ მოხდება ეს, მისთვისაც ბოლომდე გაუგებარია: შესაძლოა ელექტრომაგნიტური პულსით, ელექტროენერგიის გათიშვთ ან კიბერშეტევით. ყოველი შემთხვევისთვის, ის რეკომენდაციას უწევს ახალ ჩამოსულებს შვიდი წლის სამყოფი საწვავი მოიმარაგონ.


”როდესაც აქ მოვედით, ვიფიქრეთ, რომ ეს შეიძლება ძალიან შორს იყო”, - ამბობს ის. ”და ახლა ყველა მოველენების შემხედვარე, როგორც ჩანს, ალბათ, კიდევ უფრო შორს უნდა დავსახლებულიყავით.”



2019 წელს გლისონმა იყიდა მიწა იუტაში, ორი წლის შემდეგ ის და მისი მეუღლე საბოლოოდ გადავიდნენ იქ ავტოსახლში. მომდევნო ზაფხულისთვის იქ კიდევ ხუთი ოჯახი დასახლდა, ​​ერთი წლის შემდეგ კი Riverbed Ranch-ს კიდევ 35 ოჯახი შეემატა.

image

გლისონმა სახლი ისე ააშენა, რომ ცივ ამინდშიც კი კომფორტულ ტემპერატურაზე რჩებოდა. მას აქვს პროპანის ავზი, ელექტრო გათბობისა და კონდიცირების სისტემა და, სულ მცირე, თანამედროვე შეშის ღუმელი. თავის ნაკვეთზე, ის იმედოვნებს, რომ მიიღებს მოსავალს, რომელიც 50 ადამიანის გამოსაკვებად საკმარისი იქნება.

image

Riverbed Ranch-ის ტერიტორია დაყოფილია 250 ნაკვეთად ორი აკრი ფართობით. მის შესაძენად საჭიროა 35 ათასი დოლარი, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ხარჯია. ახაალმოსახლეებმა გლისონთან უნდა დადონ შეთანხმება, რომელიც ავალდებულებს ააშენონ სახლი, ბეღელი და სათბური, ამოთხარონ ჭა, დაამონტაჟონ სეპტიკური ავზი და მზის პანელები. საერთო ჯამში ეს ყველაფერი მინიმუმ 235 ათასი დოლარი ჯდება.

image

ზოგიერთი ფორმალობა ჯერ კიდევ უნდა გადაწყდეს რეალურ ხელისუფლებასთან და გადასახადები არავის გაუუქმებია, წინააღმდეგ შემთხვევაში ესაა კოოპერატივი სახელმწიფო სახელმწიფოში.


საკრებულოს ნაცვლად, რივერბედი რანჩის მაცხოვრებლები ირჩევენ დირექტორთა საბჭოს. გარდა ამისა, არსებობს დავების გადაწყვეტის კომიტეტი, რომელიც მიზნად ისახავს იმოქმედოს როგორც სასამართლო ორგანო. მოსახლეებს არ აქვთ საკუთარი ვალუტა, მაგრამ ბევრ მათგანი ამჯობინებს უფულოდ ცხოვრებას და ბარტერის გამოყენებას. ხორცი ბოსტნეულში იცვლება, პური რძეში.

image

რივერბედ რანჩში 70-ზე მეტი ბავშვია, მაგრამ მათთვის სკოლა არ არსებობს - მშობლები თავად ასწავლიან. სამედიცინო პრობლემებიც აადგიზლე გვარდება უახლოესი საავადმყოფო ასი კილომეტრით არის დაშორებული, ასე რომ სასწრაფო დახმარების იმედი არ უნდა გქონდეთ. ერთ-ერთი მცხოვრები ყოფილი მედდაა, რომელიც მეზობლებს მაქსიმალურად ეხმარება. არის ბებიაქალიც. მან უკვე სამჯერ ამშობიარა Riverbed Ranch-ის მაცხოვრებლებს.

image

0
231
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
231
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0