x
მეტი
  • 28.06.2024
  • სტატია:135635
  • ვიდეო:351961
  • სურათი:509989
გაუცნობიერებელი ლტოლვა: საიდუმლო სიგნალები რომ თქვენზე შეყვარებულნი არიან
სხეულს შეუძლია იმაზე მეტის თქმა ჩვენზე, ვიდრე ჩვენება გვინდა. ჟესტები, მიმიკები და გაუცნობიერებელი მოძრაობა ააშკარავებს ჩვენს გრძნობებს კომუნიკაციაში. დაკვირვებით შეგიძლიათ გაიგოთ, როგორ გექცევათ ადამიანი პირდაპირ კითხვის გარეშე. სექსოლოგებმა ჩაატარეს მრავალი კვლევა და გამოკითხვა იმის გასარკვევად, რა საიდუმლო სიგნალები მიუთითებს მამაკაცებსა და ქალებში მოწონებასა და ფლირტზე. როგორ გავიგოთ, ჩვენზე შეყვარებულნი არიან?



image



თვალი სულის სარკეა და მზერით შეგიძლიათ გაიგო, რას განიცდის ადამიანი. სექსოლოგები კი ირწმუნებიან, რომ არსებობს მრავალი სხვა მინიშნება, რომელიც აჩვენებს, რომ თქვენ მიმართ გულგრილნი არ არიან. ქალები და კაცები განსხვავებულად გამოხატავენ თავიანთ ლტოლვას, მაგრამ მიზანი ერთია: სიყვარულის ობიექტის გულის მოგება.



მამაკაცის სიგნალები



მიახლოება

image


როცა მამაკაცი თქვენკენ იხრება, დაახლოება სურს. ასე გაუცნობიერებლად კონტაქტის დამყარებას ცდილობს.



დაბალი ხმა



ექსპერტები ამბობენ, რომ მამაკაცი ხმის ტონს დაბლა წევს, როცა ვინმე სექსუალურად იზიდავს. მეცნიერები თვლიან, რომ ეს გამოწვეულია ევოლუციით, რადგან დაბალი ხმა უფრო მამაკაცურად და დომინანტურად ჟღერს.



უფრო დიდად გამოჩენის მცდელობა



თუ მამაკაცი ზურგში იმართება, გულმკერდს წინ სწევს და კუნთებს ჭიმავს, ნიშნავს, რომ თვალი დაგადგათ. ბიჭებს სურთ გამოჩნდნენ უფრო დიდები და ძლიერები, რომ გოგოზე შთაბეჭდილება მოახდინონ. ესეც ევოლუციის გამო ხდება, ქვეცნობიერად აჩვენებს, რომ მისი დაცვა შეუძლია.



თქვენი მოძრაობების არეკვლა

image

თუ მამაკაცი თქვენს გამონათქვამებსა და ჟესტებს იმეორებს, არ ინერვიულოთ. კვლევამ აჩვენა, რომ ბიჭები გოგონების ქცევას იმეორებენ, თუ გრძნობენ ემოციურ მიჯაჭვულობას.



თავის მოწესრიგება



თუ მამაკაცი თმაზე ან სახეზე ხელს ისვამს, ნიშნავს, რომ თქვენთან კონტაქტის დამყარება სურს. თავის მოწესრიგება ერთ-ერთი ყველაზე მჭევრმეტყველი სიგნალია. თუ ბიჭი ნერვიულობს, თქვენ მიმართ გულგრილი არ არის.



ქალების სიგნალები

გაფართოებული გუგები

image

ქალი პირდაპირ ლეკვის თვალებით შემოგხედავთ, თუ მოწონხართ. ასე ხდება, რადგან ტვინი გამოიმუშავებს „სიყვარულის ჰორმონებს“ ოქსიტოცინს და დოფამინს, რომლებიც აფართოებენ გუგებს სექსუალური მიზიდულობის დროს.



ფეხი მაჩვენებელი

image

ყურადღება მიაქციეთ, სად არის მიმართული ქალის ფეხი. თუ თქვენკენ მიმართულია, გულში ჩაუვარდით, თუ არა - თქვენთან ურთიერთობა არ აინტერესებს და საუბრის მალე დასრულება სურს.



სიმორცხვე



თუ ქალი თვალებში გიყურებს, შემდეგ ოდნავი ღიმილით თვალს გაშორებთ, ეს ნიშანია, რომ მოწონხართ. გამოკითხვამ აჩვენა, რომ გოგონები ნაკლებად დარწმუნებულნი არიან, ამიტომ მორცხვობენ და პირდაპირ კონტაქტს თავს არიდებენ.



საკუთარ თავზე ხელის შეხება

image

როცა ქალი თმას ისწორებს, ტუჩებს და ყელს ეხება, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენთან ღამის გატარებაზე ოცნებობს. ქალები გაუცნობიერებლად ეხებიან საკუთარ თავს, თუკი ვინმე სექსუალურად იზიდავთ.



თავის დახრა



თუ ქალს სურს მამაკაცის გულის მოგება, ქვეცნობიერად თავს ხრის წინ და გვერდზე, ყელს აშიშვლებს. ასე სახე უფრო მიმზიდველად და ქალურად გამოიყურება. ეს ჟესტი ჰგავს იმას, როგორ ცდილობენ მამაკაცები კუნთების დაჭიმვას და ზურგის გამართვას, რათა უფრო მამაკაცურები გამოჩნდნენ.



ასევე დაგაინტერესებთ:

10 მოულოდნელი რამ, რასაც მამაკაცები სექსუალურად თვლიან

ფოტოგრაფმა გაამხილა, რომელი 3 კადრი მიუთითებს მალე განქორწინებაზე

11 საზიზღარი ნიშანი, რომ ურთიერთობაში ახალ დონეს მიაღწიეთ

გსურთ ქალის გაცნობა? – მის ხელებს შეხედეთ

ფრაზები, რომლის მოსმენაც ქალს შეყვარებულისგან არასდროს არ სურს


0
221
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
221