x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ბრიტანეთის სამეფო ოჯახის სკანდალები, რომლებსაც ისინი დიდი სიამოვნებით დაივიწყებდნენ

image


დღევანდელ სტატიაში იმ ცნობილი ინციდენტების შესახებ მოგიყვებით, რომლებმაც მონარქებს რეპუტაცია შეულახეს. ბრიტანეთის სამეფო ოჯახი თავადაც მოგეხსენებათ რომ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პატივსაცემია მთელს მსოფლიოში, თუმცა სკანდალურ ისტორიებს ამ ოჯახის წარმომადგენლებიც კი ვერ აცდნენ. აღნიშნული ინციდენტები საკმაოდ დისკრედიტაციულად ითვლება, შესაბამისად, მათი დავიწყება ლონდონში დღემდე ყველას სურს.



პრინცი უილიამი


image


2017 წლის გაზაფხულზე, პრინცი უილიამი შვეიცარიის ღამის კლუბში დააფიქსირეს. პაპარაცებმა აღნიშნული მოგზაურობის დროს ის 24 წლის ავსტრალიელი მოდელის კომპანიაში "გამოიჭირეს", ამიტომ ქეით მიდლტონი შემდგომში ქმრის ასეთი გართობებით ძალიან იმედგაცრუებული იყო.



პრინცი ჰარი


image


არც ისე დიდი ხნის წინ, ის სამაგალითო მეოჯახე გახდა, რომლის ბრწყინვალე ქორწილსაც მეგან მარკლთან მთელი პლანეტა აღფრთოვანებით უყურებდა, თუმცა 2012 წელს პრინც ჰარის უსიამოვნო ამბავი შეემთხვა, რაც ლას-ვეგასში მის დაბადების დღის აღნიშვნას მოჰყვა. სამეფო ოჯახის წევრი პაპარაცების მიერ სტრიპტიზის შესრულებისას იქნა გამოჭერილი, რის შემდეგაც მას საჯარო ბოდიშის მოხდაც კი მოუწია.



ქეით მიდლტონი


image


2012 წელს საფრანგეთში მდებარე საკუთარ დახურულ ვილაში ქეით მიდლტონმა პრინც უილიამის კომპანიაში ტოპლეს გარუჯვა გადაწყვიტა. პაპარაცებმა ეს მომენტი გადაიღეს, რის შემდეგაც პიკანტური ფოტოები მალევე გამოჩნდა რამდენიმე ადგილობრივ ჟურნალში. 2017 წლისთვის ქვეყნის ხელისუფლებამ შეძლო სკანდალში მონაწილე ექვსი ადამიანის იდენტიფიცირება და კონფიდენციალურობის დარღვევისთვის ყველა მათგანი იქნა გასამართლებული.





სარა ფერგიუსონი


image


პრინც ენდრიუს ყოფილი მეუღლე სხვადასხვა მამაკაცთან ხშირად იყო შემჩნეული, ასე მაგალითად, ის საფრანგეთში ამერიკელ მილიარდერ სტივენ უაიტთან ერთად ისვენებდა. 1992 წელს მათი ერთად ყოფნის ფოტოები ყველა მედია საშუალებაში გავრცელდა, მანამდე კი ფერგიუსონი სენტ-ტროპეში თავის ფინანსური კონსულტანტისა და ორი ქალიშვილის კომპანიაში იქნა შემჩნეული. ფოტოებზე ნათლად ჩანს, თუ როგორ ეხება მამაკაცი მის ფეხის თითებს ტუჩებით, სხვათა შორის ფერგიუსონი პრინც ენდრიუს ცოლი 1996 წლამდე იყო. 2010 წლის გაზაფხულზე მისი სახელი ქრთამის აღების უსიამოვნო ფაქტთანაც არის დაკავშირებული, როგორც ცნობილია, ის 750 ათას დოლარად რეპორტიორებს ყოფილ ქმართან შეხვედრის ორგანიზებას დაჰპირდა.




პრინცი ჩარლზი


image


პრინც ჩარლზისა და დიანა სპენსერის ქორწინება რამდენიმე მიზეზის გამო დაინგრა, რომელთაგან ერთ-ერთი მეუღლის ღალატი იყო. 1989 წელს ის თავის საყვარელს კამილა პარკერ-ბოულზს ურეკავდა, რის შედეგადაც ეს სატელეფონო ჩანაწერები პრესას ხელში ჩაუვარდა, თუმცა წყვილის ქორწინება მხოლოდ 1996 წელს იქნა ანულირებული, ანუ პრინცესა დიანას ტრაგიკულ სიკვდილამდე სულ რაღაც ერთი წლით ადრე. ბრიტანეთის გვირგვინის მემკვიდრე კამილაზე მხოლოდ 2005 წელს დაქორწინდა.



პრინცესა ანა



image


1989 წლის გაზაფხულზე ელისაბედ II-ის ქალიშვილი წამყვანი გაზეთების პირველ გვერდზე გამოჩნდა, სადაც სტატია ტიმოთი ლოურენსთან მისი პირადი მიმოწერის შესახებ იუწყებოდა. რამდენიმე თვის შემდეგ ცნობილი გახდა პრინცესა ანას და ფილიპეს დაშორების შესახებ, ორი წლის შემდეგ კი მამაკაცს უკანონო შვილი შეეძინა. მხოლოდ ამის შემდეგ წყვილი ერთმანეთს ოფიციალურად დაშორდა, ამასობაში, 2012 წელს ფილიპმა თავისი ახალი ცოლი მიატოვა ქალისთვის, რომელიც მასზე 30 წლით უმცროსი იყო.



პრინცი ენდრიუ



image


ელისაბედ II-ის მეორე ვაჟი ყოველთვის საეჭვო პირებთან მეგობრობით გამოირჩეოდა, საზოგადოება კი მას უცხოელ დიქტატორებთან კავშირში ადანაშაულებს, თუმცა მასთან დაკავშირებული სკანდალი ჯეფ ეპშტეინთან გადაღებულ ფოტოს უკავშირდება, რომელიც მას შემდეგ იქნა გადაღებული, რაც ეს უკანასკნელი ციხიდან გაათავისუფლეს, სადაც ის სასჯელს სექსუალური ძალადობისთვის იხდიდა.






0
518
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
518