მსოფლიო სკანდალური კადრები, რომლებსაც დონალდ ტრამპი სიამოვნებით დაწვავდა 2023, 24 სექტემბერი, 20:02
საზოგადოებაში სულ უფრო მკვეთრად იზრდება "ფეიკ ნიუსებისა" და "მასობრივი დეზინფორმაციის საშუალების" შესახებ კამათი, და მაინც გამოგონილი ფაქტები მთელი მსოფლიოს საინფორმაციოს დღის წესრიგში კვლავ აგრძელებენ დომინირებას.
ბრიტანელ ფოტოგრაფს ელისონ ჯექსონს ცნობილი პიროვნებებისა და პოლიტიკოსების გამოყენებით მათი "საიდუმლო" ცხოვრების შესახებ გამოგონილი ფოტოისტორიების შექმნით სიტუაცია აბსურდამდე მიჰყავს. ამჯერად, მის შთაგონების წყაროდ დონალდ ტრამპი იქცა.ხელოვანის ფოტოპროექტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს. კადრები შესანიშნავად არის რეტუშირებული და ისინი ერთი შეხედვით, 90 - იანი წლების "პოლაროიდის" ფოტოებს მოგაგონებთ, სადაც როგორც ამერიკის 45-ე პრეზიდენტის "მის სამყაროსთან" გადაღებულ მრავალრიცხოვან სელფებს, ასევე კუ - კლუქს- კლანის წევრებთან გადაღებულ საკმად გულთბილ ფოტოებსაც შეხვდებით.775 1-ს არ მოსწონს |