x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
როგორ გამოიყურებოდა იულია ტიმოშენკო პლასტიკურ ოპერაციამდე და თავის საიმიჯო ნაწნავამდე, თვალებს არ დაუჯერებთ!

image


იულია ტიმოშენკო თავისი სახასიათო იმიჯის წყალობით ყველა პოლიტიკოსი ქალბატონისგან გამოირჩევა. ღია ფერის თმა და ნაწნავი - უკრაინელი პოლიტიკოსის დამახასიათებელი ნიშანი გახდა, თუმცა ცოტას თუ ახსოვს როგორ გამოიყურებოდა იულია ახალგაზრდობაში, სრულ ტრანსფორმაციამდე. ცოტა ხნის წინ, ინტერნეტსივრცეში ცნობილი უკრაინელი პოლიტიკოსის ახალგაზრობის დროინდელი ფოტოები გავრცელდა, სადაც ის თავისი დღევანდელი იმიჯისგან რადიკალურად განსხვავდება. წარმოგიდგენთ 2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერისა და უკრაინის ისტორიაში პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ქალი პრემიერ-მინისტრის ფოტოებს, სადაც ნახავთ თუ როგორ გამოიყურებოდა პარტია "ბატკივშინას" ლიდერი თავისი პოლიტიკური გზის დასაწყისში.


image


"შავი თმა ძალიან გიხდებათ", "მუქ თმაში გაცალებით უფრო ჰარმონიულად გამოიყურებით", "ქერა არ გიხდებათ, უკაცრავად", "პლასტიკურ ოპერაციამდე ძალიან მიმზიდველი იყავით", "იულია, თქვენ გარეგნობა პლასტიკური ოპერაციებით გაიფუჭეთ" - არ წყდებოდა სოციალური ქსელის მომხმარებელთა კომენტარები.


image


შეგახსენებთ, რომ იულია ტიმოშენკო 2005 წლის 4 თებერვალს უკრაინის უზენაესმა რადამ ხმათა უმრავლესობით ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა, თუმცა 2005 წლის 8 სექტემბერს პრეზიდენტმა ვიქტორ იუშენკომ მისი კაბინეტი გადააყენა.


image


2007 წლის 18 დეკემბერს უზენაესმა რადამ ხმათა უმრავლესობით იულია ტიმოშენკო ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა.


image

უკრაინელი პოლიტიკოსი 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც მონაწილეობდა, 2018 წლის 20 ივნისს ტიმოშენკომ ოფიციალურად განაცხადა რომ 2019 წლის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდა. ის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტადაც კი განიხილებოდა.


image


16 მარტს სერგეი ტარუტამ განაცხადა რომ ხსნიდა საკუთარ კანდიდატურას და მხარს უჭერდა ტიმოშენკოს, მაგრამ კანდიდატურის მოხსნის ბოლო თარიღი 7 მარტი იყო შესაბამისად, ტარუტა წარდგენილი იყო საარჩევნო ბიულეტინზე.


image


2019 წლის 31 მარტს არჩევნების პირველ ტურში ტიმოშენკომ 13, 4% მოიპოვა და მესამე ადგილი დაიკავა ვოლოდიმირ ზელენსკისა და პეტრო პოროშენკოს შემდეგ.









0
2067
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
2067