x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
5 ჰოლივუდის მსახიობი "პიკანტურ" სცენებში - ვის გაუცრუვდა იმედი და ვინ მიაღწია წარმატებას?

image


ზოგიერთი მსახიობი ავლენს წარმოუდგენელ სითამამესა და გამბედაობას განსაკუთრებით კი ისეთ სიტუაციებში, როდესაც მათ თამამ სცენებში თამაში უწევთ. ეს ნამდვილად არ არის ადვილი, რადგან არასოდეს იცი, როგორი რეაქცია ექნება საზოგადოებას მსგავსს კადრებზე. ასეთი სცენების გადაღების შემდეგ ზოგიერთი მსახიობი სრულიად იმედგაცრუებული რჩება, ზოგის კარიერა კი პოპულარობის პიკს აღწევს.




მარია შნაიდერი


image


ბერნარდო ბერტოლუჩის საკულტო ფილმის "უკანასკნელი ტანგო პარიზში" ემოციურად და ფსიქოლოგიურად რთული გადაღების შემდეგ მსახიობმა გადაწყვიტა კარაქი აღარასდროს მიეღო. ამ საკულტო ფილმში თამაში მარიასთვის ნამდვილ გამოცდად იქცა. რეჟისორმა კიდევ უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის ფილმის სცენარი მოულოდნელად ისე შეცვალა, რომ მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი არც კი გაუფრთხილებია.




ქეთი ჰოლმსი


image


რეჟისორმა სემ რეიმმა ქეთი ჰოლმსი კარიერის დასაწყისში მიიწვია თრილერში "საჩუქარი". რეიმმა მსახიობი წინასწარ გააფრთხილა, რომ მას ფილმში პროვოკაციული სცენების თამაში მოუწევდა. ქეთი შეთავაზებას მაშინვე არ დათანხმდა, თუმცა ამ შემოქმედებით ექსპერიმენტში მონაწილეობაზე მან უარი საბოლოოდ მაინც ვერ თქვა. ესპერიმენტმა გაამართლა - ჯესიკა კინგის როლის შესრულებით მსახიობმა არა ერთი ცნობილი რეჟისორის ყურადღება მიიპყრო.





კირა ნაითლი


image


სხვა ფილმებისგან განსხვავებით, სადაც ახალგაზრდა მსახიობები პიკანტურ სცენებში მონაწილეობდნენ, კირა ნაითლის ნამუშევარი "ორმოში" მწვავედ იქნა გაკრიტიკებული. ფილმმა არა მხოლოდ მაყურებელთა, არამედ პროფესიონალი კინოკრიტიკოსების უკმაყოფილებაც გამოიწვია, თუმცა ჰოლივუდის ვარსკვლავი არაფერს ნანობს და თვლის, რომ ეს გამოცდილება მას არაერთხელ გამოადგა ამა თუ იმ როლზე სამუშაოდ.





დომინიკ სუეინი


image


საკულტო ფილმში "ლოლიტა" ეთიკის შესანარჩუნებლად ზრდასრულ მსახიობ ჯერემი აირონსა და 15 წლის დომინიკს შორის ბალიში გამოიყენებოდა, ხოლო გაცილებით უფრო თამამ სცენებში მის ნაცვლად დუბლიორი მონაწილეობდა, თუმცა დომინიკის სამსახიობო ოსტატობამ მაყურებელი ვერ აღაფრთოვანა, შედეგად რეჟისორებმა ის საბოლოოდ მიივიწყეს.





დრიუ ბერიმორი



image


როდესაც დრიუ 18 წლის შესრულდა, მან მალევე რეჟისორ ავი ნეშერისგან ფილმ "დოპელგანგერში" მონაწილეობის შეთავაზება მიიღო, სადაც ერთადერთი პირობა - გაშიშვლება იყო, და როგორც ალბათ თავადაც მიხვდით, ჰოლი გუდინის როლის შესრულებას მსახიობი უპრობლეომოდ დათანხმდა.








0
229
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
229