პოლიტიკა რა ძვირფასი საჩუქარი გადასცა პუტინმა კიმ ჩენ ინს? 19 ივნისი, 17:28
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს ახალი "აურუსი" გადასცა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს მდიდრული საჩუქარი გადასცა. ამის შესახებ ТАСС იუწყება. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის იური უშაკოვის თქმით, კორეის ლიდერს ახალი ავტომობილი Aurus და ჩაის ნაკრები გადაეცა. ამავდროულად, პუტინმა საპასუხოდ მიიღო რამდენიმე საკუთარი გამოსახულებიანი ხელოვნების ნიმუში. ”გამოსახულებების რამდენიმე ვარიანტია, ყველა მათგანი საკმაოდ მხატვრულია, მათ შორის ბიუსტები”, - ხაზგასმით აღნიშნა უშაკოვმა და აღნიშნა, რომ ეს კარგი საჩუქრებია. მანამდე პუტინმა და კიმ ჩენ ინმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორი ქვეყნის ლიდერების მონაწილეობით რუსეთ-კორეული მოლაპარაკებების შედეგების შემდეგ, ხელმოწერები განთავსდა ახალ დოკუმენტზე. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩრდილოეთ კორეაში ბოლო 24 წლის განმავლობაში პირველად ჩავიდა. პუტინს ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ფხენიანის აეროპორტში პირადად დახვდა . პუტინი ჩრდილოეთ კორეას ბოლოს 2000 წელს, კიმ ჩენ ინის მამის, კიმ ჩენ ირის მმართველობის დროს ესტუმრა. ჩრდილოეთ კორეის ვიზიტის დასრულების შემდეგ პუტინი სახელმწიფო ვიზიტით ვიეტნამსაც ეწვევა. აშშ-ის და სამხრეთ კორეის ოფიციალური პირები ჩრდილოეთ კორეას ადანაშაულებენ იმაში, რომ რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებლად არტილერიით, რაკეტებითა და სხვა სამხედრო აღჭურვილობით ეხმარება ძირითადი სამხედრო ტექნოლოგიებისა და დახმარების სანაცვლოდ. ფხენიანი და მოსკოვი უარყოფენ ბრალდებებს, რომ ჩრდილოეთ კორეის იარაღის გაყიდვა არღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს უამრავ სანქციას. სამხრეთ კორეელი ანალიტიკოსები ამბობენ, რომ კიმი, სავარაუდოდ, მიიღებს უფრო ძლიერ ეკონომიკურ სარგებელს და უფრო მოწინავე სამხედრო ტექნოლოგიას რუსეთისგან, თუმცა ნაკლებადაა მოსალოდნელი, რომ საჯარო გახდება მოლაპარაკებები პუტინთან. რაც შეეხება ავტომობილ Aurus-ს ის რუსული წარმოების ლუქსი-კლასის ავტომობილია, გათვალისწინებული მთავრობის კორტეჟებისთვის, რომელიც წარმოებაში 2018 წლიდან ჩაეშვა. 90 2-ს მოსწონს
|