პარამეცნიერებები ქალი ამტკიცებს, ბარებში სიარულს ღამით გამოცხადებული სულები აიძულებენ 19 ივნისი, 12:46
ქალმა ბარებში სიარულის სურვილი ზებუნებრივი უნარით ახსნა.
ქალმა დიდი ბრიტანეთიდან დალევის სურვილი სულების მიერ მიცემული ინსტრუქციით ახსნა ფოტო: Aurélien Lemasson-Théobald / Unsplash ქალმა დიდი ბრიტანეთიდან საკუთარ თავს მედიუმი უწოდა და ისაუბრა ინსტრუქციებზე, რომლებსაც ალკოჰოლური სასმელების მიღებაზე მას სულები აძლევენ. ამის შესახებ Daily Mirror წერს. 31 წლის ზერა ფლემინგმა აღიარა, რომ ღამით სულები ეცხადებიან და დაჟინებით აიძულებდნენ მას ბარებში წასვლას სხვა სამყაროდან შეტყობინებების გადასაცემად. ქალი წვეულების დროს მეგობრებს ხშირად სთხოვდა სხვა ბარში გადასვლას, სადაც, მისი თქმით, ზებუნებრივი ძალა ექაჩებოდა. როდესაც ფლემინგი ბარში დასალევად შესვლის სურვილს ემორჩილებოდა, ის ხვდებოდა ადამიანებს, რომლებსაც როგორც თვითომ ირწმუნება, ყოველთვის იცოდა რა უნდა ეთქვა მათთვის. „როდესაც უცნობებს ვუახლოვდებოდი, მათი რეაქცია არაერთგვაროვანი იყო. ზოგჯერ მათში უბრალოდ დაბნეულობას იწვევდა და ზოგჯერ ეს ნამდვილად აშინებდა მათ, ”- თქვა მან. სულებთან ურთიერთობის გარდა, ფლემინგის თქმით, მას შეუძლია სხვა ადამიანების ტკივილის გრძნობა. ”როდესაც ჩემი ქალიშვილს კბილები ამოსდიოდა, მეც მტკიოდა კბილები ”, - განმარტა მან. ქალის თქმით, მან დედისგან(ქვემოთ ფოტოზე) მიიღო მედიუმის შესაძლებლობები. ფლემინგმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ იგი ყოველდღიურად ეკონტაქტება სულებს, არასოდეს განიცდიდა მათ მიმართ შიშს. იგი მადლიერია იმ ნიჭისთვის, რაც ღმერთმა დაანათლა, რადგან მას ხალხის დასახმარებლად იყენებს. ფლემინგი მუშაობს მენეჯერად, თავისუფალ დროს კი ყველა მსურველს მედიუმის მომსახურებას სთავაზობს. 169 3-ს მოსწონს
|