x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ვისგან გააჩინა ნატაშა კარალიოვამ შვილი? ფანები დნმ ტესტის ჩაბარებას ითხოვენ
image

თაყვანისმცმელები გაოგნებულები არიან და დნმ-ის ტესტის გაკეთებას ითხოვენ


ნატაშა კარალიოვას, რომელიც დაქორწინებულია სტრიპტიზიორ სერგეი გლუშკოზე, შეეძინა ერთადერთი ვაჟი, არხიპი. ვარსკვლავური წყვილის მემკვიდრე 22 წლის გახდა. ბოლო დრომდე არხიპი საკმაოდ გამხდარი ახალგაზრდა იყო. თუმცა, ბოლო დროს წონაში საგრძნობლად მოიმატა და ულვაშები მოუშვა.




სოციალურ ქსელებში გამოჩნდა არხიპის ახალი ფოტო დედასთან და საცოლე მელისა ვოლინკინასთან ერთად გადაღებული.


image

თაყვანისმცემლები გაოგნებული დარჩნენ მომღერლის ვაჟისა და მისი ყოფილი მეუღლის მსგავსებით. მათ მიაჩნიათ, რომ არხიპი კარალიოვას ყოფილი ქმრის იგორ ნიკოლაევის ასლად იქცა. კომენტარებში ზოგიერთი ადამიანი გენეტიკურ გამოკვლევასაც კი ითხოვს. ინტერნეტი ეჭვობს "ტარზანის"(გლუშკოს მეტსახელი) მამობას და ეჭვობს, რომ ნატაშა მთელი ამ წლების განმავლობაში ქმარს ატყუებდა.



image
ფოტოზე: ნატაშა და მისი მეორე ქმარი "ტარზანი"


კარალიოვამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მომავალი მეუღლისგან პირველსავე პაემანზე დაორსულდა.


„ორსულობა არ მქონდა დაგეგმილი. მომავალ ქმრთან სტუმრად მოვედი და მივხვდი, რომ მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დავრჩენილიყავი. ამ უხერხული სიტუაციის როგორმე გასამართლებლად ვუთხარი: „ბიჭი მინდა“. პირდაპირ შევუკვეთე. ის, რა თქმა უნდა, გაოგნებული იყო, მაგრამ გადაწყვიტა, ტალღა არ ჩაეცხრო და ბოლოს ზუსტად შეასრულა ბრძანება. ყველაფერი პირველივე პაემნიდანვე მოხდა“, - იხსენებს პოპ-მომღერალი.


მომღერლის აღიარებამ ცეცხლს მხოლოდ ნავთი დაუმატა.ეჭვები უფრო გაძლიერდა. კარალიოვას თაყვანისმცემლები დარწმუნებულნი არიან, რომ ნატაშამ განზრახ გაითამაშა გლუშკოსთან .


ადრე მომღერალმა თქვა, რომ იგორ ნიკოლაევს ძალიან სურდა მასთან შვილი შეძენოდა. მაგრამ ნატაშა ამისთვის მზად არ იყო. და როცა დედობისთვის მზად იყო, უკვე გვიანი იყო, კომპოზიტორმა სხვა ქალში გამცვალაო.

image

ფოტოზე: ნატაშა და იგორ ნიკოლაევი


ცნობისათვის, ნატაშა ცხრა წლის განმავლობაში ცხოვრობდა ნიკოლაევთან ქორწინებაში. მათ განქორწინება 2001 წელს გადაწყვიტეს და უკვე 2002 წლის თებერვალში დაიბადა კარალიოვას ვაჟი არხიპი.


მომღერალი ცოტა მოგვიანებით, 2003 წელს დაქორწინდა ბავშვის მამაზე, სერგეი გლუშკოზე.

0
642
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
642
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0