x
image
თუთიკო ბერძენა
რა შანსს კარგავს საქართველო აშშ-სა და ევრკავშირთან ურთიერთობის გაფუჭებით
მხოლოდ ამერიკა მსოფლიო ეკონომიკის 25%-ია, ხოლო ევროკავშირთან ერთად - თითქმის ნახევარი.


ევროკავშირის წევრობით, აშშ-სთან გამარტივებული სავიზო რეჟიმით და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით, ძალიან სწრაფად, შეგვიძლია, გავხდეთ შვეიცარიის, ირლანდიის და ისრაელის რეგიონული ვერსია.


ამას თუ დავუმატებთ შავი ზღვის და შუა დერეფნის ათვისებას, საქართველო მართლაც გაბრწყინდება.


გარდა არნახული ეკონომიკური დოვლათისა, ქართული პასპორტი იქნება საოცნებო აფხაზებისთვის და ოსებისთვის რაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მხოლოდ დროის საკითხად აქცევს.



ხოლო ალტერნატივა არის ბოდვები გლობალური ომის პარტიასა და მასონებზე, იზოლაციონიზმი, სანქცირებული ხელისუფლება, რუსეთის ორბიტა და შედეგად სიღარიბე, დაცლილი ქვეყანა, კატასროფული დემოგრაფიული კლება, კორუპციის და კრიმინალის ჭაობში ჩაფლული ოლიგარქულ - მაფიოზური სახელმწიფო, სადაც არ არსებობს საშუალო ფენა, სადაც არ არსებობს სტაბილურობა და მშვიდობა.


ასეთი მკაფიო არჩევანის წინაშე ვართ.


ასეთი ისტორიული შესაძლებლობის არ გამოყენება იქნება უპატიებელი დანაშაული.


აშშ-მ და ევროკავშირმა უკვე არაერთი დახმარება გაგვიწია მრავალი მიმართულებით. ამის დაუნახაობა, სულ მცირე, უმადურებაა.
12 წლის მანზილზე თითქმის ყოველ კვირაში საქართველოს პარლამენტში შედიოდა სარატიფიკაციო დოკუმენტები: სასესხო ხელსეკრულებები, შეთანხმებები, გრანტები, რომელსაც ხაბდა ამტკიცებდა საკანონმდებლო ორგანო. ამათგან დიდი ნაწილი 20-30 წლიანი სესხებია, რომელიც მომავალმა თაობებმა უნდა ვიხადოთ, თუმცა არც ისე გამჭვირვალედ ხდება მათი განკარგვა დღემდე, რაც მრავალ კიტხვის ნიშანს აჩენს, როცა პარალელურ რეჟიმში ვხედავთ როგორ მდიდრდებიან ერთეულები.

image


წესით ქვემოთმოყვანილიდახმარებების წყაობით ბევრად უკეთ უნდა გამოიყურებოდეს საქარტველოს ინფრასტრუქტურაც და ხალხის ჯიბესაც უნდა დატყობოდა, მაშინ როცა ხელფასები მხოლოდ 10% ით იზრდება, ხოლო პროდუქტების ფასები 2012 წელტან შედარებით 3, 5-ჯერაა გაზრდილი.

image

image
წარმოიდგინეთ, ამ დახმარებების გარეშე, სად იქნებოდა ქვეყანა.




image
0
113
2-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
113