x
image
თუთიკო ბერძენა
საშინელი ტრაგედია სკოლაში. რამ გამოიწვია თინეიჯერების ასეთი აგრესია?
რა გახდა საშინელი მკვლელობის მიზეზი სკოლაში? რა იწვევს თინეიჯერებში ასეთი აგრესიის მომატებას, მხოლოდ ტესტოსტერონის ჭარბი გამოყოფა და ტვინში ამიგდალას გააქტიურება თუ ის სოციალური ფაქტორები, რომელიც მათ ქცევაზე გავლენას ახდენს?

image



1999 წელს "კოლუმბაინის" საშუალო სკოლაში, ლიტლტონში, კოლორადოს შტატში ორი მოსწავლე ერიკ ჰარისი და დილან ლკებოლდი კბილებამდე შეიარაღებული და გაბრაზებული, ცეცხლს უხსნის სკოლაში მყოფებს და 14 მოსწავლე კვდება, მათ შორის, თვითონაც. ეს იყო ყველაზე საშინელი სროლები სკოლაში აშშ-ს მტელი ისტორიის მანძილზე. მაგრამ ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა, ეს მხოლოდ ყველაზე შთამბეჭდავიუ და გამანადგურებელი იყო იმ 2 ასეთივე შემთხვევას შორის, რომელიც 3 წლის განმავლობაში ხდებოდა ქვეყანაში.

image

რამ გადააცდინა ეს ბავშვები ზღვარს? სიტუაციის ინტენსიური კვლევის შედეგად სოციალური ფსიქოლოგიის პროფესორი ელიოტ არონსონი მივიდა დასკვნამდე, რომ ამგვარი მკვლელობები უზარმაზარი აისბერგის პათოლოგიური მწვერვალია: ქვეყნის სკოლების უმრავლესობაში დამკვიდრებული იყო შხამიანი სოციალური ატმოსფერო, სავსე განდევნით, უარყოფით, დამცირებით. სკოლაში არსებობდა იერარქია, რომლის თავშიც იყვნენ სპორტსმენები, კლასის თვითმმართველობის წევრები, გულშემატკივრები, "მოდურები". იერარქიის ბოლოში კი ისინი, რომლებსაც დანარჩენები ათასგვარი დამცინავი სახელით მოიხსენიებდნენ - ნებისმიერი ბავშვი, რომელიც ძალიან მსუქანია ან ძალიან გამხდარი, ზალიან დაბალი ან ძალიან მაღალი, ციდად აცვია ან ნებისმიერი სხვა მიზეზი. ზოგადად თინეიჯერები, რომლებიც იერარქიის თავში არიან, გამუდმებით უარყოფენ, დასცინიან და ამცირებენ იერარქიის ბოლოში მყოფთ.

image


ჯეინ ტვენგის და მისი კოლეგების ექსპერიმენტული კვლევების შეფდეგად დადგინდა, რომ უარყოფას უამრავი უარყოფითი შედეგი მოაქვს, მათ შორის აგრესიის არანორმალური ზრდა. ის, რაც ტვენგიმ ლაბორატორიაში გაუკეთა ცდის პირებს, არაა ისე ძლიერი, როგორც ყოველდღიური უარყოფა თანაკლასელი თინეიჯერების მიერ. მაგალითად, ტვინგის ერთ ექსპერიმენტში კოლეჯის სტუდენტები ხვდებოდნენ ჯგუფში და ერთმანეთს ეცნობოდნენ. შემდეგ კი ეკითხებოდნენ, ახალგაცნობილ სტუდენტთაგან რომელთან ისურვებდა თანამშრომლობას მომავალში. ცდის პირთა შემთხვევითად შერჩეულმა ნაწილმა მიიღო ინფორმაცია, რომ მათთან მუშაობა არავის უნდოდა. როდესაც შემდეგ მათ აგრესიის გამოვლენის საშუალება მიეცათ, უარყოფილნი უფრო მეტ მტრულობას გამოხატავდნენ ( მათ წინააღმდეგაც, ვინც უარყო და ნეიტრალური ადამიანების წინააღმდეგაც), ვიდრე ისინი, ვინც არ განდევნიათ.

image

დავუბრუნდეთ სკოლაში მომხდარ ტრაგედიას. უარყოფა და თანმდევი დამცირება ძირითადი საკითხია, რომელიც სკოლაში გამართულ ყველა ამ სროლას და მკვლელობას ედო საფუძვლად. ჰარისი და კლებოლდი ამას ტავად განმარტავდნენ. ცეცხლის გახსნის წინ მათ ვიდეოკასეტა ჩაწერეს, რომელშიც განსაკუთრებით ლანძღავდნენ ერთი ჯგუფის წევრებს, რომლებიც მათ უარყოფდნენ და ამცირებდნენ. ეს დაადასტურა ამ ჯგუფის წევრმა, რომელიც გადარჩა და ტრაგედიდან რამდენიმე კვირის შემდეგ გამოიკითხა. მან საკუთარი ქცევა ამგვარად გაამართლა:

"ბავშვების უმეტესობას არ უნდოდა ისინი. ისინი ჯადოქრები იყვნენ. შამანობით გატაცებული. ცხადია, ჩვენ მათ ვაწვალებდით. რას უნდა ელოდო იმ ბავშვისგან, სკოლაში რომ უცნაური ვარცხნილობით და ქუდზე დამაგრებული რქებით ივლის? თუ გინდა, რომ თავიდან მოიშორო, უნდა აწვალო. ამიტომ მთელი სკოლა მათ გეებს ვეძახდით" .
image


რასაკვირველია, ყველა მოსწავლე, რომელსაც უარყოფენ ან დასცინიან, არ იწყებს სროლას. სროლის ამტეხთა ქცევა უკიდურესად პათოლოგიურია, მაგრამ არა მიუწვდომელი. ასიათასობით მოსწავლე გადის იმავე სტრესულ გზას. ისინი ჩუმად იტანჯებიან, მაგრამ ნამდვილად იტანჯებიან. კოლუმბაინის ხოცვა-ჟლეტის შემდეგ კვირებში ინტერნეტი სავსე იყო უბედური თინეიჯერების წერილებით. დიდი უმრავლესობა, მართალია, არ ამართლებდა მსროლელთა ქცევას, მაგრამ ნამდვილად იგებდა მიზეზებს. ისინი საკუთარ ტკივილსა და ბრაზს გამოხატავდნენ უარყოფისა და დაცინვის გამო. ამ მოსწავლეთა უმეტესობა ასე წერდა : "რასაკვირველია, არასდროს არავის ვესვრი, მაგრამ მიოცნებია ამის სესახებ!" ამგვარმა განცხადებამ უნდა დაგვაფიქროს. შეიძლება თუ თუ არა რაიმეს გაკეთება სკოლებში არსებული სოციალური ატმოსფეროს შესაცვლელად?




6
356
8-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
356
  
2021, 14 მაისი, 0:23
გუშინწინ ყაზანშიც მოხდა მსგავსი რამ, მაგრამ უკვე სკოლადამთავრებულები შეიჭრნენ იმ სკოლაში, რომელიც დაამტავრეს. 11 ბავშვი დაიღუპა და 24 დაშავდა :(
კონკრეტული ქვეყანა არაფერ შუაშია,ძალადობა იყო და იქნება ყველაგან. ამერიკა გახსნილი ქვეყანა და თითქმის ყველა ეროვნება ცხოვრობს,რაც სისხლის არევას იწვევს და არის სრული ბარდაგი ამ მხრივ. რაღაც ნივთიერების სხვა ნივთიერებაში არევა არ შეიძლება და ასეა ადამიანის შეჯვარებაც ალბათ. უცნაური სისხლის ხალხი შეჯვარდბიან და ხდება "მოკლე ჩართვა". მერე ზოგი ნაჯახით დასდევს ხალხს და ზოგი იარაღს ისვრის,რას გაუგებ :)
არ არსებობს სკოლა მსოფლიოში,სადაც ბავშვების მხრიდან არ არის უარყოფა,დაცინვა და მათზე ზეწოლა. შესაძლოა,ამერიკაში ბევრია და საქართველოში ნაკლები,მაგრამ ეს ბუნებრივი ამბავია. ალბათ,ასაკის დამახასიაებელია და ბავშვები თავის დამკვიდრებას ცდილობენ. არსებობენ ბავშვები,რომლებიც სხვისი დამცირებით ცდილობენ "სახელის მოხვეჭას". ეს ჩემს დროსაც ხდებოდა,უფრო ადრეც და დღესაც ხდება. ბავშობიდან ვერ ვიტანდი სუსტების დაჩაგვრას და ერთი გადაბმული კლასელი მყავდა,რომელიც ერთი ბავშვი ყავდა ამოჩემებული და სულ დასცინოდა. უმამოდ იზრდებოდა ეს ბაშვი და ჩუმი,გულჩათხრობილი იყო,რის გამოც დასცინოდა. ამ "გადაბმულთან" სულ კომფლიქტი მქონდა ამის გამო და ჩემი აღნაგობიდან გამომდინარე კი გამლახა. გრძელი ხელები ქონდა და სანამ მივუახლოვდი,მომცხო და გამაგორა :) ბოლოს იმით დამთავრდა რო სკამი მოხვდა გვერდებში და მეც მოგებული დავრჩი,იმ ბავშვსაც თავი დაანება. ბევრჯერ უნდოდა ჩემი გალახვა,მარა ვეღარ მეკარებოდა :) სკამებს რა გამოლევდა სკოლაში და თან სამეგობრო წრეც დიდი მყავდა სკოლაში,რაც აძნელებდა ხოლმე ჩემს დაჩაგრვას.ხშირად მასწავლებლების მხრიდანაც მოდიოდა ეს დაცინვა და აგრესია.რაც ახალისებდა მსგავს შემთხვევებს. მაგალითისთვის,ერთი სესმესტრი ისტორიის გაკვეთილზე არ შევდიოდი იმის გამო,რომ ჩემს თანატოლს,პარალელური კლასიდან მიაყენა მასაწავლებელმა. დრობლიანი უწოდა და მაშინვე გავედი კლასიდან. მერე ნიშანს არ მიწერდა და ომი გვქონდა ამის გამო. ჩემი აზრით განსაკუთრებული არაფერია ამ ყველაფერში,თუ იარაღის ტრიალს და სროლას გამოვაკლებთ. თუ ადამიანი ტვინაღრძობია,მაშინ სკოლაში დაცინვა რად უნდა,იპოვის მიზეზს იარაღის გამოსაყენებლად.
2021, 10 მაისი, 12:31
საინტერესო მოსაზრებაა, თუ რატომ ხდება აშშ-ში ამდენი ძალადობა.
მალაელები, რომ იყვნენ გასაგები იქნებოდა მანდ "ამოკი" ანუ მიდრეკილება მკვლელობისაკენაა გავრცელებული, მაგრამ ამ იანკებს რა ეტაკათ?
2021, 10 მაისი, 6:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 6