x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Reddit-ის მომხმარებლებმა თავს გადამხდარ ანომალიური მოვლენებზე ისაუბრეს
image

Reddit-ის მომხმარებლებმა ისაუბრეს უცნაურ და აუხსნელ მოვლენებზე, რომლებსაც ისინი გადააწყდნენ. მათ თავიანთი ისტორიები გააზიარეს AskReddit-ის განყოფილებაში.


ერთი მომხმარებელი ამტკიცებს, რომ ერთ დღეს მისი უმი ქათმის მკერდი, რომელიც უნდა მოემზადებინა რატომღაც გაქრა. ეს მაშინ მოხდა, როცა სამზარეულოში დაიწვა სატაცური და მისგან გამოწვეულ კვამლის შემდეგ ამოქმედდა სიგნალიზაცია.


"მე იმასვე ვაკეთებდი, რასაც ჩემ ადგილზე ნებისმიერი გააკეთებდა, ორი ტაფა მეჭირა ხელში: ხელებს ველურივით ვიქნევდი და შემთხვევით ქათამი იქვე სადღაც გადამივარდა. ზუსტად ვიცი, რომ ყველა ფანჯარა დაკეტილი იყო და არც რაიმე საიდუმლო კუთხეები მქონდა, სადაც შეიძლებოდა დაცემულიყო ქათმის ხორცი. მაგრამ რამდენი არ ვეცადე და სიგნალიზაციის გამორთვის შემდეგ დაკარგული ქათმის მკერდი ვერ ვიპოვე. და არც შემდგომ მიგვრძნია დამპალი ხორცის სუნი. ქათამი თითქოს პორტალში ჩავარდა: აღარასდროს მინახავს'(justjoshing09)




Reddit-ის სხვა მომხმარებელმა გაიხსენა წინასწარმეტყველური სიზმარი, რომელიც მისმა მეუღლემ ნახა. მას დაესიზმრა, რომ მალე რაღაც საშინელება მოხდებოდა მისი მეგობრის, დეივის ოჯახში.


"იმის გამო, რომ ჩემი ცოლი ხშირად ექცეოდა რაღაც უცნაური ამბების ეპიცენტრში, არ მიკამათია მასთან, უბრალოდ დავურეკე დეივს. მან დამარწმუნა, რომ მის ოჯახში ყველა კარგად იყო და მადლობა გადაუხადა ჩემს მეუღლეს შეშფოთებისთვის. მე მას დეივის სიტყვები გადავეცი, მაგრამ მან უბრალოდ მითხრა: "არა, რაღაც ისე არ არის". მეორე დღეს გავიგე, რომ დარეკვიდან დაახლოებით ნახევარ საათში დეივმა შეიტყო, რომ მისი შვილი გარდაიცვალა."(Adddicus)


კიდევ ერთი პოსტის ავტორმა დასთან ერთად აუხსნელი მოვლენა განიცადა.


"მისაღებში ვიჯექით და ვკითხულობდით. უღრუბლო დღე იყო, დაახლოებით ღამის ორი საათია. უცებ მომეჩვენა, რომ დავბრმავდი. უკუნეთი სიბნელეა, იმ დონზე, რომ სახეზე ხელი მივიტანე და ვერ დავინახე. ეს გაგრძელდა ორიოდე წამი. როცა მხედველობა ნორმაში დამიბრუნდა, მაშინვე ჩემს დას მივმართე. მას ისეთივე სახე ჰქონდა, როგორც მე.მან მკითხა, თუ რა მოხდა. ჩვენს მისაღებში დიდი ფანჯარა იყო და ცა ისევ მოწმენდილი იყო .მე დღემდე არ მაქვს ახსნა, თუ რა მოგვივიდა ჩვენ ორივეს"(AgentInkling99)


ფორუმის კიდევ ერთმა მონაწილემ მოყვა ინციდენტი, რომელიც მოხდა რკინიგზის ლიანდაგზე მუშაობის დროს. მის თვალწინ ერთ-ერთი ბოლო ვაგონს შეეჯახა პიკაპი, რომელიც რკინიგზის გადასასვლელზე ნაადრევად ისურვა გადასვლა.


"პიკაპი რომ გაჩერდა, დავინახე, რომ მგზავრის მხრიდან გადმოვიდა თეთრად ჩაცმული მამაკაცი, შემდეგ კი მძღოლი. ვვარაუდობდი, რომ მათ ადგილი შეცვალეს რაღაც მიზეზის გამო. როცა პოლიცია მოვიდა, გადასასვლელთან მივედი, . ვკითხე, კარგად იყვნენ თუ არა მძღოლი და მგზავრი და მითხრეს, რომ საბედნიეროდ მგზავრი არ იყო. სწორედ მაშინ შევამოწმე პიკაპი და დავინახე, რომ დარტყმის შედეგად მგზავრის კარი მთლიანად იყო შევარდნილი სალონში. კონდუქტორს ვკითხე, რომელიც ასევე შეესწრო ავარიას, დაინახა თუ არა მგზავრი და მითხრა, რომ იქ მხოლოდ მძღოლი იყო."(TheGoodSon80)


ერთ-ერთ მომხმარებელი მანქანის მართვისას რაღაც აუხსნელი წააწყდა.


"გადატვირთულ გზატკეცილს რომ მივუახლოვდი, თავში მამაკაცის ხმა მომესმა. მან მიბრძანა "გადაამოწმე საბურავები, სანამ გზატკეცილზე წახვალ". ეს იყო უცნობი ხმა, მანქანაში რადიო არ მუშაობდა. დაუფიქრებლად მოვტრიალდი და ვულკანიზაციას მივაკითხე.იქ მითხრეს, რომ რომ არ მოვსულიყავი, ტრასაზე საბურავი გამისკდებოდა და ავარიაში მოვყვებოდი! ჰალუცინაციები არ მაქვს და არაფერს ვიგონებ. გასაგებია, რომ ბოდვას ჰგავს, მაგრამ ასე იყო და რა ვქნა!"(rberg57)

image


სტატიები - მეცნიერება - არაჩანდა (intermedia.ge)


0
60
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
60
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0