საზოგადოება სულთამხუთავი კოლექტივისტური ქვეყანა, სადაც ყველა განსხვავებულს და დიდებულს კლავდნენ - რომელია იგი? 12 ივნისი, 20:36 მოერგე ყველა ხვრელს.. და მოიპოვებ წარმატებას! ამოსძახე ის, რაც ჩაგძახეს.. და ტაშს დაგიკრავს ყველა! ილაპარაკე კლიშეებით და ტკეპნე სტერეოტიპები და... დაგაფასებს ყველა! აზროვნე, როგორც ყველა... და მისაღები იქნები ყველასთვის! რადგან ეს კოლექტივისტურად მოაზრობნე ბაბუების ქვეყანაა! გადაწყობას დაიწყებს თუ არა პიროვნება, უკვე კონფლიქტების კორიანტელი წამოვა. რეფორმაცია, ზოგადად, ასე ხდება. დაიწყებ თუ არა სხვანაირად ორიენტირებას იმ საზოგადოებაში, რომელშიც გიწევს ცხოვრება, კონფლიქტის ადრესატი ხდები. ბუნებრივია, იქნებიან ადამიანები, რომელთაც არ მოწონთ შენი ინდივიდუალიზმი, რადგან შენი ცნობიერება იწყებს გამოსვლას იმ საერთო ცნობიერებიდან, რომელსაც კოლექტივიზმი და თემი ჰქვია. საქართველოში ხომ რეალურად ჯერ კიდევ თემური წყობაა და კლანური ნეპოტისტურ-ქრონისტულ-პლუტოკრატიული მმართველობა. თემურ კოლექტივისტურ საზოგადოებაში ინდივიდუალობას ებრძვიან. არადა, სწორედ ინდივიდუმების გაერთიანებით მიღებული საზოგადოებებია წარმატებული, რომლებიც კოლექტივიზმისგან გამოვიდნენ. შენ თუ ინდივიდი არ ხარ, როგორ გაერთიანდები სხვა ინდივიდებთან, როცა ხარ თემური წყობის ცნობიერების მატარებელი. სწორედ ეგაა, საქართველოში რომ ტანჯავენ ერთმანეთს. კოლექტივისტურ საზოგადოებას დემოკრატიული მმართველობის ფორმა არანაირად არ მოერგება. ამიტომ იყო მნიშვნელოვანი არა დემოკრატიით დაწყება, არამედ თითოეული ადამიანით. პირველად ადამიანი სამყაროს ცენტრში დააყენეს ანტიკური ეპოქის მოაზროვნეებმა: არისტოტელემ, სკოკრატემ. მანამდე ბუნება იყო ცენტრში, მაგ. თალესის სკოლა. ანტიკური სკოლები უპირისპირდებოდნენ და დღესაც ეს ორი ხაზი მიდის ისევ. დემოკრატიულ ქვეყნებში ცენტრში ადამიანია, ხოლო დანარჩენში ბუნება და ტერიტორიები! საქართველოში არასდროს გასჩენია პრობლემა კოლექტივიზმს. მარტო ერთადერთ ვაჟას აქვს ამ თემაზე შექმნილი ნაწარმოებები, დანარჩებს არავის. ვაჯას ჰქონდა მცდელობა თემიდან ამოსვლისა, თუმცა აქ შეჩერდა პრობლემა და წინ აღარ წასულა. ვაჯამ პირველად დააფიქსირა, რომ კოლექტივისტური საზოგადოების მსხვერპლი ხარ. გამოსვლას თემური ცნობიერებიდან მხოლოდ ვაჟას პერსონაჟები იწყებენ და ამასაც ისე ჩაუქროლა საქართველომ, აღარც გაუგრძელებიათ მუშაობა ამაზე. სხვანაირი ინტერპრატაციითაც კი დაალაგეს კომუნისტებმა ვაჟას ნაწარმოებები და პრობლემა პრობლემად დატოვეს. მართალია, კომუნისტური იდეოლოგია, როგორ იარაღი, დაპაუზდა, გადაბარგდა სხვაგან, მაგრამ ვაჟას პოემების ამ მიმართულებით ანალიზი მაინც არ მიმდინარეობს. რატომ? იმიტომ, რომ თემური წყობილების ყველაზე ძლიერი გამომხატველი არის მართლმადიდებელი ეკლესია, ჩვენი კოლექტიური რელიგია, რომელიც თემური რელიგია უფროა- ურთიერთობა მღვდელსა და ადამიანს შორის. არადა, ქრისტიანობა არის პიროვნებისა და ქრისტეს ურთიერთობა, ინდივიდუალური ურთიერთობა იესოსთან. როცა შენ ღმერთის ნაცვლად ადამიანი გყავს, კოლექტივში ხარ უკვე და აღარ შეგიძლია ღმერთთან ურთიერთობა. რატომაა რომ აშშ-ს ეტანება ყველა ის ხალხი, რომელიც კოლექტივიზმის ისეთი ქვეყნებიდან გარბის, როგორიცაა არგენტინა, მექსიკა, ჩილე, ავრღანეთი, ირანი, საქართველო, რუსეთი? და მაინც, იქაც უკვე ვეღარ ეგუებიან ინდივიდუალობას, იძახიან, რომ ამერიკელები ცივი ხალხია. რატომ აღიქვამს საქართველოს ემიგრანტების ნაწილი ევროპისა და ამერიკის მოქალაქეებს ცივ ადამიანებად? იმიტომ, რომ ინდივიდუალისტური ქვეყანაა ამერიკა დანია, შვედეთი, ნორვეგია, ინდივიდების ქვეყნებია და მერე იქაც ცდილობენ დააარსონ კომუნები და ჯოგ-ჯოგად იყონ. ასეთი ქვეყნების ემიგრანტებს თავიანთი ქვეყნებიდან გადააქვთ კოლექტივიზმი. ქართული ცნობიერება ჯერ კიდევ კოლექტიური თემური ცნობიერებაა, თუმცა ამას ვეღარ იტყვი ახალგაზრდობაზე. სწორედ ესაა ტაობათა შორის ბრძოლის მტავარი მიზეზი დღეს. ეს არ არის სიძულვილი, ეგ თემური და ინდივიდუალური ცნობიერებების დაპირისპირებაა. ინდივიდუალობა განუყოფელი, მთლიანი ერთადერთი და საინტერესოა. შენ მოიპოვე შენი ღირებულებები სამყაროზე და სხვა ვეღარ გკარნხობს სამყაროს სხვა ღირებულებებს. შეიძლება საზოგადოებაში ცხოვრობდე, კოლექტივისტური ცნობიერების ადამიანებთან, მაგრამ კოლექტიური არ იყოს შენი ცხოვრება. მაგრამ კოლექტივიზმი ორგანულად ვერ იტანს ინდივიდუმებს, იგი ნადირობს ინცდივიდზე, რომ წაშალოს და აქციოს მისი ინდივიდუალობა კოლექტიურ ცნობიერებად. ამიტომ ხდება დისტანცირება შვილების თაობასა და მშობლების თაობას შორის. შვილები უფრო უფრთხილდებიან წინა თაობებს, ვიდრე წინა თაობები შვილებს. თუმცა მშობლების თაობას შეუძლია უცებ სატურნად იქცეს და შეჭამოს შვილები, თუკი ისინი მას ძალაუფლებაში შეეცილებიან. სოციოლოგ ჰოფსტედეს ეროვნულ-კულტურული მენტალიტეტის გამსაზღვრელი განზომილებები, რომელთა კვლევა საქართველოშიც ჩატარდა და გამოიკვეთა, რომ რაც უფრო უფროსი თაობისაა ადამიანი, ის უფრო გამოხატულადაა კოლექტივისტური ცნობიერებისა და მენტალობის, ხოლო რაც უფრო ახალგაზრდაა, ის უფრო ინდივიდუალისტურია. ესეც უფსკრულს აჩენს თაობებს შორის. როცა ინდივიდუმს აქვს მოსაზრება, რომელიც არ ემთხვევა კოლექტივისტურად შემუშავებულ ერთ აზრს, უკვე გამაღიანებლად მოქმედებს კოლექტივის წევრებად ჩამოყალიბებულ ადამიანებზე და ინდივიდუალობას გამოხტომად აფასებს. განსაკუთრებით ლანძღავენ და აგინებენ მას, "ვინც შემოვიდა და ვიცნ აგვირია ტვინი". ანუ კოლექტიურისთვის რაც მისაღები არ არის, ყველაფერი გადასაგდებია. სიყვარული რა არის? უნდა გაიმარჯვიო კოლექტივიზმზე ალუდა ქეთელაურივით და, ბოლოს და ბოლოს, შიშის გამო მაინც ხმას აღარ გაგცემს არავინ. საშინელია თემურ საზოგადოებაში ყოფნა იმისთვის, ვისაც დაეწყო თვალის ახელა. ალუდაც ხომ ასეთი იყო? იგი დაუპირისპირდა თემს - კოლექტივს, სადაც მიღებული იყო ქისტის მოკვლა და მარჯვენის მოჭრა. ალუდა კი ამას არ აკეთებს, იგი შეება მტერს, დამარცხა და პატივს სცა მას, გათანასწორდა პიროვნებასთან. მისი ვაჟკაცობით იმდენად მოხიბლულია, რომ ჭირისუფლადაც კი გამოეცდახადა, მარჯვენა არ მოკვეთა, იარაღიც ზედ დაადო და ალალი არის შენზე ეს მარჯვენაო. მერე კი აწუხებს ეს ყველაფერი და შესაწირავსაც კი სწირავს. მთელი სოფელი უჯანყდება მას! დასანანია, რომ ალუდამ მაინც ვერ გაიმარჯვა, რადგან ბოლომდე ვერ შეიმეცნა ტრაგედია! მან ვერ გაისიგრძეგანა მაღალ დონეზე ეს ყველაფერი. მაინც აპირებს ამ კოლექტივში დარჩენას, ვერ ეგუება კოლექტივიდან გაგდებას. ალუდა გაცილებით პოზიტიურ შთაბეჭდილებას მოახდენდა, რომ გაგდებისთვის დაესწრო და თვითონ წასულიყო ასეთი საზოგადოებიდან. სამწუხაროდ, აქ შეჩერდა ვაჟას სპრობლემა! ვაჟა წინ ვერ წავიდა და სწორედ ამიტომ უნდა მოვიდეს სხვა, მასავით გრანდიოზული მწერალი, რომ პრობლემა ბოლომდე გაიტანოს. დასავლეთში ერთი მწერალი რომ რაღაც პრობლემაზე შეჩერდება, მას მეორე აგრძელებს, ფერწარაშიც ასეა, ცხოვრება მოკლეა და ყელაფერს ვერ აღწერს ერთი კაცი, რა თქმა უნდა. მაგრამ ვაჟას გამგრძელებელი არ ჰყოლია, ვაჟა არავის გაუგრძელებნია 100 წლის მერეც კი. რაც შეეხება ინტერპრეტაცის, ასე თუ ისე, ვაჟა რელიგიურად პანთეისტი უფროა. მას ბევრი წინააღმდეგობა ჰონდა ეკლესიის მიმართ. მასაც აწუხებდა კოლექტივი და კოლექტივიზმის მავნებლობა, რადგან ვაჟა პოეტია და პოეტი ინდივიდუალურია, ზოგადად. ყველაზე მეტად სწორედ დიდ პოეტს აწუხებს კოლექტივისტურობა, გალაკტიონმა, ალბათ, იმიტომაც დაასრულა ცხოვრება თვითმკვლელობით, მასაც იგივე პრობლემა შეხვდა, ზეწოლა კოლექტივისგან და მისი ინდივიდუალური პოეტური სულის ჩაკვლა.ტერენტი გრანელსაც ეგ დაემართა. თუ ვინმე პოეტს პრობლემა ჰქონდა, სწორედ ეს პრობლემა ჰქონდა- ზეწოლა კოლექტივისტური საზოგადოებისგან. და თუ ვინმეს არ ჰქონდა, კოლექტიური ცნობიერების პოეტად წარმოჩნდა და მედლებიც დაჰკიდეს, იყვნენ მუშფაკები და კონფორმისტი პოეტებიდა მწერლები, რომელთაგანაც ასევე გასხვვადებოდნენ ტიციანი და პაოლო. ტიციანიც და პაოლოც ეჭიდავებოდნენ ამ პრობლემას, მცდელობა ჰქონდქათ, კოლექტივიდან ამომზვრალიყვნენ, მაგრამ ვიცით, მათი ბოლო. თუმცა ყველაზე ინდივიდუალურ პოეტებად დარჩნენ. სიმონ ჩიქოვანი დახუნძლეს მედლებით, მაგრამ მაინც ლირიკაოსად დარჩა, ინდივიდულიზმს უგალობდა. რა თქმა უნდა, ეს არ მოეწონებოდა კოლექტიურ ცნობიერებას, სადაც კოლექტივის სათავეში მარქსიზმი იდგა., როგორ შეიძლება შენი სურვილები, მოსაზრებები და პრობლემები აინტერესებდეს სხვას კოლექტივისტურ საზოგადოებაში? შენ უნდა ასახო კოლექტიური საზოგადოებრივი პორტრეტი და სახე, დითირამბები უძღვნა პარტიას. რა სული, რა სიყვარული? დაესხმებოდნენ თავს ნებისმიერს, ვინც გაბედავდა ლირიკული ლექსების წერას, რომელიც მიუღებელი იყო მარქსიზმისთვის - როგორ გაბედა ლირიკული ლექსები? ზუსტად ამიტომ გამოაცხადეს ტერენტი გრანელიც გიჟად! დასტიგმეს და გადააგდეს. ბუმბერაზ ვაჟას, რა თქმა უნდა, ექნებოდა დისკომფორტი კოლექტივში, ის იმდენად წინ იყო გაჭრილი გარემოცვასთან შედარებით, რომ ბუნებრივია, ვერ გაუგებდნენ მას. თუმცა ვაჟამ ქრისტე ვერ მიიღო ისე, როგორც ინგლისელმა და გერმანელმა ბუმბერაზებმა მიიღეს. ის აკრიტიკებდა არსებულ მართლმადიდებლურ ეკლესიებს, რომელთაც ქრისტიანობასტან აიგივებდა. ახლა წარმოიდგინეთ, ქრისტე რომ მიეღო ვაჟას, რა საოცრებებს შექმნიდა! . ჩვენი მწერლებისა და პოეტების ტრაგედია სწორედ ის იყო, რომ ქრისტეს გარეშე უნდადოდათ ინდივიდუალურობა! ქრისტეს გარეშე არაფერ გამოვა, ქრისტემ უნდა გამოგიყვანოთ კოლექტივიზმისგან. დღესაც ასეა საქარტველოში. ლექსს ვინ დაეზებს, კოლექტივმა უნდა გაღიაროს, რომ ფოთოლა ჭიჭიკოს ცოლია, თორემ კონფლიქტი გარდაუვალია. ფოთოლაზე კი არ დაქორწინდები, მთელ მის ნათესაობაზე უნდა დაქორწინდე! რეალურად რატომ ვერ შემოვიდა ქრისტიანობა საქართველოში? იმიტომ, რომ ქრისტიანობა ინდივიდუალიზმია! ინდივიდების დაბადებაზეა ლაპარაკი! კოლექტიურად დაბადება არ ხდება! ადამიანი გარდაცვალებისას კოლექტივისტურად არ გადის უფლის სამსჯავროს, არამედ ინდივიდუალურად! მას ინდივიდუალურად განიკითხავს უფალი და არსად წერია, რომ მისთვის გამართლება იქნება კოლექტივის წევრობა! როგორ იქცევა ეკლესია დღეს? ჩაყრის ემბაზში ბავშვებს, მონათლავენ და დამთავრდა, კოლექტიური ნათლობა მიდის, ყველას ნათლავენ მომენტალურად! არადა ქრისტეს მიღება სულ სხვა რამაა, გაცილებით დიადი და დიდებული! ლუკას სახარებაში პირდაპირ წერია, რომ შემოვა თუ არა ქრისტე პიროვნებაში, ოჯახში, იწყება გამოყოფა კოლექტიური ცნობიერებიდან პიროვნებისა! არადა ასეთ პიროვნებად გამოყოფილს მომენტალურად ეცემიან, კოლექტივისტური ცნობიერებიდან გამოსულს დაჭამენ ცოცხლად, თორემ სხვა მხრივ რატომ უნდა ედაო კაცს, რომელმაც სიკეთეც იცის და სიკეთის კეთებაც, სიყვარულიც და სიყვარულის გაცემაც? განა კეთილშობილი კაცი არ იყო ალუდა? ეს იმდენად ტრაგიკულია, როცა მიუღებელი ხარ, რომ გიწევს ან ბრძოლა ან დანებება და კოლექტივში განზავება! ვერ მოახერხებ ორი ხმლის ერთ ქარქაშში ჩადებას, რომ ინდივიდუალისტი კოლექტივშიც კარგად იყო, ეს არ გამოვა, რადგან ქრისტემ თქვა: მოვედი რათა გავყო ოჯახი, შვილი - მამისაგან ქალიშვილი- დედისაგან. როდის იწყება გაყოფფა და რატომ? კოლექტიურად არ შექმნილან ადამიანები! ჯოგი კი არ შექმნილა სამოთხის ბაღში, არამედ ინდივიდი - ადამი ურთიერთობისთვის ღმერთთან. ეს არის სწორი ურთიერთობა ქრისტიანობაში - ადამიანისა და ღმერთის ურთიერთობა! ჩვენთან კი არის კოლექტივი, კოლექტივის შუამავალი არის კოლექტივიდან ამოსული მღვდელი, მღვდელი - ამოსული ინსტიტუტიდან, რომელსაც ქვია მართლმადიდებლური ეკლესია, მართლმადიედებლური ეკლესია, რომელიც ამოსულია სახელმწიფოდან საქართველო. სად არის ქრისტე? სად არის ცოცხალი ღმერთის ურთიერთობა ცოცხალ ადამიანთან? დიახ, ინდივიდების აშენებულია კანადა, შვეიცარია, გერმანია, ავსტრალია, აშშ. ჩვენ ჯერ კოლექტივისტური ცნოიერებიდან უნდა ამოვიდეთ, რომ შემდეგ შევძლოთ დემოკრატიის გემოს გაგება, ნორმალური ქვეყნის მშენებლობა. ქრისტიანობა არ არის კოლექტივიზმი. კოლექტიური არ არის ქრისტიანობა, რა თქმა უნდა, ღმერთთან ინდივიდუალური ურთიერთობის გარეშე მოგეჩვენება, რომ საშინელი, ცივგულა ადამიანები არიან ამერიკელები და ევროპელები, სინამდვილეში კი ინდივიდუალური ხალხია. როცა ადამიანი ინდივიდი ხდები, არ აწუხებ მეორე ადამიანს უაზროდ. როცა დასავლეთის ქვეყნებში ისევ კოლექტიური ცნობიერებით დადიხარ, იტყვი, რომ ცივები არიან, რომ ეგემოც არ აქვს აქ საჭმელს, მარილსაც ვერ თხოვ მეზობელს. კოლექტიური ცნობიერება ეს ჯოგური ურთიერთობაა, ჯოგ-ჯოგად სიარული. ერთ დროს გერმანიაც კოლექტივისტური იყო და პირველი და მეორე მნსოფლიო ომიც მათი კოლექტივისტური ცნობიერების შედეგი აღმოჩნდა, მაგრამ რეფორმაცია მოხდა და გერმანია კოლექტივიზმიდან გამოვიდა. ამერიკა, კანადა ავსტრალია შექმნილი სახელმწიფოები არიან და გუგუნებენ! საქართველო კი იმით ამაყობს, რომ ჩვენ არ ვართ შექმნილი. და სად ვართ მერე? აზროვნებშიც რომ საზოგადოებრივი აზრით ხარ დეტერმინებული, რაც მიღებულია სახელმწიფოში, იმას რომ განაცხადებ, სად ხარ შენ? სად ხარ, როცა თუთიყუშივით იმეორებენ მღვდილის ჩამოწოდებულ სიტყვებს? შენ არ გაქვს დამოუკიდებელი აზროვნების უნარი? არ გაქვს ფიქრი? შეიძლება ზოგჯერ მცდარიც, მაგრამ მხოლოდ შენი! ჩვენი ეს პრობელმაც ბიბლიიდანაა- ინდივიდუალური ხარ, კოლექტივიზმთან ჭიდაობ, ჭიდაობ და ბოლოს გაჩრდები, ხელს ჩაიქნევ. სწორედ ეს პრობლემა გადაჭრა ქრისტემ! ბიბლია ეს ჩვეულებრივი წიგნი არ არის, ბიბლია საყოველტაოა ყვალასთვისაა მღვდილსთვისა და საერო პირისთვისაც. ინდივიდუალურად გვესაუბრება, უშუალოდ ღმერთი გესაუბრება. ინდივიდუალურ განვითარებას ემსახურება ბიბლია და არა სხვისი აზრების დამორჩილებას. როცა სახელმწიფოში ბევრი ინდივიდუალისტი იქნებაც, იქ დემოკრატია გაამართლებს. ქრისტე უნდა შემოვიდეს თითოეულში ინდივიდუალურად. სადაც არ არის კოლექტიური რელიგია, იქ დემოკრატიაა. ინდივიდს არასდროს აქვს სხვისი იმედი, ღმერთის გარდა. კოლექტივიზმში ყველას სხვისი იმედი რომ აქვს, იმიტომ არ გამოდის საქმე, არ იძვრის საქმე, ვიღაცას ერთზე გადატყდება. ინდივიდუალიზმი აშენებს ყველაფერს, ინდივიდების გაერთიანება კიდევ სულ რსხვა რამაა. 235 3-ს მოსწონს 3-ს არა |