x
image
Yoona
Mediator image
„როდესაც ლულუ დაიბადა, ჩემი ცოლი კარლა გაქრა“: როგორ ვითარდება მამობრივი გრძნობები
ფოტოგრაფი ფილიპ ტოლედანო 40 წლის ასაკში მამა პირველად გახდა. პირდაპირ ვიტყვით: ბავშვები მისი ცხოვრების ოცნება და მთავარი მიზანი არ იყო. შერეული გრძნობები განიცადა, როდესაც მისი ქალიშვილი ლულუ დაიბადა.



მან რთული გზა გაიარა პატარა ადამიანის შიშიდან უპირობო, ყოვლისმომცველ სიყვარულამდე. ამის შესახებ ძალიან გულწრფელი ფოტოპროექტი გადაიღო.



image



როცა გყავს შეყვარებული, ყველა გეკითხება: „როდის დაქორწინდები?“ და აი, დავქორწინდით. ახლა ყველა კითხულობს: „როდის აპირებთ ბავშვის გაჩენას?“ და აი, ბავშვი ჩნდება და ყველა კვლავ კითხულობს: „როდის გეგმავთ მეორე ბავშვს?“


image



სამშობიარო ოთახში ვიყავი და დავინახე, როგორ დაიბადა ლულუ. უცნაური გრძნობა განვიცადე: მამა გავხდი? გადამიარა თუ არა ამ მომენტში სიყვარულის ტალღამ? დარწმუნებული არ ვარ.



image



როცა მკითხეს, მომეწონა თუ არა მამობა, გარშემომყოფები მხოლოდ ერთ პასუხს ელოდნენ. როდესაც ვთქვი „არა“, წარბები უკმაყოფილოდ შეჭმუხნეს.


image



როდესაც ლულუ დაიბადა, ჩემი ცოლი კარლა გაუჩინარდა.


image



მენატრებოდა ჩვენ, ჩვენ ორი ერთმანეთისთვის.


image



ამ უცხოპლანეტელით ჩამანაცვლეს.


image



მშვიდი ძილი გამოირიცხა მომდევნო 3 წლის განმავლობაში.


image


image



ყველაფერი, რასაც ლულუ აკეთებდა, აბსოლუტურად გაუგებარი იყო. ველური ბუნების დოკუმენტური ფილმის მსგავსად.


image



ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა პირველად გავიგე ლულუს ცემინება. რაღაც ადამიანური მაინც არის მასში.


image



ჩვენი ძაღლიც არ ავლენდა მის მიმართ ინტერესს.


image



მშიერია თუ სველი? იქნებ, ცივა? ლულუსთან ურთიერთობა არასტაბილური ასაფეთქებელი ნივთიერების მართვას ჰგავს.


image



გავაკეთე თეფშები ლულუს გამოსახულებით. სასაცილოდ მომეჩვენა. კარლამ ვერ დააფასა.


image



ბავშვის კივილზე უარესი მხოლოდ მისი მოლოდინია.


image



არ დაგავიწყდეთ ბოთლის და სტერილიზატორის წაღება. ასევე გახსოვდეთ, რომ სავაჭრო ცენტრი სავსეა მიკრობებით.



image



როცა ლულუ 20 წლის გახდება, უკვე 60 წლის ვიქნები. ჩამთვლის მოხუცად თუ ვიქნებით მეგობრები?


image



რა სამწუხაროა, რომ მშობლები ლულუს დაბადებამდე გარდაიცვალნენ. ლულუს გამოჩენამ მათი არყოფნა უფრო შესამჩნევი გახადა. ბევრი რამ მინდა ვკითხო დედას. ასეთი ვიყავი ბავშვობაში?


image



ცოტა სამწუხაროა, მაგრამ საშუალო სტატისტიკური მამა ვხდები. ბავშვების გადაღებას არასდროს ვაპირებდი. ახლა, როცა მეგობრებს ვხვდები, პირველი, რასაც ვაკეთებ, ჩემს აიფონს ვიღებ. „ვიცი, რომ არ მოგწონთ ბავშვების ფოტოები, მაგრამ ლულუ სხვაა“.


image



უკან რომ ვიხედები, ვხედავ არაჩვეულებრივ მეტამორფოზებს, რაც დამემართა. ფოტოგრაფიდან მამად გადავიქეცი.


image



იუმორი ხალხს აერთიანებს. ეს ჩემთვის გასაგები ენაა. ერთხელ ლულუ ამ ენაზე ალაპარაკდა. ვაწვალებდი და ისიც პასუხად მაწვალებდა. ავტირდი. ერთმანეთის გვესმოდა.


image



ეს გასაოცარია. ამ ფოტოებზე იმდენი სიყვარულია, როგორიც ადრე არასდროს ყოფილა.


image


მინდა კარლას ბოდიში მოვუხადო. ვიცი, რომ ჩემი გულწრფელობის მიღება მისთვის ადვილი არ არის.


image



ლულუს მინდა ბოდიში მოვუხადო. ერთხელ ამ ფოტოებს ნახავს და ამ სიტყვებს წაიკითხავს. მინდა იცოდეს, რომ ძალიან მიხარია, რომ ლულუ არის ჩემს ცხოვრებაში. ლულუ, ძალიან მიყვარხარ.


image


ასევე დაგაინტერესებთ:

ახალი სიცოცხლის დაბადების ჯადოსნური პროცესი, რომელიც ფოტოგრაფმა გვაჩვენა ჯერ კიდევ 1950–იან წლებში

რატომ არის ცოლი ბავშვებზე უფრო მნიშვნელოვანი

მამობა არა „ცოლის დახმარება“, არამედ ბავშვისთვის მშობლობის გაწევაა

7 მეთოდი, გავიგოთ, თუ რა ხდება ბავშვის ცხოვრებაში ისე, რომ არ დავუსვათ კითხვა „როგორ მიდის საქმე?“

ამინდი სახლში: თქვენ კარგი მშობელი ხართ, თუ ბავშვის აღზრდის პროცესში ყველა ამ პუნქტს იცავთ


0
162
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
162