საზოგადოება "თურმე მაია ორჯონიკიძე, ირინა სარიშვილი და კვესიტაძე მიტევენ! მეც არ ვთქვი რამ დამასუსტა..." 12 ივნისი, 15:46
.
პარტია ევროპული საქართველოს ერთ–ერთი ლიდერი, გიგა ბოკერიას მეუღლე, ჟურნალისტი და ტაბულას დამფუძნებელი თამარა ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ტრადიციულად მორიგ ხმაურიან პოსტს აქვეყნებს.
,
"თურმე მაია ორჯონიკიძე, ირინა სარიშვილი და კვესიტაძე მიტევენ! მეც არ ვთქვი რამ დამასუსტა..." - წერს "ფეისბუქში" "ტაბულას" დამფუძნებელი და "ევროპული საქართველოს" ერთ-ერი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი და აქვეყნებს პოსტებისა და კომენტარების სქრინებს, რომელშიც მას აკრიტიკებენ. "იმედია, არცერთს არ ვიხილავთ პარლამენტში, "ქრინჯების" ორთაბრძოლა", - წერს მაია ორჯონიკიძე ჩერგოლეიშვილისა და "გირჩის" წარმომადგენელ ვახტანგ მეგრელიშვილზე. ორჯონიკიძე გირჩი ტივის გადაცემის ვიდეოჩანაწერს აზიარებს, სადაც ვახო მეგრელიშვილის გადაცემის სტუმარია თამარ ჩერგოლეიშვილლი. პოსტის ქვეშ მთავარი არხის ტელეწამყვანი და შოთა უტიაშვილის მეუღლე ეკა კვესიტაძე წერს, რომ მისი აზრით ეს ორი პარტია არჩევნებზე უნდა გაერთიანდეს. ამ კომენტარზე ფეისბუქ მომხმარებლები ეკა კვესიტაძეს ეკითხებიან არჩევნებამდე ჩერგოლეიშვილს მის საავტორო გადაცემაში სტუმრად თუ მიიწვევს. ამაზე კვესიტაძე პასუხობს, რომ აუცილებლად მოიწვევს ჩერგოლეიშვილს ვახო მეგრელიშვილთან ერთად. . შემდეგ კი ამ პოსტს ეხმაურება ირინა სარიშვილი–ჭანტურია. “შეიძლება არჩევნებამდე დავაქორწინოთ კიდეც" – აღნიშნა სარიშვილმა. . 131 შეფასება არ არის
|