ესპანელი მძლეოსანმა გოგომ ფინიშამდე რამდენიმე მეტრით ადრე იზეიმა გამარჯვება და "გაიჩალიჩა"
სპორტის ნებისმიერი სახეობა სავსეა კურიოზებით, მაგრამ ის რაც მოხდა რომში სპორტულ სიარულში ევროპის ჩემპიონატზე მოხდა კურიოზების ნომინაციაში ალბათ მოწინავე ადგილს დაიკავებდა თავისუფლად.
ზოგადად სპორტში იმარჯვებს ის, ვინც ბოლო წამამდე იბრძვის გამარჯვებისათვის, წამითაც არ ადუნებს საკუთარ თავს დაღლილობის და გნებავთ გამარჯვებასთან ძალიან ახლოს ყოფნის გამო.
ძალიან ბევრ სპორცმენს ფინიშის ხაზთან დაუკარგავს საკუთარი დაუდევრობით სხვადასხვა ხარისხის მედალი, მათ შორის გამარჯვებულის ოქროს მედალიც კი.
ევროპის თასი სპორტულ სიარულში-საერთაშორისო სტატუსის მქონე შეჯიბრებაა, რომელსაც ევროპის მსუბუქი ათლეტიკის ასოციაცია ატარებს.
აღნიშნული ჩემპიონატი ტარდება 2 წელიწადში ერთხელ. ინდივიდუალურ გამოსვლებთან ერთად, ტარდება გუნდური შეჯიბრებაც რომლის მიხედვითაც სახელდება გამარჯვებული ქვეყანა.
ესპანელმა მძლეოსანმა ლაურა გარსია-კარომ ეპიკურად დაუთმო ბრინჯაოს მედალი უკრაინელ ლუდმილა ოლიანოვსკაიას.
ესპანელმა ფინიშის ხაზამდე რამდენიმე მეტრით ადრე დაიწყო ბრინჯაოს მედლის მოპოვების აღნიშვნა საკნაოდ ემოციურად, ესპანეთის ეროვნული დროშით. სწორედ ამ დროს აუარა მას უკრაინელმა მძლეოსანმა და ფინიშის ხაზზე აართვა ბრინჯაოს მედალი ესპანელს.
ინტერნეტში ვირუსულად გავრცელებულ ვიდეოში ესპანელ მძლეოსანს, საკმაოდ არაკორექტულ კომენტარებს უწერენ ბოლო წამებში დაკარგული ბრინჯაოს მედლის გამო.