x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138401
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
ძაღლმა ავტოავარიის შემდეგ 6,5 კმ ირბინა, რათა მაშველები მოეყვანა პატრონისთვის
image

39 წლის ბრენდონ გარეტი მარტო მართავდა ავტომობილს თავის ოთხ ძაღლთან ერთად. იქვე შორიახლოს კი მისმა ოჯახმა ბანაკი გაშალა, მამაკაცმა მოსახვევში ავტომობილი ვერ დაიმორჩილა და მისი პიკაპი კლდიდან გადავარდა.



ერთგულმა ძაღლმა 6, 5 კმ ირბინა ორეგონში ველურ ბუნებაში, რათა დახმარება ეპოვა დაზარალებული პატრონისთვის.




ადგილობრივი შერიფის თქმით, ბრენდონ გარეტის შინაურმა ცხოველმა ორშაბათს დილის 9:30 საათზე ბეიკერის ოლქში კემპინგში მიირბინა, სადაც მისი ოჯახი დაბანაკდა.



მამაკაცის ნათესავებმა დაიწყეს ბრენდონის ძებნა და მდინარესთან ამობრუნებული პიკაპი იპოვეს.

image

გარეტის ოთხი ძაღლიდან ერთი კი დარაჯობდა მანქანას. შემთხვევის ადგილზე დამოუკიდებლად მისვლა ოჯახმა ვერ შეძლო, ამიტომ მაშველები გამოიძახეს.

image

"შერიფი ეში შემთხვევის ადგილზე მივიდა და დაინახა მანქანამ ციცაბო, ბუჩქებიან ხევში გადავარდნილი. როდესაც ის ნაკადულთან მისასვლელად ფონს ეძებდა, მან გაიგონა მამაკაცის ყვირილი, რომელიც დამხარებას ითხოვდა"_ნათქვამია ბეიკერის ოლქის შერიფის ოფისის განცხადებაში.

image

აღმოჩნდა, რომ მძღოლმა მოსახვევში ავტომობილი ვეღარ დაიმორჩილა და მისი პიკაპი კლდიდან გადავარდა. მსხვერპლმა ხოხვით მოახერხა მანქანიდან ასი მეტრის მოშორება, თუმცა ტრავმამ ფერდობზე ასვლის საშუალება არ მისცა. მამაკაცმა დღე და ღამეც ხევში გაატარა.

დილით კი ძაღლმა ბანაკს მიაკითხა.



მაშველებმა ბრანდონი საბაგირო სისტემით გამოიყვანეს და შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მამაკაცის მდგომარეობა უცნობია, თუმცა ოთხივე ძაღლი საშინელ შემთხვევას უვნებლად გადაურჩა.წერს The Guardian-ი.

0
193
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
193
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0