x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"15-20-მა პოლიციელმა უგონოდ სცემა 3 ბავშვს" - გორში პოლიციის თანამშრომლებს ძალადობაში ადანაშაულებენ
image

გორის პოლიციის თანამშრომლებს ძალადობაში ადანაშაულებენ "მთავარი არხის" ინფორმაციით, დაზარალებულების ოჯახები ამტკიცებენ, რომ სამ ახალგაზრდას სამართალდამცველები სასტიკად გაუსწორდნენ, შემდეგ კი მათ ხელბორკილები გამოგონილი ბრალდებით დაადეს.


"ჩემი შვილი კვებოდა... დაცემული ეგდო და კვდებოდა.თავი ჰქონდა გატეხილი და ძალიან ცუდ მდგომარეობაში, სისხლიანი იყო, მაიკა სისხლიანი ჰქონდა და ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. ქურდობას აბრალებენ, მაგრამ ფაქტზე არ დაუჭერიათ. სულ ტყუილა "პადიეზდში" ისე იყვნენ, შემთხვევით შესულები, სიგარეტს ეწეოდნენ და დააკავეს და არაფერი არ უმტკიცდებათ, ხო უნდა დამტკიცდეს, არა? - ამბობს დაკავებული გიორგი უმეკაშვილის დედა, ელენე ხეჩეტურიანი.



კიდევ ერთი დაკავებულის, ლევან კორინთელის დედა, ნანა არჩვაძე კი ამბობს: "უსამართლოდ ჰყავთ დაკავებული 19 წლის ბავშვები. ქურდობაზე ედავებიან. პოლიციამ უგონოდ სცემა, უსამართლოდ სცემა, ბორკილები დაადეს და ისე სცემეს. როგორ შეიძლება, 19 წლის ბავშვები ასე სცემო... ბორკილები ედო ჩემს შვილს და ისე ურტყამდა 15-20 კაცი".



როგორც "მთავარი არხი" იუწყება, მათ მოიპოვეს საქმის მასალები და მოახერხეს ყველა იმ პოლიციელის იდენტიფიცირება, რომელებიც მორიგ სავარაუდო შეკერილ საქმეში მონაწილეობენ.

1
369
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
369
  
სასაცილოა,3 ადამიანის ცემას 10-15 აწარმოებდა? იქნებ 15-20 იყო? თან 19 წლის რანაირი ბავშვია,ხო არ გძმარათ შიგადაშიგ? 18 წლის ხალხი ჯარებში მიყავთ და შესაძლოა ომმაც მოუწიოთ,ხოდა რა გამოდის,ბავშვებს ვუშვებთ ომში? 19 წლის ბავშვები და 15 წლის მოზრდილები რო გვყავს ქვეყანაში, იმიტომაც არის ტ რ ა კ ი ს კ ე ნ საქმე. ჯერ ასეთ ნიუსს რო გაავრცელებ ტელევიზია,მერე ამას რო გააზიარებ სადმე,ხომ უნდა იფიქრო და ექიმს ეჩვენო,მარა არა,მაინც ჯიუტად ავრცელებენ ამ სირობას.
0 1 1