სხვა 17 წიგნის მაღაზია, რომელიც არღვევს სტერეოტიპებს 8 ივნისი, 20:10 თუ ფიქრობთ, რომ წიგნის მაღაზია მოსაწყენი ადგილია ბევრი წონიანი ტომით, ვჩქარობთ გაჩვენოთ ნაკრები, რომელიც ამ მხრივ ყველა სტერეოტიპს არღვევს. 1. City Lights Bookstore სან-ფრანცისკოში მაღაზია დააარსა პოეტმა ლოურენს ფერლინგეტმა, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მეორე სართულის მთელი სივრცე პოეზიას ეთმობა. ოთახის მთელ სიგრძეზე აქა-იქ სკამები დგას ვიზიტორებისთვის. ასე შეძლებენ აუჩქარებლად, ბუნებრივი სინათლით ტკბობისას, გააზრებულად აირჩიონ შესაფერისი ლიტერატურული ნაწარმოები, რომლის სახლში წაღებაც სურთ. 2. Word on the Water ლონდონში უპირველეს ყოვლისა, მაღაზია გამოირჩევა იმით, რომ ბარჟაზეა განთავსებული. აქ შეგიძლიათ ბორტზე ახვიდეთ თაროებზე წარმოდგენილი წიგნების გასაცნობად (ასევე დატკბეთ კაპიტნის კატებთან ურთიერთობით) ან გემის სახურავზე ორგანიზებულ მუსიკას მოუსმინოთ და პოეზიის წაკითხვით ისიამოვნოთ. 3. The Livraria Cultura სან პაულუში, ბრაზილია ადგილი, რომელიც ბრაზილიის ყველაზე დიდი წიგნის მაღაზიის სახელს ატარებს, ასევე უნიკალური საბავშვო მოედანია. შენობაში დაგხვდებათ შთამბეჭდავი ზომის დრაკონის ფიგურები, რომლის შიგნით ბავშვებს იწვევენ სათამაშოდ, დასვენების ზონები და 4 სართული წიგნებით სავსე მრავალრიცხოვანი დერეფნებით. 4. Libreria Acqua Alta ვენეციაში ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ადგილი წყალზე გაშენებულ რომანტიკულ ქალაქში. წიგნის მაღაზია პატარაა, მაგრამ სავსეა მრავალფეროვანი წიგნებით. წიგნებით სავსეა გონდოლაც, პატარა ნავებიც და აბაზანაც. აქ შეგიძლიათ საინტერესო წიგნი აიღოთ და კითხვისას ფეხები არხის წყალში ჩაყოთ. 5. Librería El Ateneo ბუენოს-აირესში ყოფილი თეატრის შენობა ყველა თანმხლები ელემენტით: ბრწყინვალე არქიტექტურული გაფორმება, დიდებული ალისფერი პორტიერა, იტალიური ფრესკები და დახვეწილი ქანდაკებები წიგნის მაღაზიად გადაკეთდა. დიდებულ ატმოსფეროს მხარს უჭერს ცოცხალი ფორტეპიანოს მუსიკა. 6. Cook & Book ბრიუსელში ამ უჩვეულო ადგილის ნაწილი წიგნის მაღაზიაა, ნაწილი - კაფე. სივრცე დაყოფილია 9 დარბაზად, რომელიც ეძღვნება ლიტერატურის გარკვეულ განყოფილებას. თითოეულ ოთახს აქვს თავისი, სრულიად უნიკალური დიზაინი. მაგალითად, ინგლისური დარბაზი ნამდვილ პაბს ჰგავს. 7. Livraria Lello პორტოში, პორტუგალია უძველესი წიგნის მაღაზია, რომლის ნახვა ნამდვილად ღირს. შენობის შეუმჩნეველი გარეგნობა მალავს ყველაზე დიდ ლიტერატურულ და ესთეტიკურ სიუხვეს. მაღაზიაში მუქი ხის დახვეწილი კიბეები გიწვევთ მეორე სართულზე, სადაც წიგნის თაროები იკავებენ მთელ სივრცეს იატაკიდან ჭერამდე. 8. Librairie Ptyx ბრიუსელში მაღაზიაში შესვლამდეც გასაგებია, რომ ეს ერთგვარი ხელოვნების ნიმუშია. აქ საგულდაგულოდ ინახება მსოფლიო ბესტსელერები, შენობის კედლებზე კი მათ ავტორებს პატივს სცემენ. 9. The Last Bookstore ლოს-ანჯელესში მასიური სვეტები და თაღოვანი ჭერები ვიზიტორებზე შთაბეჭდილებას ახდენს. გარდა ამისა, მაღაზიაში თავს სხვა სამყაროში იგრძნობთ. აქ შეგიძლიათ იპოვოთ ძველი და მეორადი წიგნები, ასევე შეიძინოთ ზოგიერთი ეგზემპლარი მხოლოდ 1 დოლარად, თუ მეორე სართულის განყოფილებაში გადახვალთ. 10. Cafebrería El Péndulo მეხიკოში ჭიქა მოჰიტოს და გემრიელი ლანჩის სანაცვლოდ შეგიძლიათ არჩეული წიგნი იქვე წაიკითხოთ, ასე მაღაზიის მფლობელი უზრუნველყოფს მუდმივ მყიდველობით აჟიოტაჟს. კულინარიული და ლიტერატურული სიამოვნებით ტკბობა შეგიძლიათ ღია ცის ქვეშ, სადაც მზის შუქი და აყვავებული სიმწვანე ქმნის ენით აუწერელ ატმოსფეროს. 11. Atlantis Books სანტორინიში, საბერძნეთი მაღაზიის გასაოცარი ატმოსფერო გამოქვაბულს წააგავს და მრავალი წარწერით დაფარული კედლები ექსკლუზიურობას მატებს. საოცარი მიმოწერა შეიცავს ვიზიტორების მიერ დატოვებულ სხვადასხვა კომენტარს და შეტყობინებას. წიგნის მაღაზია რეგულარულად აწყობს თემატური ფილმების ჩვენებებს, ავტოგრაფის სესიებს მწერლებთან და კულინარიული ფესტივალებსაც. 12. Powell’s Books პორტლენდში, ორეგონი უზარმაზარი მაღაზია. შენობა ადრე ეკუთვნოდა პორტლენდის ავტომობილების დილერს. დარბაზების გიგანტური ზომის წყალობით ვიზიტორებს შეუძლიათ თავისუფლად გაისეირნონ წიგნების უთვალავ რიგებს შორის, დალიონ ადგილობრივ კაფეში შეძენილი ყავა და დატკბნენ ლიტერატურის სიყვარულით სავსე ცხოვრებით. 13. Librairie Avant-Garde ნანკინში, ჩინეთი ხედავთ ყვითელ ზოლებს ამ მაღაზიაში? ოდესღაც ეს ოთახი უზარმაზარ ავტოფარეხს ეკუთვნოდა. ყველაფერი გენიალური მარტივია გარდა იმისა, რომ ვიზიტორებს მანქანის გასაჩერებლად სხვა ადგილის მოძებნა მოუწევთ. 14. Dickson Street Bookshop ფაიეტვილში, არკანზასი, აშშ-ს შტატი მყუდრო მაღაზია შესანიშნავი ადგილია ძველი და იშვიათი წიგნების დამფასებლებისთვის. წარმოდგენილი ძველი და ახალი წიგნები ფანტაზიას იპყრობს. 15. Books Actually თიონ ბაჰრუში, სინგაპური საყვარელი პატარა მაღაზია ხშირად გიწვევთ წიგნების ჯგუფურ კითხვაზე. წიგნების გარდა მაღაზია სავსეა სხვადასხვა საყვარელი წვრილმანით, რომელიც ატმოსფეროს წარმოუდგენლად მყუდროს ხდის. წარმოდგენილ ნამუშევრებს შორის ხშირად გვხვდება ადგილობრივი ავტორების შემოქმედება და ლიტერატურა ინდი თემებით. 16. Boekhandel Dominicanen მაასტრიხტში, ნიდერლანდებში მხოლოდ აქ შეგიძლიათ გაიაროთ წიგნების თაროებს შორის 700 წლის ნამდვილ ეკლესიაში. გოთური არქიტექტურისა და თანამედროვე ავეჯის გასაოცარი კავშირი იწვევს მშვიდ სიამოვნებას. 17. Brattle Book Shop ბოსტონში ანტიკვარული წიგნის ერთ-ერთი უდიდესი მაღაზია, რომელიც ჯერ კიდევ 1825 წელს დაარსდა. სამდონიანი თაროები პირდაპირ ღია ცის ქვეშ განთავსებულია. 81 1-ს მოსწონს |