x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"რაც მოხდა, ყველას გაგაკვირვებთ "- რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


კონგრესში ნატა საბანაძის სიტყვით გამოსვლით უკმაყოფილო "ნაციონალური მოძრაობის" წევრთა კრიტიკას და მათი მხრიდან დიპლომატისთვის "გახარიას კუკლას" ძახილს სოციალურ ქსელში "ევროპული საქართველოს" წევრი თამარ ჩერგოლეიშვილი ეხმაურება და ზემოაღნიშნული პარტიის წარმომადგენლებს ამის გამო "უღირს მონაქალებს" უწოდებს, რომელთა "ერთადერთი პოლიტიკური "დამსახურებაც" მისივე თქმით, მხოლოდ მიშას მორჩილება და მისი "ტუფლების" ამბორია!":


"ნატა საბანაძე არის უაღრესად თავმდაბალი, გონიერი, უკიდურესად განათლებული, წესიერი და პატრიოტი ადამიანი.

ის ჩემი ბავშვობის მეგობარია, ერთად ვიარეთ სკოლაში, მასწავლებლებთან, უნივერსიტეტში - ჩემი ბავშვობაა.

მაგრამ ალბათ იცით, რომ მეგობრებს არ ვზოგავ, თუ სამართლიანად ვთვლი.

მე და ნატა ხშირად ვყოფილვართ განსხვავებულ პოზიციებზე.

გუშინდელ მოსმენაზეც, რაღაცეებს სხვანაირად ვიტყოდი.

მაგრამ ერთია შინაარსის კრიტიკა.


მეორეა მისთვის "გახარიას კუკლას" ძახება მიშას შტერი და უღირსი მონაქალებისგან, რომლებიც სიაში მიშას მონობის ნიშნით მოხვდნენ და ტივტივებენ - რომელთა ერთადერთი პოლიტიკური "დამსახურება" მიშას მორჩილება და მისი "ტუფლების" ამბორია!


მხოლოდ და მხოლოდ ნატას დამსახურებაა ის, რომ კონგრესმა ნატა დაპატიჟა - პირადად მის მიერ გადადგმული ნაბიჯების და მისი შრომის.

P.S. ძაან გავცოფდი ვიღაც ბანდერლოგი ქალების ლანძღვა-გინებაზე და 90 იანების ავტობუსი გამახსენდა, გეოგრაფიიდან მოვდიოდით, ისეთი მორიდებულია, ავტობუსში ვიღაც ნაბიჭვრები აწუხებდნენ და ეს ხმას არ იღებდა, სახით მივხვდი რომ ვიღაც ავიწროვებდა და თვალი გავაყოლე.


მერე რაც მოხდა ყველას გაგაკვირვებთ - ძველ კინოსტუდიასთან, ეს ვიღაც ორი ოღრაში ავტობუსიდან ჩამოვყარე წიხლებით და ხელჩართულმა ვიჩხუბე, დასისხლიანებამდე - ნუ მცემეს იმათაც ცხადია ????


ძაან ამაყად ვიარე სახლამდე დიდუბეში თმაგაჯეჯილმა და სისხლიანმა."- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.



შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანი წითლიძე პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას მრჩეველს საგარეო მიმართულებით, ნატალია საბანაძეს დაუპირისპირდა.


ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ მოსმენაზე ე.წ. მოწმის სახით იყო მიწვეული. დეპუტატ ანი წითლიძის გაღიზიანება კი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა შესახებ დიპლომატისთვის დასმული კითხვის პასუხს მოჰყვა. საბანაძის თქმით, სააკაშვილის პარტიის მხარდაჭერა 10-დან 15%- მდე მერყეობს:


"მიხეილ სააკაშვილის პარტიის მხარდაჭერა 10-დან 15 პროცენტამდეა და მისი მხარდაჭერაც ამით შეიძლება, შევაფასოთ. იგი ციხეში არა და, საავადმყოფოში იმყოფება. ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", – განაცხადა საბანაძემ. აღნიშნულ განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანი წითლიძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტით გამოეხმაურა:


"ნატალია საბანაძე გახარიას პარტიის წევრია. გადაეცით, მისი ლიდერი გახარია რუსულ რეჟიმს რომ ამაგრებდა და ბიძინა მესია ეგონა, სულ რაღაც, 3/4 წლის წინ არც, ანაკლიის პორტი რომ ჩააფლავა, თვალებს რომ თხრიდა ხალხს, „ნაცებს“ კი დასრულებით გვემუქრებოდა, მაშინაც კი იზრდებოდა „ნაცების“ ამომრჩეველი და დღემდე ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიაა მიუხედავად, შიდა და გარე მიზანმიმართული რყევებისა. შესაბამისად, სააკაშვილის ამომრჩეველი კარგად დაითვალოს. გახარია რომ უყალბებდა არჩევნებს და საარჩევნო ტერორს ხელმძღვანელობდა, მაშინაც კი გახარიაზე ასჯერ მეტი პერსონალური ხმა ჰქონდა მიშას. ცოტა მეტი მომზადება არ აწყენდა", - დაწერა წითლიძემ.







0
776
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
776