x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
"გადადეთ თქვენი ფარშევანგა ეგოები და ალესილი კლანჭები... ტეხავს…"- ვის მიმართავს ბაია პატარაია

image


უფლებადამცველი, ბაია პატარაია პოსტს ავრცელებს, სადაც იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც "ჯაფარას პოდკასტში" საქართველოს ნაკრებისა და "კარლსრუეს" ფორვარდის, ბუდუ ზივზივაძის ინტერვიუს აკრიტიკებს:


"ყველა, ვინც ეხლა პოზიორობს, ფეხბურთელებს ზემოდან უყურებს და ქცევას უწუნებს, უბრალოდ ცდილობს მათზე უკეთესი გამოჩნდეს რაღაცაში. ესაა მორალისტობა, იაფფასიანი კეკლუცი და ვნება, რომ ვინც აამაღლეთ ერთი თვის წინ, ახლა დაამციროთ. ამ ხალხს სჭირდება გაფრთხილება და თანადგომა თამაშის წინ და გადადეთ თქვენი ფარშევანგა ეგოები და ალესილი კლანჭები ცოტა ხნით გვერდზე, თუ შეიძლება. ტეხავს…"- წერს ბაია პატარაია.


საქართველოს ნაკრებისა და "კარლსრუეს" ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე გადაცემა "ჯაფარას პოდკასტში" გასულ თვეებში ჩვენს ქვეყანაში მომხდარ პროცესებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა:


"ყოველთვის ვიძახდი, რომ რუსეთი მტერია და მაგას ყოველთვის ვიტყვი. დედაჩემიც აფხაზეთიდან არის დევნილი და გამოცდილი აქვს დედაჩემს ეს რუსეთის აგრესია და, რა თქმა უნდა, დედაჩემიდანაც გამომდინარე და ეგეც რომ არ ყოფილიყო, ისედაც ვხედავთ, ახლა უკრაინაში რაებს აკეთებენ და ჩვენთან, თუნდაც 2008 წელს რაც გააკეთეს. მაგ დროს შეიძლება ცოტა პატარა ვიყავი, მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს. რუსეთი არა მარტო ჩვენთვის, თითქმის ყველასთვის მტერი სახელმწიფოა", - განაცხადა ზივზივაძემ.







0
239
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
239