x
მეტი
  • 19.06.2024
  • სტატია:135455
  • ვიდეო:351961
  • სურათი:509742
5 გემრიელი დესერტი ფქვილისა და შაქრის გარეშე
image



ადამიანები იყოფიან ორ ტიპად: ისინი, რომელთაც ტკბილეული უყვართ, და ისინი, რომლებიც მას აღმერთებენ. არიან ისინიც, რომელთაც ამ სიყვარულის გამო ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლა უწევთ. გავარკვიეთ, რომელი ტკბილეული არ შემატებს სანტიმეტრებს თქვენს წელს და ავარჩიეთ 5 გემრიელი ვარიანტი!



კანფეტი ქიშმიშით, ფორთოხლის ცედრით და თაფლით

image

რა დაგჭირდებათ?


1 ჭიქა ქიშმიში, 1 ჭიქა ნიგოზი, 1 ფორთოხლის ცედრა, 2 სუფრის კოვზი თაფლი, სეზამის თესლი, ქოქოსის ფანტელები ან კაკაოს ფხვნილი ამოსავლებად.



როგორ მოვამზადოთ?

ნიგოზი დააბლენდერეთ. ღრმა თასში ჩაყარეთ. ფორთოხლის ცედრა წვრილად გახეხეთ. ქიშმიში დაჭერით და დაუმატეთ. ქიშმიში, ცედრა და თაფლი ერთიანი მასის მიღებამდე აურიეთ. მიღებულ მასას ნიგოზი დაუმატეთ და აურიეთ. სველი ხელით კანფეტის ბურთების გააკეთეთ. თითოეული კანფეტი საფანელში ამოავლეთ და 2-3 საათი მაცივარში შეინახეთ გასამაგრებლად.



ხილის სალათა იოგურტით

image

რა დაგჭირდებათ?

2 ბანანი, 1 დიდი ფორთოხალი, 1 კივი, 1 ხურმა, 2 ტკბილი ვაშლი, იოგურტი, 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, პიტნის ფოთლები გასაფორმებლად.



როგორ მოვამზადოთ?

ხილი გარეცხეთ, გაამშრალეთ და გათალეთ, თანაბარი ზომის კუბებად დაჭერით. ვაშლს წინასწარ ლიმონის წვენი მოასხით. ხილი ფერად მთებად მოათავსეთ, ზემოდან იოგურტი მოასხით და პიტნის ფოთლებით გააფორმეთ.



გოზინაყი მულტისახარშში

image

რა დაგჭირდებათ?

200 გრამი გასუფთავებული თესლი, 4 სუფრის კოვზი თაფლი.



როგორ მოვამზადოთ?

გოზინაყის ფორმა წინასწარ მოამზადეთ. ბრტყელ თეფშზე პერგამენტი გაშალეთ და ოდნავ ცივი წყლით დაასველეთ. მულტისახარშში „ცხობის“ რეჟიმი ჩართეთ და თაფლი მასში მოათავსეთ. მასას აურიეთ, დაელოდეთ, სანამ მთლიანად გადნება და „კარამელიზაციის“ პროცესი დაიწყება.



თაფლს თესლი დაუმატეთ და ნარევს 15 წუთის განმავლობაში პერიოდულად აურიეთ. ცხელი ნარევი თეფშზე გადაიტანეთ და გაასწორეთ. სანამ ნარევი მთლიანად გამაგრდება, რამდენიმე ადგილას ჩაჭერით, რომ შემდეგ ადვილად გატეხოთ. ნახევარი საათით გააჩერეთ გასამაგრებლად.



ნუში-ვაშლის რულეტი

image

რა დაგჭირდებათ?

1 კგ ვაშლი, 15 გრამი ჟელატინი, 3 კვერცხის ცილა, 5 კვერცხი, 225 მლ წყალი, 110 გრამი თაფლი ცომისთვის, 75 გრამი შიგთავსისთვის, 140 გრამი გასუფთავებული ნუშა.



როგორ მოვამზადოთ?

ვაშლი გათალეთ და პატარა ნაჭრებად დაჭერით, 5 წუთით მიკროტალღურ ღუმელში გამოაცხვეთ. ჟელატინს ცივი წყალი დაასხით და ადუღებამდე მიიყვანეთ, გააჩერეთ ოთახის ტემპერატურამდე გაგრილებამდე. გამომცხვარი ვაშლი დააბლენდერეთ, დაუმატეთ ჟელატინი, თაფლი და 3 კვერცხის ცილა რიგრიგობით და ჰაეროვანი მასის წარმოქმნამდე მიიყვანეთ.



შიგთავსის გასასქელებლად მინიმუმ 1 საათი მაცივარში შეინახეთ. ყავის საფქვავით ნუში დაფქვით. 5 კვერცხის გული თაფლთან ერთად ათქვიფეთ, დაუმატეთ ნუშის ფქვილი. ცალკე ათქვიფეთ კვერცხის ფქვილი მწიკვ მარილთან ერთად.



კვერცხის გულის მასა დანარჩენ მასას ფრთხილად აურიეთ. ჰაეროვანი ცომი უნდა მიიღოთ. ღუმელი 190 გრადუსამდე გააცხელეთ, ცომი პერგამენტზე გაასწორეთ და 10-12 წუთი აცხვეთ. ბისკვიტის ფენა პირსახოცზე გადმოიტანეთ, ქაღალდი მოაშორეთ. სქელი შიგთავსი ბისკვიტის ფენაზე გადაიტანეთ, გაანაწილეთ, რულეტი დაახვიეთ და მაცივარში შეინახეთ.



შოკოლადის ტორტი ფქვილის, შაქრის და თაფლის გარეშე

image

რა დაგჭირდებათ?

ბისკვიტისთვის: 4 სუფრის კოვზი პუდინგი, 6 კვერცხი, 4 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი, მწიკვი მარილი, შაქრის შემცვლელი.



კრემისთვის: 400-500 გრამი რბილი უცხიმო ხაჭო, 50 მლ უცხიმო რძე ან იოგურტი, მწიკვი ვანილი, შაქრის შემცვლელი.



ჭიქურისთვის: 2 კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი უცხიმო კაკაო, 1 სუფრის კოვზი მშრალი უცხიმო რძე, 1 სუფრის კოვზი რბილი ხაჭო, შაქრის შემცვლელი.



როგორ მოვამზადოთ?

კვერცხის გულები ცილებისგან დააცალკევეთ და საფუძვლიანად შეურიეთ დარჩენილ ინგრედიენტებს. თუ შაქრის შემცვლელი აბებშია, მაშინ დაფქვით 2 სუფრის კოვზი ფხვნილის წარმოქმნამდე. კვერცხის ცილები მწიკვ მარილთან ერთად ძალიან სქელი მასის მიღებამდე ათქვიფეთ.



ცილა ძირითად მასას ფრთხილად დაუმატეთ, რომ მასა არ დაეცეს. ფორმაში ჩაასხით და 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთი აცხვეთ. ხის ჩხირით შეამოწმეთ მზაობა. გაცივებული ბისკვიტი ორ ფენად გაყავით. კრემის ყველა ინგრედიენტი ათქვიფეთ, კრემი ტორტს შუაზე წაუსვით. ჭიქურის ინგრედიენტები აურიეთ და ტორტს ზემოდან წაუსვით. ცოტა ხნით მაცივარში შეინახეთ. ტორტი მზად არის.

0
81
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
81