x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ამერიკელ მომღერალს კონცერტის დროს ღამურამ უკბინა(ვიდეო)
image


ესპანეთში კონცერტის დროს ამერიკელ მომღერალს ღამურამ უკბინა. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.

როკ ჯგუფ The Pretty Reckless-ის წევრი და სერიალ "ჭორიკანას"ვარსკვლავი ტეილორ მომსენი ივნისის პირველ შაბათ-კვირას ესპანეთში გასტროლებზე იმყოფებოდა.

Pretty Reckless ე.წ. გამახურებელ ბენდად გამოდის ლეგენდარული როკ-ჯგუფის AC/DC-ის კონცერტების წინ.


მომსენი სიმღერას ასრულებდა, როდესაც მაყურებლებმა მოულოდნელად ყვირილი დაიწყეს და ჟესტებით ანიშნეს მომღერლის ფეხზე. გაირკვა, რომ ღამურმა, რომელიც სცენაზე შემოფრინდა, მომსენის ქვედაკაბის კიდეზე დაეჭიდა.

image

ცხოველმა, ალბათ, შიშისგან შემსრულებელს ფეხზე უკბინა. მომსენმა ინციდენტი მშვიდან, ყოველგვარი პანიკის გარეშე მიიღო: ფეხზე ღამურით, მან სიტყვით მიმართა აუდიტორიას და თქვა, რომ ის "ნამდვილად კუდიანია" და მიუთითა სიმღერაზე "Witches Burn", (კუდიანები იწვიან)რომელიც ახლახან იმღერა. მან დახმარებისთვის უხმო ჯგუფის სხვა წევრებს, რომლებმაც შეძლეს ღამურის გაძევება. ინციდენტი არაერთ ვიდეოზეა გადაღებული.


კონცერტის დასრულების შემდეგ, მომსენი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ცოფის საწინააღმდეგო აცრა გაუკეთეს. მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ქალმა ვაქცინაციის სრული კურსი უნდა ჩაიტაროს.

მომღერალმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს ნაკბენის კვალი და ასეთი მინაწერი დაურთო რომ "ღამურა საყვარელი იყო, მაგრამ დიახ - მან მიკბინა".

image


შეგახსენებთ, პოპულარული მუსიკის ისტორიაში ყველაზე ცნობილი ინციდენტი ღამურასთან დაკავშირებთ ეკუთვნოს ოზი ოსბორნს, რომელმაც 1982 წელს აიოვაში კონცერტის დროს ფანისგან ნასროლ ღამურას თავი მოაჭამა....რა თქმა უნდა მომღერალს ცოფის საწინააღმდეგო ვაქინაციის ჩატარება მოუხდა.

image


0
220
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
220
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0