კულტურა ამერიკელ მომღერალს კონცერტის დროს ღამურამ უკბინა(ვიდეო) 2024, 6 ივნისი, 17:11 ![]() ესპანეთში კონცერტის დროს ამერიკელ მომღერალს ღამურამ უკბინა. ამის შესახებ CNN-ი იუწყება. როკ ჯგუფ The Pretty Reckless-ის წევრი და სერიალ "ჭორიკანას"ვარსკვლავი ტეილორ მომსენი ივნისის პირველ შაბათ-კვირას ესპანეთში გასტროლებზე იმყოფებოდა. Pretty Reckless ე.წ. გამახურებელ ბენდად გამოდის ლეგენდარული როკ-ჯგუფის AC/DC-ის კონცერტების წინ. მომსენი სიმღერას ასრულებდა, როდესაც მაყურებლებმა მოულოდნელად ყვირილი დაიწყეს და ჟესტებით ანიშნეს მომღერლის ფეხზე. გაირკვა, რომ ღამურმა, რომელიც სცენაზე შემოფრინდა, მომსენის ქვედაკაბის კიდეზე დაეჭიდა. ![]() კონცერტის დასრულების შემდეგ, მომსენი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ცოფის საწინააღმდეგო აცრა გაუკეთეს. მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ქალმა ვაქცინაციის სრული კურსი უნდა ჩაიტაროს. მომღერალმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს ნაკბენის კვალი და ასეთი მინაწერი დაურთო რომ "ღამურა საყვარელი იყო, მაგრამ დიახ - მან მიკბინა". ![]() შეგახსენებთ, პოპულარული მუსიკის ისტორიაში ყველაზე ცნობილი ინციდენტი ღამურასთან დაკავშირებთ ეკუთვნოს ოზი ოსბორნს, რომელმაც 1982 წელს აიოვაში კონცერტის დროს ფანისგან ნასროლ ღამურას თავი მოაჭამა....რა თქმა უნდა მომღერალს ცოფის საწინააღმდეგო ვაქინაციის ჩატარება მოუხდა. ![]() 220 3-ს მოსწონს
|