x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ვინ იყო მსახიობი და რა ბედია ეწია,რომელმაც როსკიპის როლი შეასრულა საკულტო კომედიაში "ბრილიანტის ხელი?"
image

ეს ქალი სულ ერთი წუთი ჩანს ფილმში, თუმცა სამუდამოდ დაამახსოვრა თავი მაყურებელს უკვდავი კინოკომედიიდან "ბრილიანტის ხელი".


მაინც ვინ იყო ჟღალთმიანი მსახიობი რომელიც დაგვამახსოვრდა ცნობილი ფრაზით "ციგელ-ციგელ ალიულუ"? მისი სახელია ვიქტორია ოსტროვსკაია და იგი ასრულებს მსუბუქი ყოფაქცევის ქალის როლს "ქალი ჭიშკრიდან".

image


უნდა აღნიშნოს, რომ, რომ საკულტო სურათის გადაღების დროს, ვიქტორიას სამსახიობო გამოცდილება საერთოდ არ ჰქონდა მიღებული. იგი მუშაობდა დისპეტჩერად ავტო ბაზაში, როდესაც ის შეამჩნია ლეონიდ გაიდაიმ.


image

სემიონ სემიონოვიჩი(იური ნიკულინი) "სიყვარულის ქურუმთან" (ვიქტორია ოსტროსვკაია) შეხვედრის დროს: "ის სადღაც მიხმობს, რაღაც მოხდა"



"ბრილიანტის ხელში" ცნობილი როლის შემდეგ, მას სურდა გაეგრძელებინა კინოში მოღაწეობა, მაგრამ მასზე მოთხოვნა კინორეჟისორებისგან ფაქტობრივად აღარ ყოფილა.მას შემდეგ კიდევ ერთი ეპიზოდური როლი შეასრულა ფილმში "ძველი ნაცნობი" და მაგით დასრულდა მისთვის კინოკარიერა.

image

სამაგიეროდ იყო გორკის სახელობის რუსული დრამის დნეპროპეტროვსკის აკადემიური თეატრის და სიზრანის დრამატული თეატრის მსახიობი.

image

30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იგი მუშაობდა ბიბლიოთეკარად რუსეთის სახელმწიფო ბიბლიოთეკის სამხატვრო განყოფილებაში. ასევე პარალელურად მრავალი წლის განმავლობაში იყო აერობიკის მწვრთნელი.

image

ვიქტორია ოსტროვსკაია, წელს, 13 თებერვალს გარდაიცვალა 85 წლის ასაკში;


"ვიქტორია ჩვენს პროგრამაში იყო მოწვეული და დადიოდა ხმები იმის შესახებ, რომ იგი სიცოცხლის ბოლოს ნათესავებმა ბედის ამარა მიაგდეს და სიღარიბეში დატოვეს. წარმოუდგენლად დრამატული ბედია. Სამწუხაროა. ღმერთმა აცხონოს, ” - აღნიშნა ტელეწამყვანმა ანდრეი მალახოვმა თავის ტელეგრამ-არხზე.

image


შეგახსენებთ, "ბრილიანტის ხელს" ყველა დროის საბჭოთა ფილმების რეიტინგში პოპულარობის მიხედვით მე-3 ადგილი უკავია, ფილმი კინოთეატრებში 76-მა მილიონმა ადამიანმა ნახა.

0
619
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
619
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0