x
საქართველო 102 წელია ძირძველი მიწის - ლორეს გარეშე
image


1921 წლის თებერვალი ტრაგიკული თარიღია საქართველოს ისტორიაში. 2024 წლის 25 თებერვალს 102 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება ოფიციალურად დამყარდა და ფაქტობრივად დაიწყო საბჭოთა ოკუპაცია. იმ დროს ბოლშევიკები მხოლოდ ქვემო ქართლსა და თბილისს აკონტროლებდნენ, ხოლო დასავლეთ საქართველოში წინააღმდეგობა გრძელდებოდა, მიუხედავად ამისა ქართული სახელმწიფოს ბედი უკვე განსაზღვრული იყო. ერთი თვის შემდეგ, წინააღმდეგობის უკანასკნელი კერაც ჩაახშეს და საქართველომ თითქმის 7 ათეული წლის განმავლობაში დაკარგა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.


„კავკაზპლუსი“ არაერთხელ წერდა, რომ 1921 წელს საქართველოს ოკუპაცია ე.წ „ლორეს ზონაში“ ჰაი ჩამოსახლებულთა აჯანყების გამო გახდა შესაძლებელი. ასე ერქვა რუსეთის იმპერიის დაშლის დროს ტფილისის გუბერნიის ქვემო ქართლის (იმ დროს ბორჩალოს) რაიონის სამხრეთ ნაწილის ადმინისტრაციულ ერთეულს, რომელსაც ჰაი ნაციონალისტებმა დაადგეს თვალი.


1918 წლის ბოლოს სწორედ ლორეს გამო განახორციელა სომხეთმა აგრესია საქართველოს წინააღმდეგ და დაიწყო სომხეთ-საქართველოს ომი. სომხეთმა წააგო, მაგრამ ქართული ჯარების შეტევა შეწყდა ინგლისის მოთხოვნით, რომლებმაც სრულიად დაუსაბუთებლად დაუქვემდებარეს ლორე დაშნაკური სომხეთის კონტროლს.



1920 წელს „დიადი სომხეთის“ შესახებ იდეებით შეპყრობილმა დაშნაკებმა, რომლებიც ცდილობდნენ რაც შეიძლება სწრაფად დაეპყროთ ანტანტას მიერ სევრის ხელშეკრულებით დაპირებული ტერიტორიები, ომი გააჩაღეს თურქეთის წინააღმდეგ. ჰაის ნაციონალისტებმა ძალები ვერ გამოთვალეს და თურქეთის არმიასთან სწრაფადვე დამარცხდნენ. შედეგად, თურქეთის ჯარების მიერ „ლორეს ზონის“ ოკუპაციის თავიდან ასაცილებლად, სომხეთი იძულებული გახდა დაებრუნებინა იგი საქართველოსთვის. ჰაი ნაციონალისტებს ვერც ამან გაუქრო ლორეს მიმართ ინტერესი და დაიწყეს მზადება საბჭოთა რუსეთის დახმარებით ამ ქართული ტერიტორიის დასაპყრობად.


1921 წლის დასაწყისიდან ლორე საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო და ეს მთელმა მსოფლიომ აღიარა. 1921 წლის დასაწყისში ლორეში მცხოვრები ჰაიები აჯანყდნენ საქართველოს წინააღმდეგ. სწორედ ეს აჯანყება გახდა ჩვენი ქვეყნის საბჭოთა ოკუპაციის მიზეზი.


აჯანყების მომზადებას თან ახლდა საბჭოთა სომხეთის ტერიტორიული პრეტენზიების წამოწევა საქართველოს წინააღმდეგ. სომხეთის გასაბჭოების შემდეგ ერევანში შეიქმნა სამხედრო რევოლუციური კომიტეტი ს.კასიანის თავმჯდომარეობით. მალე საგარეო საქმეთა სახალხო კომისრად დანიშნულმა ა.ბეკზადიანმა 1920 წლის 7 და 10 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაუგზავნა ნოტა, რომელშიც მოითხოვდა „ქართული ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანას ლორეს რაიონიდან“.


ამას საქართველოს ხელისუფლებამ ცალსახა უარით უპასუხა. ამას მოჰყვა 1920 წლის 30 დეკემბერს საბჭოთა სომხეთის მთავრობის ახალი მოთხოვნა საქართველოს მხრიდან „ლორეს ზონის“ სომხეთისთვის გადაცემასთან დაკავშირებით. ამაზეც უარი მიიღეს. პარალელურად, ჰაის მეხუთე კოლონის გამოყენებით, იმავე „ლორეს ზონაში“ დაშნაკები და ბოლშევიკები ამზადებდნენ აჯანყებას, რომელიც 1921 წლის თებერვლის დასაწყისში დაიწყო.


ბოლშევიკებმა, დაშნაკებმა და აჯანყებულებმა აშკარად იჩქარეს. საქმე იმაშია, რომ ლორეს ზონის შესახებ საქართველოს 1920 წლის ნოემბრის დროებითი შეთანხმება სომხეთის დაშნაკის მთავრობასთან მოქმედებდა 1921 წლის 13 თებერვლამდე, რის შემდეგაც საბოლოოდ უნდა განესაზღვრათ „ლორეს ზონის“, როგორც საქართველოს ტერიტორიის, სტატუსი. ეს „შუალედური თარიღი“ ჰაიებმა სათავისოდ გამოიყენეს „მუშათა აჯანყების“ მიზეზად. საინტერესოა, რომ ლორეში ეს „მუშები“ თავს ჰაიელ „ქართული ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლებად“ წარმოაჩენდნენ! "აჯანყების", მთავარი ცენტრი სოფელი სანაჰინი იყო.


აჯანყებულებმა დახმარებისთვის საბჭოთა რუსეთს მიმართეს. 1921 წლის 11-12 თებერვლის ღამეს, წითელი არმია "გამოეხმაურა აჯანყებულთა მხრიდან დახმარების მოთხოვნას“ და გადალახა საქართველოს საზღვრები. მოსკოვი რადიოში ავრცელებდა ინფორმაციას, რომ საქართველოში აჯანყება დაიწყო, მაგრამ კავკასიაში გადმოსცეს, რომ საბჭოთა სომხეთი შემოიჭრა საქართველოში და ბორჩალის ოლქის სომხეთთან შეერთება მოითხოვა. შედეგად, მე-11 ბოლშევიკურმა არმიამ ჩაახშო ქართული მცირერიცხოვანი ჯარის გმირული წინააღმდეგობა, 1921 წლის 25 თებერვალს დაიკავა თბილისი, ხოლო ერთი თვის შემდეგ - სრულიად საქართველო.


საინტერესოა, რომ ლორეს ჰაიების აჯანყების პირველ დღეებში საბჭოთა პროპაგანდა საუბრობდა „სომხურ-ქართულ კონფლიქტზე“ და რომ ლორე „საქართველოს მიერ უკანონოდ ოკუპირებული სომხური მიწა“ იყო. ბოლშევიკებმა შულავერის ჰაი აჯანყებულები "აჯანყებულ ქართველ მუშებად" მხოლოდ მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც 1921 წლის 16 თებერვალს, საბჭოთა შემოჭრის შემდეგ, შულავერში, ლორეს ზონის მიღმა ჰაიები საქართველოს კანონიერ ხელისუფლებას აუჯანყდნენ. მათ როგებში კი ქართველები საერთოდ არ იყვნენ.


საქართველოს ღალატისთვის ჰაიებმა ბოლშევიკებისგან "ჯილდო" მიიღეს - ლორეს მიწები. 1921 წლის 7 ივლისს კავკასიის ბიუროს პლენუმმა სტალინის, ასევე საქართველოს სსრ და სომხეთის სსრ სახალხო კომისართა სვანიძისა და მრავიანის მონაწილეობით მიიღო გადაწყვეტილება „ლორეს ყოფილი ნეიტრალური ზონის“ შემოერთებაზედ სომხეთის სსრ-ში.


„ლორეს ზონის“ მოპოვებით, ჰაი ნაციონალისტებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ აქ ყოველგვარი ქართული კვალი წაეშალათ. პირველ რიგში, რეპრესიებში მოაყოლეს ლორეს მცირერიცხოვანი ქართული მოსახლეობა, როგორც „მენშევიკები“ და „კონტრრევოლუციური ელემენტები“. შედეგად, უმოკლეს ხანებში უძველეს ქართულ მიწაზე ქართველი საერთოდ აღარ დარჩა.


შემდეგ, დისკრიმინაციის, ისევე როგორც მთელი რიგი დეპორტაციების, პოგრომებისა და აშკარა გენოციდის გზით, ლორედან განდევნეს მთელი აზერბაიჯანელი ძირძველი მოსახლეობა. შედეგად, 1990 წლისთვის ლორეში ქართველი და აზერბაიჯანელი საერთოდ აღარ დარჩა.


მიუხედავად ამისა, ლორეში შემორჩა ქართული ეკლესია-მონასტრები. ახტალა, ქობაირი, ჰნევანკი და ათობით სხვა სალოცავი, ასევე ჰაების მიერ საზღვრის „გადაწევით“ დატყვევებული ხუჯაბი - ქართული ხუროთმოძღვრების ეს გამორჩეული ძეგლები დღეს ნანგრევებადაა ქცეული, შელახული და შეურაცხყოფილი. სომხური მხარე ქართველ მღვდლებსა და მომლოცველებს მათი მონახულების საშუალებას არ აძლევს. ლორეს უძველეს მიწაზე მოფენილი ქართული ეკლესია-მონასტრები მდუმარე მოწმეა იმისა, თუ ვინ არის ამ ტერიტორიის ნამდვილი მფლობელი.


0
356
შეფასება არ არის
ავტორი:ცოტნე აბრამიშვილი
ცოტნე აბრამიშვილი
356
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0