x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
"ამ წუთას ვხედავ აშენებულ ანაკლიის პორტს და საქართველოს ძლიერ საზღვარს აფხაზეთთან ერთად.!"-ლელა კაკულია

image

წინასწარმეტყველი ლელა კაკულია რამდენიმე ადრინდელ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს "ფეისბუქზე" საქართველოს პორტებთან დაკავშირებით.

ცნობისათვის: ეს წინასწარმეტყველებები ბევრი თქვენგანისთვის ცნობილია, ვინაიდან მანამდე არაერთხელ გამოქვეყნდა როგორც ქალბატონი ლელას საავტორო გაზეთში, ისე მის წიგნებში "ახალი სიტყვა" - სხვადასხვა წლების გამოცემებში.
✅️2007 წელი, 29 აპრილი
ამერიკა-ევროპას აინტერესებთ საქართველო, როგორც გამაერთიანებელი აზია-ევროპისა, საქართველოზე გამავალი მილები, პორტები და ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა.
✅️2009 წელი, 1 სექტემბერი
ვხედავ ფოთის გაგრძელებას, სადაც სამხედრო გემები დგანან - ანუ შენდება სამხედრო პორტი. ასევე ბათუმშიც.
✅️2010 წელი, 25 იანვარი
ფოთის პორტი მნიშვნელოვანი გამაერთიანებელი აბრეშუმის გზაა ევროპის ქვეყნებისთვის. შენდება პორტი, რომელიც ყველანირი ხომალდის, მათ შორის, სამხედრო გემების მიღებისთვისაც მზადაა. ამას ხელს ვერავინ შეუშლის!
✅️2010 წელი, 26 აპრილი
საქართველოს შავი ზღვისპირეთი სტრატეგიულად ძალზე მნიშვნელოვანია. ვხედავ, მომავალში პორტში ამერიკის სამხედრო გემები დგანან, შავ ზღვაზე ამერიკული ფლოტის დროშა ფრიალებს. ეს რუსეთს კი გააგიჟებს, მაგრამ ხმასაც ვერ ამოიღებს.
მომავალში იმასაც ვხედავ, რომ ამერიკის გემებზე ქართული დროშები იფრიალებს - ყველა გემს, ერთიც რომ არ დააკლდება, ამერიკელები საქართველოს დაუტოვებენ. თუმცა არც თავად მიდიან შორს.
✅️2010 წელი, 4 ივნისი
ვხედავ, იწყება ფოთის პორტის მშენებლობა. დიახ, ის გეგმები და მონახაზები, რომლებიც დაამუშავეს ფოთის პორტის ასაშენებლად, მომავალში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს - ადგილს, რომელიც ძალიან დასჭირდება ევროპასაც და ამერიკასაც. ასეა, საქართველო იყო და ყოველთვის იქნება აბრეშუმის გზა.
✅️2013 წელი, 25 დეკემბერი
ფოთში აუცილებლად აშედება ახალი პორტი, ვინაიდან ეს ამერიკის ინტერესებშია და გეგმა-პროექტიც მოდის ამერიკიდან; მათი შემუშავებულია.
✅️2014 წელი, 29 აპრილი
სანამ თავზე არ დაექცათ ევროპასა და ამერიკას ყველაფერი, მანადე ვერ დაინახეს, რამდენად საჭიროა დასავლეთისთვის საქართველო თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობით.
ვხედავ, მომავალში პორტების გამალებული მშენებლობები დაიწყება. კია სამუშაობი დაწყებული, მაგრამ სერიოზულ მუშაობას ვხედავ პორტებზე, სადაც სამხედრო გემები ჩამოდგებიან. ამას ვერავინ ვერ შეაჩერებს - ვერც რუსეთი და ვერც სხვა. ეს ბრძანება კოსმოსიდან მოდის.
ვხედავ, ძალიან საინტერესო სამეული შეიკვრება: თურქეთი, აზერბაიჯანი, საქართველო - სწორედ ასე, "სამეულს" შეარქმევენ ამ კავშირს. ამ საკითხში იდირიჟორებს ამერიკა და დიდ ინტერესსაც გამოამჟღავნებს, რითაც დაცვით ფორმას შეუქმნის საქართველოს. უბრალოდ, ეს ძალზე საჭირო გახდება ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკასთან მიმართებაში.
ვხედავ, აზერბაიჯანიც ძალიან დიდ ფულს ჩადებს შავი ზღვის პორტში და ასევე თურქეთიც.
✅️2017 წელი, 6 ნოემბერი
ვხედავ, პორტის მშენებლობა ანაკლიაში ძალიან მნიშვნელოვანია (რაც ადრევე მაქვს ნაწინასწარმეტყველები) და ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს მას.
✅️2019 წელი, 16 მარტი
ვხედავ შავი ზღვის პორტებს — დიახ, პორტებს და არა პორტს — სადაც ამერიკული დროშით მცურავი გემები დგას.
მინდა ვთქვა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, რომ ის ხელშეუხებელია. ვხედავ, ისარია პირდაპირ მისკენ მომართული. ეს არის უზარმაზარი ენერგია, რომელსაც ვერავინ მოერევა, ვერც გადაახტება. ანაკლიის პორტი იქნება ყველაზე პრესტიჟული პორტი მთელ შავ ზღვაზე. ის ნეგატიური ვარაუდები, რომლებიც ახლა მუსირებს მის გარშემო, ფუჭია და არ ასრულდება.
ამწუთას ვხედავ აშენებულ ანაკლიის პორტს და საქართველოს ძლიერ საზღვარს აფხაზეთთან ერთად.
არავის ვურჩევ, ცხვირი შეყოს ანაკლიის საქმეში, იმიტომ, რომ უფლის განრისხებულ სახეს ვხედავ. უფალს უყვარს თავისი შვილები — ადამიანები, მაგრამ, როცა ზღვარს გადახვალთ, არ დაგინდობთ.
სხვათა შორის, დიდი ფული ჩაიდება ანაკლიაში — ამერიკული და ევროპული ფული.
✅️2021 წელი, 18 აპრილი
საქართველოს შავ ზღვაში წამოწყებული ყველა პროექტი ბოლომდე მივა. ანაკლიის პორტი აშენდება — გრანდიოზული რამ აშენდება და იქ საქართველოს და ამერიკის დროშა იფრიალებს. ამინ!
ანაკლიის პორტი იქნება ძლიერი დასაყრდენი ბაზა ამერიკისა და ნატოსთვის მთელ შავ ზღვაზე. ეს, რა თქმა უნდა, რუსეთის პრეზიდენტს ძალიან გააღიზიანებს, მაგრამ ვერაფერსაც ვერ იზამს.
0
421
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
421
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0