x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ძველი ჰოლივუდის ლამაზმანს და მონროს მთავარ მეტოქეს 93 წელი შეუსრულდა - მეიმის ფოტოების ნახვამდე სჯობს, რომ ცოტა ხნით ჩამოჯდეთ

image


"შეუძლებელია!"- წერენ აღფრთოვანებული ინტერნეტ მომხმარებლები ძველი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ასაკოვანი ლამაზმანის ფოტოების ქვეშ. ჰოლივუდის ხანდაზმულ ლამაზმანს და მერლინ მონროს მთავარ მეტოქეს მეიმი ვან დორენს 93 წელი შეუსრულდა.


imageimage


ინტერნეტქსელის მომხმარებლები გაოცებულები დარჩნენ, როცა 1950-იანი წლების ცნობილი ამერიკელი მსახიობისა და სექს-სიმბოლოს ფოტოები იხილეს, რომ არა მისი ხელები, რომლებიც ქალის ასაკს ყველაზე მეტად გასცემს, ალბათ ცნობილ ქერას 50 წელზე მეტს ვერავინ მისცემდა. სჯობს ცოტა ხნით ჩამოსხდეთ სანამ ლამაზმანის ფოტოებს იხილავთ.


image


მეიმი ვან დორენის გარეგნობით აღფრთოვანებული სოციალური ქსელის მომხმარებლები საკუთარ ემოციებს ვერ მალავენ. "ის მართლაც ძალიან ჰგავს მერლინს", "მონროც ზუსტად ასეთი იქნებოდა აქამდე რომ ეცოცხლა. ალბათ, კარგიც კია, მერლინის სიბერე რომ ვერ ვნახეთ. ის მუდამ ახალგაზრდა დარჩება".


imageimage


"მონრომდე ბევრი უკლია", "რა თქმა უნდა, ეტყობა, რომ ქალი ასაკშია, თუმცა მაგარია, რომ მან ქალურობის შენარჩუნება შეძლო, " "ასე ყველა 50 წლის ქალიც კი ვერ გამოიყურება", "ბრავო, სიტყვებიც კი არ მყოფნის", - წერენ აღფრთოვანებული ინტერნეტმომხმარებლები ჰოლივუდის ლეგენდის ფოტოების ქვეშ.


imageimageimage


ისე მართლაც დაუჯერებელია, რომ ეს მშვენიერი ქალბატონი 90 წელს გადაცილებულია!








0
521
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
521