x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
სანამ არ გაიხადეს, ვერაფერს მიაღწიეს - 5 მსახიობი, რომელმაც წარმატებას თამამ სცენებში თამაშით მიაღწია

image


ჩვენი დღევანდელი სტატიის გმირებმა წარმატებას პიკანტურ სცენებში თამაშით მიაღწიეს, რომლებიც მათგან პირველ რიგში, საკუთარი თავის რწმენას, ძალასა და შეუპოვრობას მოითხოვდა.




დრიუ ბერიმორი, "Doppelganger" (1993 )


image


დრიუ კარიერის დასაწყისში მზად იყო ხელოვნებისთვის ყველანაირ რისკზე წასულიყო. მსახიობმა რეჟისორ ავი ნეშერის 1993 წელს გადაღებულ ფილმში "Doppelganger" მაყურებელი თავისი პროფესიონალიზმითა და გამბედაობით გააოცა, ამერიკელ მსახიობს ფილმში დედიშობილა თამაში მოუწია, მას შემდეგ დრიუს "თამამ" სცენებში მონაწილეობა უკვე აღარ ეუხერხულება.




დომინიკ სვეინი, "ლოლიტა" (1997)


image


ნაბოკოვის სკანდალური რომანის ეკრანიზაციას დიდხანს და რთულად იღებდნენ - და აი, როგორც იქნა მან დღის სინათლეც იხილა! თუმცა მაყურებელმა ნამუშევარი ცუდად მიიღო, კრიტიკის ქარცეცხლში კინორეჟისორები აღმოჩნდნენ, რადგან იმ დროს მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი მხოლოდ 15 წლის იყო. გადაღებების დროს სხვადასხვა სპეცეფექტები და ხრიკები იქნა გამოყენებული, რათა ზრდასრული მსახიობი თინეიჯერ გოგონას ვერ შეხებოდა.



მეგი ჯილენჰოლი, "მდივანი ქალი" (2002)


image


მეგი ჯილენჰოლი გაბედულად შეუერთდა იმ მსახიობთა რიგებს, რომლებიც კარიერის გულისთვის ყველაფრისთვის მზად იყვნენ. მსხიობისთვის ფილმ "მდივან ქალში" შესრულებული როლი ერთგვარ გამოცდად იქცა, რომელმაც მისი სამსახიობო ბედი მთლიანად შეცვალა. შავ კომედიაში თამამ სცენებს მან თავი მარტივად გაართვა, რამაც არამარტო მის ნიჭს გაუსვა ხაზი, არამედ ჰოლივუდის პროდიუსერთა ყურადღებაც მიიპყრო.




აგნეშკა ვლოდარჩიკი, "სარა" (1997)


image



ამ პოლონური ფილმის სიუჟეტი მდიდარი ბიზნესმენის 16 წლის ქალიშვილისა და მისი პირადი მცველის შესახებ მოგვითხრობს, რომელთა შორისაც გრძნობები და ურთიერთმიზიდულობა ჩნდება. უცნაურია, რომ ფილმს საზოგადოების აღშფოთება არ მოჰყოლია, მიუხედავად იმისა, რომ თემა საკმაოდ სარისკო იყო. ახალგაზრდა მსახიობისთვის აღნიშნული ფილმი მის კინოკარიერაში ერთგვარ პლაცდარმად იქცა.



ნატალია ნეგოდა, "პატარა ვერა" (1988)


image


ნატალია ნეგოდამ ფილმში "პატარა ვერა" მაყურებელი თავისი როლით მოხიბლა. მან არა მხოლოდ შესანიშნავად ითამაშა რთულ ემოციურ სცენებში, არამედ ეკრანზე საკუთარი შიშველი სხეულის დემონსტრირებაც ყოველგვარი მორიდების გარეშე მოახდინა. მისმა ნიჭმა უცხოელი პროდიუსერების ყურადღება გამოჩენისთანავე მიიპყრო, და მალევე უცხოურ პროექტებში მონაწილეობის შეთავაზებაც მიიღო.






0
381
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
381