x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„დიახ, მე მონა ვარ... ღმერთო, ნურასოდეს ამხსნი ან პატივს“ - ხათუნა ხოფერია
image

.

ყოფილი დეპუტატი, ზურაბ ჟვანიას მეგობარი და თანამებრძოლი, პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში ეხმაურება ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების მიერ ახლადდამკვიდრებულ მოდას მონას დაძახების შესახებ და წერს, რომ ის მონაა და ამის არ ერიდება:

.


დიახ, მე მონა ვარ, რადგან…
“დავბადებულვარ, რომ ვიყო მონა და საქართველოს მედგას უღელი.” ღმერთო, ნურასოდეს ამხსნი ან პატივს!“ - წერს ხათუნა ხოფერია.

.

შეგახსენებთ, რომ კანონის დამტკიცების შემდეგ პროტესტში ჩართული პოლიტიკური აქტივისტები სხვადასხვა დეპუტატებს ქუჩაში აჩერებენ და მონას ეძახიან, სახლებთან წარწერებს უტოვებენ. იგივე კამპანია დაიწყო მეორე მხარემაც, სახელისუფლებო გუნდის მხარდამჭერებმა და ნაციონალური მოძრაობის მოწინააღმდეგეებმა. მათ ახლა ოპოზიციონერებს დაუწერეს სახლის კედლებზე სიტყვა - აგენტი.

.

თუმცა, ოპოზიციური ტელევიზიები ოპოზიციონერ აქტივისტებს რომლებიც მონას ყვირიან და კედელზე წერენ გმირებად წარმოაჩენენ, ახალისებენ მათ და საქციელს უწონებენ, ტაშს უკრავენ, იგივე ქმედებებს მეორე მხრიდან კი გმობენ და შფოთავენ.

0
250
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
250
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0