x
image
ქეთი1988
Mediator image
ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავები, რომლებიც ერთ დროს ერთმანეთს ხვდებოდნენ, თუმცა დღეს ეს აღარავის ახსოვს

ცნობილი სახეები ხშირად იწყებენ ურთიერთობას ერთმანეთთან. და ეს ყოველთვის დიდი სენსაციაა პაპარაცებისთვის და ჟურნალისტებისთვის. და არიან წყვილები, რომლებიც რომც დაშორდნენ, თაყვანისმცემლების თვალში ყოველთვის "წყვილი" იქნებიან. მაგალითად, ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი ან ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი. თუმცა ასევე არსებობენ ისინიც, ვინც ერთმანეთს ხვდებოდნენ, დღეს კი აღარავის ახსოვს:


1. ბრიტნი სპრსი და კოლინ ფარელი

მრავალი წლის განმავლობაში, მათი რომანი მხოლოდ თაყვანისმცემლების ვერსია იყო და ჟურნალისტების ჭორები ეგონათ. თუმცა, ბრიტნიმ ცოტა ხნის წინ აღიარა, რომ ის და კოლინინამდვილად წყვილი იყვნენ. ამის შესახებ მომღერალმა თავის მემუარებში აღნიშნა. სპირსის თქმით, ფარელთან ურთიერთობა 2003 წელს დაიწყო და მხოლოდ ერთი თვე გაგრძელდა.image

2. რეიჩელ მაკადამსი და მაიკლ შინი

რომანი გაგრძელდა 3 წელი - 2010 წლიდან 2013 წლამდე. დაშორების მიზეზი ცნობილი სახეების მუდმივი გადაღებების გამო ერთმანეთისთვის დროის ნაკლებობა გახდა. ახლო მეგობრები დარწმუნებული იყვნენ, რომ რეიჩელისა და მაიკლის დაშორება დროებითი იყო და წყვილი მალე დაბრუნდებოდა, მაგრამ ეს არასდროს მომხდარა.image


3. რაიან გოსლინგი და სანდრა ბულოკი

ვარსკვლავებს შორის რომანი დაახლოებით ერთი წელი გაგრძელდა - 2002 წლიდან 2003 წლამდე. უკვე ჩამოყალიბებულ მსახიობ სანდრა ბულოკსა და ახალგაზრდა ნიჭიერ რაიან გოსლინგს შორის ურთიერთობა დაიწყო დეტექტიური თრილერის "მკვლელობის ანგარიშის" გადაღების დროს. შეყვარებულებს შორის სხვაობა 17 წელი იყო. ცნობილი სახეები დიდი ხნის განმავლობაში მალავდნენ დაშორების ნამდვილ მიზეზს. თუმცა, მოგვიანებით მათ აღიარეს, რომ ეს იყო ორმხრივი გადაწყვეტილება "კარიერის გამო".image

4. კორტნი კოქსი და მაიკლ კიტონი

კორტნი კოქსი და მაიკლ კიტონი ერთად იყვნენ 6 წელი - 1989 წლიდან 1995 წლამდე. წყვილი დაქორწინებაც კი აპირებდა. მაგრამ უამრავი უთანხმოება ჰქონდათ, რამაც დაშორება გამოიწვია.image


5. ლენი კრავიცი და ნიკოლ კიდმანი

ცნობილი სახეები ერთად იყვნენ თითქმის ერთი წელი - 2003 წლიდან 2004 წლამდე. დაშორებიდან რამდენიმე წლის შემდეგ კიდმანმა აღიარა, რომ ის და კრავიცი დანიშნულებიც იყვნენ.image


6. კირა ნაითლი და ჯეიმი დორნანი

წყვილს ურთიერთობა ჰქონდა 2 წელი - 2003 წლიდან 2005 წლამდე. განშორების მიზეზი კირას ეჭვიანობა გახდა, მათი ურთიერთობის დასაწყისში დორნანი უბრალო მოდელი იყო.image

7. მაკოლეი კალკინი და მილა კუნისი

წყვილის რომანი 10 წელი გაგრძელდა - 2002 წლიდან 2012 წლამდე. კუნისი აღიარებს, რომ ის იყო დაშორების მიზეზი.

“ვაღიარებ, რომ სულელივით მოვიქეცი. როცა დავშორდით, მივხვდი, რომ მხოლოდ საკუთარ თავსი გარკვევა მჭირდებოდა."- აღნინა კუნისმა.image



8. სარა ჯესიკა პარკერი და რობერტ დაუნი უმცროსი.

ამ წყვილის ურთიერთობა თითქმის 7 წელი გაგრძელდა - 1984 წლიდან 1991 წლამდე. ვარსკვლავების დაშორების მიზეზი რობერტის ველური ცხოვრების წესი იყო. სარა ჯესიკასთვის ეს ურთიერთობა უწყვეტი ბრძოლა იყო დაუნი უმცროსის დამოკიდებულებებთან. თავად რობერტმა, წლების შემდეგ, არაერთხელ აღნიშნა, თუ რამდენად პატივს სცემდა სარას.image


9. სელმა ჰაიეკი და ედვარდ ნორტონი


წყვილის ურთიერთობა 4 წელი გაგრძელდა - 1999 წლიდან 2003 წლამდე. რომანი დაშორებით დასრულდა ცნობილი ადამიანების გადატვირთული გადაღების გრაფიკისა და ურთიერთობისთვის დროის ნაკლებობის გამო.image

10. რაიან რეინოლდსი და სკარლეტ იოჰანსონი

ცოტას ახსოვს, რომ რაიანი სკარლეტის პირველი ქმარია. წყვილი 2008 წელს დაქორწინდა, მაგრამ მათი ქორწინება მხოლოდ 2 წელი გაგრძელდა. თავად მსახიობი, რეინოლდსთან ურთიერთობის კომენტირებისას, ექსკლუზიურად დადებითად საუბრობს ყოფილ მეუღლეზე და განქორწინების მიზეზს ქორწინებისთვის მოუმზადებლობას უწოდებს, რადგან როდესაც წყვილი დაქორწინდა, მსახიობი მხოლოდ 23 წლის იყო.image

11. კამერონ დიასი და ჯარედ ლეტო

ცნობილი ადამიანების რომანი საკმაოდ გრძელი იყო და გრძელდებოდა 1999 წლიდან 2003 წლამდე. ჯარედმა კამერონს აუკრძალა სექსის სცენების გადაღება, ალკოჰოლის დალევა, მოწევა და ელექტრო მანქანაც კი უყიდა, რათა ქალაქში გადაადგილება არადამაბინძურებელი ტრანსპორტით შეეძლო.

წყვილისთვის დასასრულის დასაწყისი იყო ჯარედის ეჭვიანობა - კამერონმა ითამაშა ფილმში ლეონარდო დიკაპრიოსთან ერთად, დიდ დროს ატარებდა მსახიობთან, რამაც ეჭვი გამოიწვია მის შეყვარებულში. და როდესაც დიასმა ლეტოს უთხრა, რომ მას შვილები სურდა, მან უპასუხა, რომ მზად არ იყო თავისი კარიერა გაეწირა ოჯახის გამო...image

12. ტომ კრუზი და შერი


ვარსკვლავების რომანი 1985 წელს დაიწყო, როცა შერი 38 წლის იყო, ტომი კი 22 წლის. ცნობილ ადამიანებს შორის ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა. შერი ამტკიცებს, კრუზს დაშორდა მისი გადაჭარბებული ინტერესის გამო საენტოლოგიის მიმართ.
image






0
115
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
115
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0