x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
რატომ დუმდა ევროპა და აშშ მაშინ, როცა სააკაშვილის რეჟიმი ხალხს ქუჩაში ხოცავდა და ბიზნესს ართმევდა?
image
ევროპელები და ამერიკელები ერთმანეთს ასწრებენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისთვის თითის ქნევაში, შეფარულ მუქარაში და ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირების დაპირებებში.


ჯერ ერთი, ესაა სუვერენული სახელმწიფოს კანონიერი, ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ განხორციელებული მუქარა, შესაბამისად აღიქმება მუქარად ქართველი ერის იმ ნაწილის და საქართველოს მოქალაქეების იმ ნაწილის მიმართ ვინც თავის დროზე უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილის სადისტურ-პოლიციურ რეჟიმს, სადაც ზოგადად ადამიანის უფლებების ფასი "პლინტუსზე" დაბლა იყო.


სამეგრელო-ზემო სვანეთს ოსმალო ფაშასავით განაგებდა ძმები ახალაიების მამა, როლანდ ახალაია-რეგიონის მთავარი პროკურორი, რომელიც როგორც მოეპრიანებოდა ისე "ჭრიდა და კერავდა". ვის ბიზნესს აწერდა, ზოგიერთებს კი უბრალოდ ციხის საკნების შესავსებად უთითხნიდნენ ცრუ ბრალდებებს.


ცალკე თემაა სადისტი მეგის ქარდავა, რომელიც მილიციის მაღალჩინოსანი მამის დამსახურებით მოხვდა სისტემაში (სიმართლე უნდა ითქვას, მამა მთელი ასი თავით ჯობდა მილიციაში მუშაობისას შვილს) და ჩამოყალიბდა, როგორც არა კანონდამცველი, არამედ, როგორც ტიპიური სადისტი.

შევეშვათ ამას, სააკაშვილის რეჟიმის დროს რატომ დუმდნენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ახლა ლამისაა ვენები გადაიჭრან, ვაი ეს რა ხდებაო?
სად იყო ევროპა და ამერიკა როცა პრეზიდენტის ბრძანებით წარმატებულ ბიზნესმენებს ბიზნესს ძალით ართმევდნენ, უარის მთქმელებს იჭერდნენ გამოგონილი ბრალდებებით ან სულაც კლავდნენ, მაგალითად ცნობილი ზუგდიდელი ბიზნესმენი თემურ ყორშია, რომელმაც საკაშვილს თავი არ დაუხარა და იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა.



ის მოსკოვში იქნა მოკლული, დამოუკიდებელმა გამოძიებამ კი მკვლელებად მერაბიშვილის უწყება დაასახელა.


ასევე მინსკში მოკლული იქნა ქუთაისელი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ბონდო შალიკიანი, რომელსაც ვადაგასული დანაშაული გაუხსენეს და დაუსწრებლად 13 წელი მიუსაჯეს.


როგორც საზოგადოებაში მუსირებდა აზრი შალიკიანმა სააკაშვილის ხელისუფლებას თავის ბიზნესებში წილები არ დაუთმო, გარდა ამისა ერთი საინტერესო თემაც გახმაურდა-ქუთაისში ყოფნისას სააკაშვილის მომავალი მეუღლე სანდრა რულოვსი ბონდო შალიკიანის სახლში ცხოვრობდა.

ხალხს ქუჩაში რომ ცხრილავდა პოლიცია ევროპა და ამერიკა დუმდა, ხალხს ბიზნესს, რომ ართმევდნენ ევროპა და ამერიკა დუმდა.


მეგის ქარდავას მოთხოვნით ერთ ზუგდიდელ ბიზნესმენს თანამედროვე ჯიპის ფარეხიდან გამოყვანა აუკრძალეს, სანამ მეგისი მასზე უკეთესს არ იყიდდა. დაუჯერებელია ხო?-მაგრამ აგერაა ის ბიზნესმენი და ნებისმიერ დროს შეუძლია თქვას, რომ ეს რეალურად ასე იყო.

სასამართლოს მიმართ, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმის დროს ერთი გამამართლებელი განაჩენი არ გამოუტანია, ერთი კითხვა არ გაჩენია ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს ევროპაში, არც ევროპული ქვეყნების ლიდერებს გაუფრთხილებიათ სააკაშვილი, არასწორი გზით მიდიხარ და გაირიყებიო.
როცა რეჟიმი დამარცხდა მაშინღა ამოიღეს ხმა და გამარჯვებულ პარტიას მკაცრი გაფრთხილება მისცეს: ყოფილებს არ შეეხოთო ანუ რა გამოდის? ევროპა და ამერიკა იცავდა სადისტურ რეჟიმს. შედეგად მივიღეთ ყბადაღებული კოჰაბიტაცია და დაუსჯელი ნაც ზონდერების თავისუფალი პარპაში, რომლებიც დღეს ორგანიზებას და ფინანსურ უზრულნველყოფას უწევენ დემონსტრაციებს, რომელიც ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგაა მიმართული.

ხელისუფლებას ვურჩევ, არჩევნებამდე ჩაატაროს რეფერენდუმი უჭერს თუ არა მხარს საქართველოს მოსახლეობა მხარს კანონს "გამჭვირვალობის შესახებ".
დარწმუნებული ვარ საზოგადოების უდიდესი ნაწილი ამ კანონს მხარს დაუჭერს და ევროპასაც და ამერიკასაც ნათლად დავანახებთ, ჩვენ ვართ სუვერენული ქვეყანა და არა მათი მარიონეტები.

ხელისუფლების წინააღმდეგ აგრესიულად გამომსვლელები კი დაისჯებიან კანონის შესაბამისად, ოღონდ არა ისე, როგორც სააკაშვილის რეჟიმის დროს ხდებოდა, არამედ კანონის შესაბამისად.

0
126
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
126