x
image
თამილა გურაშვილი
გელა ზედელაშვილი: კურკუმალი იმ დონემდე მიიყვანა, გეგონება შთაგონებული სახე აქვსო!

image
"გუშინ ინგამ კურკუმალ ვაითს გული გადაუშალა - ისეთები უთხრა, ისედაც გამოშტერებული უფრო გამოაშტერა.
ისაო, “ქართული ოცნების'' ამბავი დამთავრებულიაო, მორჩაო, თქვენ უკვე ხელისუფლებაში ხართო. მე 1905 წლიდან გადაცემები მიმყავს ტელევიზიით, ბევრი პოლიტიკური მოვლენა ვნახე, ერთხელ ლენინიც კი მყავდა მოწვეული სტუდიაში, სუ ექსკლუზივები ვალაპარაკე, დამიჯერე, წინასწარ ვგრძნობ ტანით, რომ ესენი უკვე დამარცხებულები არიანო. როცა დეპუტატები რობოკოპებით დადიან, ქუჩაში თავისუფლად ვეღარ გაუვლიათ, ეს უკვე დასასრულის დასაწყისი კი არა, ფაქტობრივად დასასრულიაო. აი, მომავალი კი ახალგზრდებისააო - შენიო, მამუკა ხაზარაძისაო, ჭუტა წერეთლისაო, დიდისაც და პატარისაცო, ჩაჯვი გვარამიასიო, ნიკანორ მელიასიო. ყველას ვერ ჩამოვთვლი, ვინმე გამომრჩება და ეწყინებაო.
ინგას რაც ესიზმრება, ის ელანდება თუ... რაც ელანდება, ის ესიზმრება... რავი, როგორც არი, რა მნიშვნელობა აქვს?
რას ამბობ, ქალო, ჩალურჯებულები სხვები დადიან და ქუჩაში კიდე “ოცნების'' წევრებს ვერ გაუვლიათ?
ან რომელი პარლამენტარი ნახა, რობოკოპების დაცვით რომ დადის? ეგენი იცავენ სახელმწიფო უწყებას, შენობას და იმ შენობაში ვინც მუშაობს, ყველას. რომელ დეპუტატს გაჰყვნენ სახლში რობოკოპები?
არა, ნუ, იმნაირები ილაპარაკა, დემაგოგი კურკუმალიც კი გააბრუა - შეხედეთ, როგორი გამომეტყველება აქვს, ყინულზე ჯორი რომ წაიქცევა და წამოდგომას ლამობს, იგეთი.
თქვენაოოოო... მორჩაო, რააა, “ვსიო'', ახლა დროა, უკვე ახალი მთავრობა ჩამოაყალიბოთო, დასხედით და მოილაპარაკეთო.
ამან, ამ ჩრდილო კორეულმა ნაწარმმა “ქართული ოცნება'' საერთოდ ჩამოწერა, გააქრო, თურმე 1%-საც ვერ აიღებს. ჰაიმეეეეეე!
ეს ქალი ერთხელ პოლიტიკაშიც იყო - ჯერ თბილისის საკრებულოში იბოდიალა, თავი და ბოლო ვერაფერს გაუგო, როგორც შეაგდეს, ისევე გამოვარდა. მერე, 2012 წელს კენჭსაც იყრიდა საპარლამენტო არჩევნებში, გლდანის მაჟორიტარობა უნდოდა, სოსო ჯაჭვლიანის “კონკურენტი'' იყო, იქაც ჩაიფეხვა და მიადგა ისევ ტელევიზორს.
თუნდაც ძაან მიკერძოებული ადამიანი, რომელიც პოლიტიკურ მოვლენებს ისე შეაფასებს, “ქართული ოცნების'' არსებობას საერთოდ არ გაითვალისწინებს, ის ჩლუნგია. გავაგრძელო? არა, აღარ ღირს ჩლუნგთა ნაბოდიალებზე კომენტარები ვაკეთო!
გეუბნებით, რაააა, კურკუმალი იმ დონემდე მიიყვანა, გეგონება შთაგონებული სახე აქვსო!" - გელა ზედელაშვილი
0
229
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
229
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0