x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
9 იშვიათი ფოტო თქვენი საყვარელი ფილმების გადასაღები მოედნიდან

image


ზოგჯერ გვიჩნდება სურვილი ცოტა ხნით ჩვენი საყვარელი ფილმების გადასაღებ მოედანზე შევიჭვრიტოთ და გადაღების პროცეს თვალი შევავლოთ, საბედნიეროდ, ზოგიერთი მომენტი ისტორიას შემორჩა.


image



მერლინ მონრო და ტონი კერტისი ფილმ "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან" გადასაღებ მოედანზე

მაგალითად, რეჟისორ ბილი უაილდერის 1958 წლის კომედია "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან" ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კომედიაა, რომლის ლეგენდარული ციტატაც: "ოჰჰ, ღმერთო, მე კ ა ც ი ვარ! ყველას თავისი ნაკლი აქვს!" წარმოუდგენლად პოპულარული გახდა. ზემოთ ფოტოზე მერილინ მონროსა და ტონი კერტის ხედავთ. თავად რეჟისორი ბილი უაილდერი გადასაღებ მოედანზე არსებულ ვითარებას ასე აღწერდა: "ჩვენ შუა ფრენაში ვართ, თვითმფრინავის ბორტზე კი გიჟია, რომელსაც ხელთ ბომბი უპყრია." მერლინ მონრო 1959 წელს საუკეთესო მსახიობი ქალი გახდა, რომელმაც "ოქროს გლობუსის" პრემია მიიღო. ფილმი ასევე ნომინირებულ იქნა არაერთ პრემიაზეც.


image


ჯესიკა ლანგი და დასტინ ჰოფმანი "ტუტსის" გადასაღებ მოედანზე

1982 წელს სიდნი პოლაკმა სიყვარულის შესახებ გადაიღო ყველასთვის საყვარელი კომედია "ტუტსი", სადაც მთავარ როლებს შეუდარებელი ჯესიკა ლანგი და მომხიბვლელი ჯასტინ ჰოფმანი ასრულებდნენ. ფოტოზე სწორედ ის იმანჭება, და უნდა აღინიშნოს რომ ჯასტინ ჰოფმანმა ქალის იმიჯი მართლაც საოცრად მოირგო.


image

სიდნი ლუმეტი და ფეი დანაუეი დუბლებს შორის

მსახიობმა ფეი დანაუეიმ რეიტინგზე ჩაციკლული პროდიუსერის როლისთვის "ოსკარი" დაიმსახურა. ნიუ-იორკი, 1975 წელი, დუბლებს შორის. ამერიკელი მსახიობი, ფეი დანაუეი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ნიჭიერი მსახიობია.


image


ტერი შილდსი საკუთარ ქალიშვილს ბრუკ შილდს ფილმ "საჰარას" მომდევნო სცენისთვის თმას ასწორებს, ისრაელი, 1983 წელი

სათავგადასავლო ფილმი "საჰარა" ენდრიუ მაკლაგლენმა 1983 წელს გადაიღო, და რაც ასევე აღსანიშნავია არის ის, რომ მუსიკა ფილმისთვის კომპოზიტორმა ენიო მორიკონემ დაწერა. მთავარ როლში კი შეუდარებელი ბრუკ შილდსი გახლდათ, რომელსაც სწორედ ფოტოზე ხედავთ.


image


ლეონარდო დიკაპრიო და ქეით უინსლეტი "ტიტანიკის" გადასაღებ მოედანზე, 1996 წელი

ჯეიმს კამერონმა 1997 წელს თავისი ერთ-ერთი შედევრი - "ტიტანიკი" გადაიღო. ფოტოზე ლეონარდო დიკაპრიო და ქეით უინსლეტი ფილმის გადასაღებ მოედანზე არიან აღბეჭდილნი. როგორც ჩანს, პარტნიორები დუბლებს შორის ცოტა ხნით დასასვენებლად ჩამოსხდნენ.


image


ლუის ბუნუელი დგამს სცენას კატრინ დენევთან ერთად, "ტრისტანა", ტოლედო, ესპანეთი, 1969 წელი

რეჟისორმა ლუის ბუნუელმა 1970 წელს გადაიღო ფილმი "ტრისტანა", სადაც მთავარ როლს უმშვენიერესი კატრინ დენევი ასრულებდა. ეს დიდი ესპანელი რეჟისორის ბოლო ფილმია.



image


მეგ რაიანი და რეჟისორი რობ რაინერი ფილმ "როცა ჰარი შეხვდა სალის..." გადასაღებ მოედანზე, 1988 წელი

მომხიბვლელი მეგ რაიანი და რეჟისორი რობ რაინერი ფილმ "როცა ჰარი შეხვდა სალის..." გადასაღებ მოედანზე, 1988 წელი, ფილმი იმ წლების ერთ - ერთ ყველაზე მსუბუქ და კეთილ რომანტიკულ კომედიად ითვლება.


image


კრისტინა რიჩი საკუთარ საგრიმიოროში, "მთვლემარე ხეობა", ინგლისი, 1999 წელი

1999 წლის "მთვლემარე ხეობა" რეჟისორ ტიმ ბარტონის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია. ფოტოზე ხედავთ მთავარი როლის, კატრინ ენ ვან ტასელის როლის შემსრულებელს - კრისტინა რიჩის საკუთარ საგრიმიოროში, მსახიობმა ამ ბნელ, მისტიკურ დეტექტივში რომანტიული, სათუთი და დაუცველი გოგონას როლი ითამაშა.


image


მსახიობი ლინდა კოზლოვსკი ფილმ "ნიანგი დანდის" გადასაღებ მოედანზე, 1986 წელი

1986 წლის კომედია "ნიანგი დანდი" ალბათ ყველას კარგად გახსოვთ, და ისიც კარგად გემახსოვრებათ თუ როგორ ეხმარებოდა ერთგული მაიკლ ჯ. "ნიანგი" დანდი ჯუნგლებში ყველაზე სასაცილო სიტუაციებში აღმოჩენილ მთავარ გმირს გადარჩენაში. ფოტოზე მსახიობ ლინდა კოზლოვსკის ხედავთ ფილმის გადასაღებ მოედანზე. ავსტალიელი რეჟისორის პიტერ ფაიმის მიერ გადაღებულმა ამ ფილმმა თავი სამუდამოდ დაგვამახსოვრა, ხოლო გადასაღები მოედნიდან შემორჩენილი კადრები დღემდე გვეხმარება ფილმის ყურებისას განცდილი ბედნიერი მომენტების გახსენებაში.






0
504
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
504