x
image
რუსუდან ნადირაშვილი
„მადლობა გამჭვირვალობის კანონზე ხელმომწერ დეპუტატებს! ოქროს ასოებით შევლენ ისტორიაში” - გიორგი გამსახურდია
image

.

პირველი პრეზიდენტის უმცროსი ვაჟი გიორგი გამსახურდია მადლობას უხდის გამჭვირვალობის კანონზე ხელმომწერ დეპუტატებს, რომლებიც ოპოზიციისა და მედიასაშუალებების მხრიდან ბულინგის მსხვერპლნი არიან და მათ მოღალატეებად მოიხსენიებენ. გამსახურდია მიიჩნევს, რომ ეს დეპუტატები დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი დეპუტატების მსგავსად საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით შევლენ და საზოგადოება მათი მადლობელი უნდა იყოს.

.


როგორც, ზვიადის პერიოდის ერთგული და დამოუკიდებლობის აქტზე ხელისმომწერი დეპუტატები შევიდნენ ოქროს ასოებით საქართველოს ისტორიაში, ისე შევა ყველა ის პარლამენტის წევრი საქართველოს ისტორიაში, ვინც მხარი დაუჭირა ქართულ კანონს, – გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

.

“როგორც, ზვიადის პერიოდის ერთგული და დამოუკიდებლობის აქტზე ხელისმომწერი დეპუტატები შევიდნენ ოქროს ასოებით საქართველოს ისტორიაში, ისე შევა ყველა ის პარლამენტის წევრი საქართველოს ისტორიაში, ვინც მხარი დაუჭირა ქართულ კანონს და საქართველოს რეალურ სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. პირადად ჩემგან მადლობა მათ. მადლობა ასევე იმ კაბალურ პირობებში მუშაობისთვის, რა პირობებსაც პუტჩისტთა პოლიტიკურ-იდეოლოგიური მემკვიდრეები უქმნიდნენ მათ. კიდევ ერთხელ გაუმარჯოს საქართველოს! #ქართულიოცნება”, – წერს გიორგი გამსახურდია.

ცნობისთვის,

ცნობისთვის, მმართველმა პარტიამ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო დღეს დაძლია.

1
48
2-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
48
  
ის კანონი საჭირო კი იყო,მარა ამ ბიჭის ერთადერთი დამსახურება ზვიადის შვილობა არის,მეტი აქვს რამე?
0 1 1