საქართველო "ვინც მხარი დაუჭირა ქართულ კანონს, ოქროს ასოებით შევლენ საქართველოს ისტორიაში" - გიორგი გამსახურდია 2024, 29 მაისი, 11:27 ![]() "როგორც, ზვიადის პერიოდის ერთგული და დამოუკიდებლობის აქტზე ხელისმომწერი დეპუტატები შევიდნენ ოქროს ასოებით საქართველოს ისტორიაში, ისე შევა ყველა ის პარლამენტის წევრი საქართველოს ისტორიაში, ვინც მხარი დაუჭირა ქართულ კანონს და საქართველოს რეალურ სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. პირადად ჩემგან მადლობა მათ. მადლობა ასევე იმ კაბალურ პირობებში მუშაობისთვის, რა პირობებსაც პუტჩისტთა პოლიტიკურ-იდეოლოგიური მემკვიდრეები უქმნიდნენ მათ. კიდევ ერთხელ გაუმარჯოს საქართველოს! #ქართულიოცნება"-წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ვეტოს დაძლევას და კანონის თავდაპირველი ვერსიით მიღებას მხარი დაუჭირა 84-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი ოთხი იყო. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს 18 მაისს დაადო ვეტო. სალომე ზურაბიშვილმა მას მხოლოდ ერთი მუხლი დაამატა, რომლის მიხედვითაც, კანონი ამოქმედებიდან მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში მოქმედებს და მეორე დღესვე ძალას კარგავს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით 14 მაისს მიიღო. 607 4-ს მოსწონს
|