x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
როგორ გაიქცა სტალინის ქალიშვილი სსრ კავშირიდან და რატომ ამბობდა უარს რუსულად საუბარზე?

საცხოვრებლად დასავლეთში გადასვლამ და შემდგომში, წიგნის — «ოცი წერილი მეგობარს» გამოქვეყნებამ, სადაც სვეტლანა ალილუევა მამას და კრემლში გატარებულ წლებს იხსენებს, მსოფლიო სენსაცია გამოიწვია (როგორც ამბობენ, ამ წიგნმა მას 2, 5 მლნ. დოლარამდე მოუტანა).


image


1966 წლის 20 დეკემბერს სვეტლანა ინდოეთში ჩავიდა. მან სამშობლოში გარდაცვლილი მეუღლის ბრაჯეს სინგხის ფერფლი ჩაიტანა. 6 მარტს ალილუევამ საბჭოთა ელჩს ბენედიქტოვს სთხოვა, რომ მისთვის, ცოტა ხნით, ინდოეთში დარჩენის უფლება მიეცათ. მაგრამ, უარი მიიღო... და უფრო მეტიც, ის დაჟინებით მოითხოვდა, რომ სვეტლანა მოსკოვში 8 მარტს დაბრუნებულიყო და განუცხადა, რომ მას სსრ კავშირის დატოვების უფლებას აღარასდროს მისცემდნენ.

იმავე დღეს, სვეტლანა აშშ–ს საელჩოში მივიდა, რომელიც დელიში მდებარეობდა და პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა.

1982 წელს ალილუევა ამერიკიდან დიდ ბრიტანეთში ჩავიდა და ამერიკაში დაბადებული, 11 წლის ქალიშვილი ოლგა (უილიამ პეტერსის და სვეტლანა ალილუევას ქალიშვილი) სკოლა–პანსიონს მიაბარა. ხოლო, თავად მოგზაურობა დაიწყო და თითქმის, მთელი მსოფლიო მოიარა.


imageსვეტლანა ქალიშვილთან ერთად


სრულიად მარტო დარჩენილი სვეტლანა, 1984 წლის ნოემბერში, სხვებისთვის მოულოდნელად (როგორც ამას «წიგნში შვილიშვილებისთვის» წერს), ქალიშვილთან ერთად, მოსკოვში ჩავიდა. საბჭოთა ხელისუფლებამ ის ენთუზიაზმით მიიღო და საბჭოთა მოქალაქეობაც სასწრაფოდ აღუდგინა. მაგრამ, კრემლის ხელისუფლებასთან ურთიერთობა, მას მალე გაუფუჭდა და საცხოვრებლად საქართველოში ჩამოვიდა. თუმცა, არც აქ მოისურვა სამუდამოდ დარჩენა და სსრ კავშირში, თითქმის, 2 წლის მანძილზე ცხოვრების შემდეგ, ალილუევამ წერილი გაგზავნა თხოვნით, სსრ კავშირის კომ. პარტიის ცკ–ში, რომ მისთვის საზღვარგარეთ გასვლის ნებართვა მიეცათ. გენერალური მდივნის გორბაჩოვის პირადი ჩარევით, 1986 წლის ნოემბერში, მას აშშ–ში დაბრუნების უფლება მისცეს. სამშობლოს დატოვების შემდეგ, ალილუევამ სსრ კავშირის მოქალაქეობაზე ისევ უარი თქვა.

აშშ–ში დაბრუნებული სვეტლანა უისკონსინის შტატში დასახლდა. ხოლო, 1992 წლის სექტემბერში, მას ჟურნალისტმა დიდ ბრიტანეთში, მოხუცთა თავშესაფარში მიაგნო. იმავე წლის დეკემბერში, ის ლონდონში ნახეს. გაირკვა, რომ მან თავშესაფარი დატოვა და ბინა ქალაქში იქირავა.

ხანგრძლივი დროის მანძილზე, სვეტლანა ჟურნალისტებთან ურთიერთობაზე უარს ამბობდა. მაგრამ, 2008 წ. 45 წუთიან დოკუმენტურ ფილმში — «სვეტლანა – სვეტლანას შესახებ», მიიღო მონაწილეობა. ინტერვიუს დროს, მან უარი თქვა რუსულ ენაზე საუბარზე და ეს იმით ახსნა, რომ რუსი არ იყო (მამა – ქართველი, დედა – გერმანელის და ბოშას შვილი იყო).


image


ბოლო დროს, სვეტლანა ალილუევა, მედისონი გარეუბანში (უისკონსინის შტატი) მოხუცთა თავშესაფარში, ლანა პიტერსის (პიტერსი მისი მე–5 ქმრის გვარი იყო. 5 ქორწინებაში, სვეტლანას 3 შვილი შეეძინა) სახელით ცხოვრობდა. ის 2011 წლის 22 ნოემბერს სიმსივნით გარდაიცვალა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ამის შესახებ სტალინს არასდროს უსაუბრია

* 25 საინტერესო ფაქტი ფსიქოლოგიის შესახებ

* XXI საუკუნის ნოსტრადამუსმა ევროკავშირის დაშლა იწინასწარმეტყველა

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



1
364
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
364
  
სასაცილოა,ქართველ-გერმანელი და შვილს ოლგა დაარქვა,რუსი არ ყოფილა თურმე:)
0 1 1