სხვა საარქივო კადრების უნიკალური კოლექცია, რომელთაგან თითოეული საოცარ ისტორიას ჰყვება 28 მაისი, 6:32 ![]() ზოგჯერ ფოტოებს ისტორიის სახელმძღვანელოებთან შედარებით გაცილებით უფრო მეტის მოყოლა შეუძლიათ. სწორედ ასეთი რარიტეტული ფოტოებია თავმოყრილი ჩვენს დღევანდელ კოლექციაშიც. სხვადასხვა ეპოქის ამ უნიკალურ კადრებზე აღბეჭდილი არიან როგორც მსოფლიოს ცნობილი პიროვნებები, ასევე უბრალო ადამიანები, რომლებიც საინტერესო ისტორიებს გვიყვებიან.![]() მეზღვაურები გემ "Garthsnaid"-ის ანძაზე შუა ქარიშხალში მუშაობისას, 1920 წელი![]() თელონიუს მონკი - ცნობილი ამერიკელი ჯაზის პიანისტი და კომპოზიტორი, რომელიც მიჩნეულია როგორც ერთ-ერთი უძლიერესი ამერიკის ისტორიაში![]() 369-ე ქვეითი პოლკი, რომლის ერთ-ერთი მეტსახელი "Harlem Hellfighters"-ი (ჰარლემის ჯოჯოხეთის მებრძოლები) გახლდათ, 1919 წელი, პირველი მსოფლიო ომის დროს რამდენიმე ამერიკული განყოფილება მხოლოდ ფერადკანიანებით დაკომპლექტდა, მაშინ ჯერ კიდევ რასობრივი თანასწორობის შესახებ კანონი ჩანასახშიც კი არ იყო, ასე რომ სხვადასხვა კანის ფერის ადამიანებისთვის სპეციალური დანაყოფები ჯარშიც არსებობდა და უნდა ითქვას რომ "ჰარლემის ჯოჯოხეთის მებრძოლები" დანარჩენების ფონზე თავს მშვენივრად წარმოაჩენდნენ![]() ევროპის ყველაზე პატარა, ყველაზე მაღალი და ყველაზე მსუქანი ადამიანი ბანქოს თამაშისას, 1913 წელი![]() მამაკაცის ტრადიციულ კოსტიუმში გამოწყობილი 17 წლის ფრიდა კალო საოჯახო ფოტოსთვის პოზირებს, 1924 წელი![]() მე -8 კლასელი კურტ კობეინი დრამზე დაკვრისას, 1981 წელი![]() რიგითი ჯეიმს ჰენდრიქსი გიტარაზე დაკვრისას, აშშ-ს სამხედრო ბაზა ფორტ კემპბელი, 1962 წელი![]() პატარა ელვის პრესლი მშობლებთან გლედისთან და ვერნონთან ერთად, 1938 წელი![]() სამურაები, 1860 წელი![]() ამერიკელმა მეზღვაურებმა იაპონიის კაპიტულაციის შესახებ შეიტყვეს, 1945 წელი![]() აშშ-ს უზენაეს სასამართლოს სხდომაზე ფარულად გადაღებული ფოტო, 1932 წელი![]() აბრაამ ლინკოლნის გეტისბურგში გადაღებული ერთადერთი ცნობილი ფოტო. კადრი მის ცნობილ გეტისბურგის მიმართვამდე სამი საათით ადრეა გადაღებული, 1863 წლის 19 ნოემბერი![]() 20 ათასი ამერიკელი ნაცისტის მედისონ - სკვერ - გარდენში კონგრესზე შეკრება, 1939 წელი![]() ალბერტ აინშტაინი და ჩარლი ჩაპლინი, 1931 წელი![]() გაზეთის დამტარებლები მუშაობის დასაწყებად ემზადებიან - ღამის 2 საათი, 1908 წლის 12 თებერვალი![]() ლუვრიდან "მონა ლიზას" ნახატი მოიპარეს, 1911 წელი![]() ფრანგი ქალი ბრიტანელ ჯარისკაცს ომის დროს ჩაის უსხამს, ნორმანდია, 1944 წელი![]() ადოლფ ჰიტლერი პრინც პავლე იუგოსლავიელის მეუღლესთან, პრინცესა ოლგა ბერძენთან საუბრისას, 1939 წელი![]() პრინცი ჩარლზი და ლედი დი ბაჰამის კუნძულებზე შვებულების გატარებისას, 1982 წელი652 შეფასება არ არის |