x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
16 შოკისმომგვრელი აკრძალვა, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში მოქმედებს

image


მსოფლიო სულ უფრო მეტად ინტერესდება ამ ყველაზე ჩაკეტილი და ჩამორჩენილი ქვეყნის ცხოვრებით. მისი ახალგაზრდა, დიქტატორი ლიდერი და მთავრობა მუდმივად "ზრუნავს" საკუთარი მოქალაქეების გარე გავლენებისგან დასაცავად, იქნება ეს გარკვეული ვარცხნილობები თუ ტრენდული სამოსი. ეს ყოველივე კი ჩვენს ინტერესს ჩრდილოეთ კორეის, მისი მაცხოვრებლებისა და ზოგადად, ამ ქვეყნის ცხოვრების წესის მიმართ კიდევ უფრო ამძაფრებს. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ 16 ყველაზე აბსურდულ აკრძალვას, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე მოქმედებს.



1. უცხოეთში დასვენება


image

რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ჩრდილოეთ კორეის მაცხოვრებლებს დასასვენებლად სხვა ქვეყნებში გამგზავრების უფლება არ აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანის უფლებების აშკარა დარღვევაა, ჩრდილოეთ კორეელებმა ამის შესახებ სავარაუდოდ არც კი იციან. ქვეყნის ლიდერები ციური იმპერიის გარე გავლენებისგან დაცვას სწორედ ასე ცდილობენ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ბევრ რამეს კრძალავენ, სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ მაინც წინ მიდის და ვითარდება. შეუძლებელია ეს დახურული ქვეყანა ასეთი იზოლირებული კიდევ დიდხანს დარჩეს. ადამიანები და მათი ცხოვრების წესი ჩრდილოელი და სამხრეთელი მეზობლების წყალობით თანდათან იცვლება.






2. სპორტული მანქანები


image


გაეროსა და ევროკავშირის მიერ ჩრდილოეთ კორეაზე დაწესებული სანქციების გამო, ქვეყანაში ამ ძვირადღირებული "სპორტ ქარის" ყიდვა პრაქტიკულად შეუძლებელია.




3. "Apple"

image


ჩრდილოეთ კორეაში ნებისმიერი თანამედროვე მაღალტექნოლოგიური მოწყობილობის გაყიდვაზე შეზღუდვა მოქმედებს. სამწუხაროდ თქვენ იქ "Apple iPad" - ის შეძენას ვერ შეძლებთ. ნაცვლად ამისა ჩრდილოეთ კორეამ საკუთარი პლანშეტური კომპიუტერი აწარმოა, რომელიც შემქმნელების აზრით, ნებისმიერ დასავლურ პროდუქტს არაფრით ჩამორჩება.



4. უცხოელი შემსრულებლების კონცერტები


image


ჩრდილოეთ კორეაში კონცერტის გამართვა ძალიან ცოტა უცხოელ შემსრულებელს შეუძლია. ასე რომ თქვენი საყვარელი ჯგუფის კონცერტზე დასწრებას იქ ნამდვილად ვერ შეძლებთ. ერთადერთ ჯგუფს, რომელსაც ქვეყანაში შესვლის ნება დართეს სლოვენიური კოლექტივი - "Laibach"-ი იყო. მათი კონცერტი ფხენიანში 2015 წელს გაიმართა. ჩრდილოეთ კორეელებს უცხოელების ნაცვლად მხოლოდ ადგილობრივი არტისტების კონცერტებზე დასწრება შეუძლიათ.





5. Wi-Fi და საერთაშორისო ზარები


image


ჩრდილოეთ კორეაში 15 მილიონი ადამიანიდან მხოლოდ 1 მილიონს აქვს მობილური ტელეფონი, მაგრამ საზღვარგარეთ დარეკვა მათ მაინც არ შეუძლიათ, ასევე არსებობს შეზღუდვები 3G ქსელის გამოყენებასთან დაკავშირებითაც. ქვეყანაში შესულ უცხოელ ტურისტებს საზღვარგარეთ განსახორციელებელი ზარებისთვის SIM ბარათის ყიდვა შეუძლიათ.





6. დასავლური ჟურნალები


image

ჩრდილოეთ კორეის პროპაგანდისტული აპარატი ყველა სახის უცხოურ გაზეთსა და ჟურნალს კრძალავს. მთავრობა და სპეციალური უწყებები ყურადღებით აკვირდებიან რაც პრესაში იბეჭდება. აქ არ არსებობს ჟურნალები ცხოვრების სტილის შესახებ. ყველაფერი რისი წაკითხვაც ჩრდილოეთ კორეელებს შეუძლიათ ან საგანმანათლებლო ხასიათს ატარებს ან "ჩუჩხეს" (მარქსიზმის ჩრდილოკორეული ვერსია, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში 1956 წელს შეიქმნა და 1972 წლიდან მთლიანად ჩაენაცვლა მარქსიზმ-ლენინიზმს) იდეებთან არის დაკავშირებული.




7. საკაბელო ტელევიზია


image


ჩრდილოეთ კორეაში მხოლოდ 4 ოფიციალური სატელევიზიო არხი მაუწყებლობს. სახელმწიფო ცენზურა იქ იმდენად მკაცრია რომ მის ტერიტორიაზე სხვა არხი უბრალოდ არ არსებობს.




8. "სტარბაქსი"


image


ფოტო მარცხნივ - ტურისტის ხუმრობაა, რომელმაც ჭიქა "Starbucks"-ის ყავახანადან ჩრდილოეთ კორეაში ჩაიტანა და პროპაგანდისტული პლაკატის ფონზე გადაიღო. სინამდვილეში, ამ ქვეყანაში "Starbucks"-ის ქსელი არ არის, თუ ფხენიანში ყოფნისას ფინჯანი ყავის მირთმევას გადაწყვეტთ, "Ryongwang"- ქსელის ერთ-ერთ პოპულარულ ყავახანას უნდა ესტუმროთ.


9. საშობაო ნაძვის ხე


image



ჩრდილოეთ კორეა ოფიციალურად ათეისტური ქვეყანაა. აქ ყველა სახის რელიგიური პრაქტიკა ან აკრძალულია ან მთავრობის მიერ მკაცრად კონტროლდება, ამიტომ ქვეყნის ტერიტორიაზე თქვენ ვერ შეძლებთ ვერც საახალწლო მორთულობების, და ვერც ნაძვის ხის შეძენას.




10. დიზაინერული ფეხსაცმელი


image


თუ შემთხვევით ჩრდილოეთ კორეაში აღმოჩნდებით და "მანოლო ბლანიკის" ფეხსაცმლის შეძენას გადაწყვეტთ, ვწუხვარ მაგრამ იმედი უნდა გაგიცრუოთ. მართალია, ევროპული ბრენდის ვერა, მაგრამ აი, ჩინური წარმოების მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის შეძენას ჩინეთის მოსაზღვრე რეგიონებში კი ნამდვილად შეძლებთ.




11. საკუთრების უფლება


image


ჩრდილოეთ კორეის მთავრობას მიწაზე და საკუთრებაზე ექსკლუზიური უფლება აქვს, რაც სახლებისა ან ბინების ყიდვა-გაყიდვას თითქმის შეუძლებელს ხდის. მიუხედავად ამისა, ჩრდილოეთ კორეელებმა ამის გაკეთების საშუალება მაინც იპოვეს, რამაც ბოლო დროს კანონების შემსუბუქება გამოიწვია.



12. პრეზერვატივი


image


ჩრდილოეთ კორეაში ყველა სახის კონტრაცეპტივი აკრძალულია. პრეზერვატივის პოვნა იქ საკმაოდ რთულია, ამიტომ ბევრი ზრდასრული ჩრდილოეთ კორეელი კონტრაცეპტივს საჩუქრად სიამოვნებით იღებს.




13. ჰიგიენური საფენები


image



ჩრდილოეთ კორეაში ერთჯერადი საფენები და ტამპონები არ იყიდება. ქალები მათ ნაცვლად მრავალჯერადი გამოყენების საფენებს იყენებენ.




14. ვარცხნილობა


image



მამაკაცის ოფიციალური თმის ვარცხნილობები



image

ეს კი ქალბატონების.... კიმ ჩენ ინმა მხოლოდ 18 ქალისა და 15 მამაკაცის ვარცხნილობა დაამტკიცა. არც ერთი მათგანი არ გულისხმობს ფერის შეცვლას, ამიტომ იქ თმის საღებავის შეძენა საკმაოდ რთულია!




15. "კოკა - კოლა"


image


"კოკა-კოლაზე" დაწესებული სავაჭრო ემბარგოს გამო ქვეყანაში აღნიშნული სასმელის პოვნა საკმაოდ პრობლემატურია, თუმცა ცნობილია რომ ფხენიანში, ზოგიერთი ელიტური მაღაზია ჩინეთში წარმოებულ "კოკა-კოლას" ანალოგებს ჰყიდის.




16. დასავლური მოდა


image


ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ჩინეთის მოსაზღვრე ორ რეგიონში ჯინსისა და დასავლური ტანსაცმლის ზოგიერთი სახეობის ტარება აკრძალა. ასე ცდილობს ფხენიანი დასავლური კულტურის ზეგავლენისგან თავდაცვას, რომელიც ქვეყანაში მეზობელი სახელმწიფოებისგან ვრცელდება.












0
785
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
785